ბავშვების კბილების მოვლა

ბავშვების კბილების მოვლა

სტომატოლოგია ყველაზე პატარებისთვის: 0-3 წლამდე ასაკის ბავშვების კბილების მოვლა

ლამაზი ღიმილი ჯერ კიდევ კბილების ამოსვლამდე ყალიბდება.
პედიატრებმა და ბავშვთა სტომატოლოგებმა, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვის ორგანიზმის, მათ შორის ყბა-სახის სისტემის, ჰარმონიულ ზრდასა და განვითარებას.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ ბავშვის ჯანმრთელობას და დაიცვან ექიმების ყველა რეკომენდაცია.
კბილების განვითარება შეიძლება ჯერ კიდევ მათ ამოჭრამდეც კი დაირღვეს. 3 წლამდე ასაკის ბავშვების ყბა-სახის სისტემის განვითარებაზე უარყოფითი გავლენა შეიძლება მოახდინოს ერთდროულად რამდენიმე ფაქტორმა.

ჰიპოქსია 

დედისა და ბავშვის ქსოვილებში ჟანგბადის დაქვეითებულმა შემცველობამ შეიძლება გამოიწვიოს ყბა-სახის სისტემის ზოგიერთი პათოლოგია. კბილების ჩამოყალიბების პროცესზე მოქმედებს მშობიარობა და პოსტნატალური განვითარების პერიოდი. მეცნიერთა მონაცემებით, დღენაკლულ ბავშვებში მინანქრის მინერალიზაციის ხარისხი მნიშვნელოვნად დაბალია, ვიდრე დროულად დაბადებულ ბავშვებში. მაგრამ, ჰიპოქსია შეიძლება აღინიშნოს დროულად დაბადებულ ბავშვებშიც.

ცხოვრების წესი 

ხელოვნური კვება ხშირად უარყოფითად აისახება ყბა-სახის მიდამოს განვითარებაზე. გარდა ამისა, რძის ნარევები, დედის რძესთან შედარებით, მნიშვნელოვნად მეტი რაოდენობით შეიცავენ ადვილად ფერმენტირებად ნახშირწყლებს (76,5-85% და 7%). ეს კი კარიესის განვითარებას იწვევს.
სიცოცხლის პირველ წელს ბავშვი საკვებს, ძირითადად, წოვით იღებს, რაც ხელს უწყობს ქვედა ყბის განვითარებას და მის წინ წამოწევას. კბილების ამოსვლის მომენტიდან (დაახლოებით 6 თვიდან) დომინირებას იწყებს ღეჭვა. ღეჭვა ხელს უწყობს ყბების ძვლოვანი სტრუქტურების განვითარებას და სწორი თანკბილვის ჩამოყალიბებას. ამიტომ საჭიროა ღეჭვის სტიმულირება. თუ მოზრდილი ბავშვი აგრძელებს წოვას, შეიძლება განვითარდეს ანომალური თანკბილვა. სწორედ ამიტომ, მშობლებმა უნდა აღკვეთონ ისეთი მავნე ჩვევები, როგორიც არის თითის წოვა.

