პირველი დღეები საბავშვო ბაღში

პირველი დღეები საბავშვო ბაღში

მშობლებთან, ოჯახურ გარემოში ყოფნას შეჩვეული ბავშვისთვის საბავშვო ბაღში წასვლა დიდ ემოციურ გარდატეხასთანაა დაკავშირებული.
პრაქტიკულად ყველა შემთხვევაში ბავშვები ტირიან, ჭირვეულობენ, ხდებიან აგრესიულები. იშვიათი გამონაკლისების გარდა ეს გარდაუვალი ეტაპია, რომელიც ბავშვმა ოჯახის წევრების სიყვარულითა და თანადგომით უნდა გადალახოს.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

მიუხედავად იმისა, რომ ბავშვი გამუდმებით ეძებს სიახლეს, ახალ თავგადასავალს, ის ბუნებით მაინც კონსერვატორია და მშობლიურ გარემოში ყოფნას არაფერი ურჩევნია.
ამიტომ მისთვის ძალიან რთულად შესაგუებელია, როდესაც მშობელს სხვა \”სახლში\”, სხვა \”დედასთან\” მიჰყავს, იქ მთელი დღის განმავლობაში ტოვებს, უწევს მიუჩვეველი საკვების მიღება და, რაც მთავარია, არ ჰყავს პერსონალური მომვლელი, რადგან აქაურობა სხვა ბავშვებითაა სავსე.

შედეგად შეიძლება გაღიზიანებული, აგრესიული, უხასიათო ბავშვი მივიღოთ, ამიტომ ბაღში წაყვანამდე ჩვეული გარემო უნდა შევუცვალოთ.
ეს სულ რამდენიმე დღეს წაიღებს, რადგან ბავშვი ადაპტაციას იოლად გადის. ამისთვის გაიგეთ, როგორი რეჟიმია თქვენ მიერ არჩეულ საბავშვო ბაღში და ეცადეთ, ბავშვის ძილისა და კვების დროები იქაურზე გადააწყოთ.
თუ ბავშვი განსაკუთრებით ემოციურია, მაშინ პირველი დღეების გატარება მასთან ერთად მოგიწევთ.
უცხო გარემოში, მაგრამ დედასთან (მამა, ბებო, ძიძა) ერთად თავს გაცილებით მშვიდად იგრძნობს, უფრო კომუნიკაბელური იქნება და მალე თანატოლებთან გართობას ისე შეეჩვევა, რომ იოლად შეგელევათ.

თუ მასთან ყოფნას ვერ ახერხებთ, მაშინ საყვარელი სათამაშო გაატანეთ, ასევე კარგია, თუ ბალიშს და საბანსაც მიიტანთ, რათა შუადღის ძილი მშვიდად გადაიტანოს.

კვება

აუცილებლად დაადგინეთ ბაღის მენიუ. თუ ბავშვს რამე პროდუქტზე ალერგია აქვს, აღმზრდელი კატეგორიულად გააფრთხილეთ, რომ ეს მხარე გააკონტროლოს.
საბავშვო ბაღში წაყვანამდე მოსამზადებელი პერიოდი იქაურ საკვებთან შესაგუებლადაც გამოიყენეთ.
ბაღის მზარეულს რეცეპტი სთხოვეთ და კერძი შინ მოამზადეთ. ნებისმიერ შემთხვევაში, ბავშვი არ იშიმშილებს, ადრე თუ გვიან უცხო საჭმელსაც შეეჩვევა, რაშიც სხვა ბავშვების მაგალითიც დაეხმარება.

