სინდრომი სტენტონ-კაპდეპონის

..

სინდრომი სტენტონ – კაპდეპონის – (სტომატ.) 1892 წელს Stainton-მა, 1905 წელს კი Capdepont-მა აღწერეს კბილების პათოლოგიური ცვლილებები – (სტომატ.) გვირგვინის ფერის შეცვლა, მინანქრის საფარის ნაადრევი დაკარგვა და გამოხატული მოცვეთა. ეს არის სტენტონ-კაპდეპონის სინდრომი ანუ კაპდეპონის დისპლაზია. დადგენილია, რომ ეს მემკვიდრული დაავადებაა, გადაეცემა ერთ-ერთი მშობლიდან და ვლინდება ნახევარ შთამომავლობაში (ორივე სქესში). ზიანდება სარძევე და მუდმივი კბილებიც. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>