ჰიგიენა 

პირის ღრუს არასაკმარისი ჰიგიენა სიცოცხლის პირველივე დღეებიდან, იწვევს კარიესის განვითარებას. ამ დროს მკვლევარები აღნიშნავენ, რომ 1-3 წლის ასაკის ბავშვებში ეს დაავადება 2,5-3-ჯერ გახშირდა. დაავადების ზრდაზე მოქმედებს ორსულობის პათოლოგიის ზრდა, გენეტიკური წინასწარგანწყობა, ეკოლოგიური სიტუაციის ზოგადი გაუარესება. მაგრამ, არ შეიძლება პირის არასაკმარისი და უხარისხო ჰიგიენის როლის დაუფასებლობაც.
პირის ღრუს მოვლა კბილების ამოსვლამდე უნდა დავიწყოთ. ყოველი კვების შემდეგ ჩვილს დასალევად უნდა მისცეთ გადადუღებული წყალი. ასევე, ყოველ დილით და საღამოს პირი უნდა გაუწმინდოთ სტერილური რბილი ჰიგიენური ხელსახოცით.
პირველი კბილების ამოჭრის მომენტიდანვე მათი გაწმენდა აუცილებელია სპეციალური კბილის ჯაგრისით. ამ დროს ბავშვს არასაკმარისად განვითარებული მოტორიკის გამო, თვითონ არ შეუძლია კბილების დამოუკიდებლად წმენდა – მშობლები მას ყველანაირად უნდა დაეხმარონ. დიდი ხნის განმავლობაში ითვლებოდა, რომ დასაწყისში საკმარისია კბილების გაწმენდა მხოლოდ ჯაგრისით, პასტის გამოყენების გარეშე. ამჟამად, მწარმოებლები უშვებენ სპეციალურ საშუალებებს 3 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. ამ დროს კბილის პასტა უნდა შეესაბამებოდეს მთელ რიგ მოთხოვნებს.
საშუალებების შემადგენლობაში არ უნდა შედიოდეს ფტორი, მთრიმლავი, აბრაზიული ნივთიერებები და სხვა კომპონენტები, რომლებმაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედონ ბავშვის ჯანმრთელობაზე. ბავშვის კბილის პასტამ ხელი უნდა შეუწყოს მინანქრის გამაგრებასა და მინერალიზაციას. ასევე, მას უნდა ჰქონდეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თვისება – სასიამოვნო გემო, რომ ბავშვმა პროცესისგან სასიამოვნო შთაბეჭდილებები მიიღოს.
ძუძუთი კვებაზე მყოფი ჩვილები დაცულნი არიან დედის ანტისხეულებით, ამიტომ მწვავე ჰერპესული სტომატიტი მათ არ ემუქრებათ. 1-3 წლამდე ასაკის ბავშვები კი შეიძლება დაავადდნენ, რადგან მათი იმუნური სისტემა ჩამოყალიბების სტადიაშია.
სხვადასხვა სტომატოლოგიური დაავადებებისა და პათოლოგიების განვითარების გარდა, 3 წლამდე ასაკის ბავშვები ხშირად იზიანებენ კბილებს ტრავმებისა და დაცემის შედეგად, რადგან სწორედ ამ ასაკში იწყებს ბავშვი სიარულს და სამყაროს შეცნობას, პირველი ნაბიჯები კი ძალიან არამყარია.

დიაგნოსტიკა

ბავშვის კბილების ჯანმრთელობის შენარჩუნებაში გვეხმარება თანამედროვე დიაგნოსტიკა. სწორედ ამიტომ არის მნიშვნელოვანი პედიატრთან რეგულარული გეგმიური გასინჯვები.
ექიმი აფასებს ბავშვის ჯანმრთელობას, რამდენად შეესაბამება მისი განვითარების დონე ნორმას. პირველი სწორედ პედიატრი აქცევს ყურადღებას კბილებისა და ღრძილების დაავადებების ადრეულ სტადიებს და დროულად აგზავნის ბავშვს ბავშვთა სტომატოლოგთან.
ამ დროს სასურველია, რომ მშობლებმა ბავშვი სტომატოლოგთან ვიზიტზე მიიყვანონ პირველი კბილების ამოჭრის პერიოდში. რაც უფრო ხშირად მიიყვანთ ბავშვს სტომატოლოგთან პროფილაქტიკური დათვალიერების მიზნით, მით უფრო ნაკლებ სტრესს გამოიწვევენ ასეთი ვიზიტები
. გადასვლა >>> ,,სტომატოლოგია”; გადასვლა >>> ,,ბავშვი”

აღებულია dentalcafe.ge  –დან. მადლობას ვუხდით Dentalcafe.ge-ს  მთავარ რედაქტორს, ბატონ მათე ბინიაშვილს.