სინდრომი კოსტენის

..

სინდრომი კოსტენის – (სტომატ.) საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის ართროზი (ლარინგოლოგი Costen, 1934), ვლინდება: ტკივილი და ტკაცუნი სახსარში, ხმაური ყურებში, თავბრუსხვევა, ტკივილი ყურებშუ და ყურის უკანა მიდამოში, თავის ტკივილი, ტკივილი კისრის ნაწილსა და კეფის მიდამოში, ენისა და ხახის წვის შეგრძნება, პირის სიმშრალე ან მომატებული ნერწყვდენა, ტრიზმი, ტკივილი ცხვირის დანამატი წიაღების მიდამოში. განვითარების მიზეზია საფეთქელ-ქვედა ყბის ტრავმა, ზოგადი ინფექციური დაავადებები, რევმატიზმი, პოდაგრა, სახის ქვედა ნაწილის ოკლუზიური სიმაღლის დაქვეითება და სხვ. დიაგნოზი დაისმის საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის კლინიკური და რენტგენოლოგიური კვლევების საფუძველზე. სახსრის მიდამოში თითის დადებისას შეიგრძნობა ტკაცუნი. ფუნქციური ცვლილებები მდგომარეობს პირში საკვების დამუშავების დარღვევაში. ტკივილის დროს მყარი საკვების დაღეჭვა შეუძლებელია. ქირურგიული (ჰიდროკორტიზონის ინექცია სახსრის ღრუში), ფიზიოთერაპიული (იონოფორეზი ნოვოკაინით, კალიუმის იოდიდით) მკურნალობა ძირითადი დაავადების მკურნალობასთან ერთად მიმდინარეობს. საჭიროა ორთოპედიული აპარატის დადება, რომელიც ზღუდავს პირის გაღებას სახსარში ტკაცუნის დროს. აპარატი გამოიყენება სულ მცირე 3-4 თვე. თუ აღინიშნება ოკლუზიური სიმაღლის დაქვეითება, ტარდება ამ სიმაღლის აღმდგენი ორთოპედიული მკურნალობა.   (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>