სინჯი შილერ-პისარევის

..

სინჯი შილერ – პისარევის – (სტომატ.) ტარდება პაროდონტის დაავადებების დიაგნოსტიკის დროს. დამყარებულია ღრძილში გლიკოგენის გამოვლენაზე, რომლის შემცველობაც მკვეთრად იზრდება ანთების დროს, ეპითელიუმის კერატინიზაციის არარსებობის გამო. ჯანმრთელი ღრძილის ეპითელიუმში გლიკოგენი ან არ არის, ან არის მხოლოდ კვალი. ანთების ინტენსივობის შესაბამისად, ღრძილის შეფერილობა შილერ-პისარევის ხსნარის წასმის დროს იცვლება ღია ყავისფერიდან მუქ ფერამდე. ჯანმრთელი პაროდონტის დროს ღრძილის ფერი არ იცვლება. (თ. ბინიაშვილი. dentalcafe)

გადასვლა სტომატოლოგიის განმარტებით ლექსიკონზე >>>
გადასვლა სტომატოლოგიური საიტის სათაო გვერდზე >>>
გადასვლა ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონის სათაო გვერდზე  >>>