საუბარი

საბავშვო ბაღში სიარულის პირველ დღეებში ბავშვთან ხშირად ისაუბრეთ. დაე, ყველა წვრილმანი მოგიყვეთ. ამით ორ საქმეს ერთდ გააკეთებთ: ბავშვი ბაღის ატმოსფეროსთან კავშირს შინაურ გარემოში ყოფნისასაც არ გაწყვეტს, თქვენ კი გაიგებთ, როგორ პირობებში უწევს ყოფნა, ხომ არ ჩაგრავენ სხვა ბავშვები ან აღმზრდელი როგორ ექცევა.
ეს უკანასკნელი სერიოზული საკითხია, რადგან ცუდ აღმზრდელს ბავშვისთვის ბაღის შეძულება შეუძლია.
სწორედ ამიტომ, როდესაც ბაღს ვარჩევთ, მთავარი აქცენტი არა შენობის დიზაინზე და კომფორტულ გარემოზე უნდა გავაკეთოთ, არამედ იქაურობის შესწავლა იმ ადამიანებით უნდა დავიწყოთ, ვისაც ჩვენს შვილს ვაბარებთ.

თუ შეატყობთ, რომ ბავშვს აღმზრდელი არ მოსწონთ, პირველ რიგში, ამის გამომწვევი მიზეზი გაარკვიეთ (ზოგჯერ ბავშვებს ფანტაზიორობა უყვართ და შემთხვევით უდანაშაულო აღმზრდელი არ აითვალწუნოთ). ასევე გაესაუბრეთ სხვა მშობლებსაც.
გაიგეთ, მათაც აქვთ თუ არა მსგავსი პრობლემა. საბოლოოდ კი საქმის გარკვევა აღმზრდელთან მოგიწევთ, რის შესახებაც დირექციასაც უნდა აცნობოთ.
ეს სუფრთა ეთიკის საკითხია – თქვენ შეიძლება ბავშვი სხვა ბაღში გადაიყვანოთ, მაგრამ აღმზრდელი აქ დარჩება და ახლა უკვე სხვა ბავშვებს მოექცევა ცუდად.
დირექცია კი სათანადო ზომებს მიიღებს, რადგან საკუთარი დაწესებულების პრესტიჟზე ყველა ზრუნავს.

პრობლემად შეიძლება სხვა ბავშვებიც იქცნენ

თქვენს შვილთან არ ითამაშონ, სათამაშოების გამო ეჩხუბონ, დასცინონ და სხვა. ამის შესახებ ინფრომაციას ასევე ბავშვთან გულახდილი საუბრებით მიიღებთ, შემდეგ კი მოქმედებაზე გადადით: დაამყარეთ კონტაქტი აგრესორი ბავშვის მშობლებთან, სთხოვეთ, თავიანთი შვილი დაარიგონ და თქვენსას შეარიგონ (არ დაგავიწყდეთ, რომ მშობლები ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის დიდ ავტორიტეტს წარმოადგენენ). შეგიძლიათ შინაც მიიპატიჟოთ ან მშობლების ნებართვით ტკბილეულით გაუმასპინლდეთ ანუ აგრძნობინოთ, რომ თქვენი შვილიც თქვენსავით დადებითი \”პერსონაჟია\” და რომ მასთან მეგობრობა უკეთესია, ვიდრე კოლექტივიდან გარიყვა.

დამატებითი რჩევები:

ტირილისა და ჭირვეულობის შემთხვევაში ბაღის კარამდე მიყვანილ ბავშვს უკან ნუ გამოაბრუნებთ.
ის მიხვდება, რომ თქვენი გულის აჩუყება ამ გზით შეუძლია, რასაც მეორე დღეს აუცილებლად გამოიყენებს. შედეგად კი საბავშვო ბაღის მიმართ კიდევ უფრო გულგრილად განწყობილ ბავშვს მიიღებთ.

ბაღში ყოველ დღე ატარეთ და არა დღე გამოშვებით ან კვირაში ორჯერ. დაე, გაითავისოს, რომ ამიერიდან ეს მისი ყოველდღიური ცხოვრებაა და არა პერიოდული გასართობი.
განშორებას ტრაგედიად ნუ აქცევთ.
ეს არის გზა, რომელიც ყველა მშობელმა გაიარა მხოლოდ და მხოლოდ ბავშვის კეთილდრეობისთვის.
აქ ხომ თქვენი პატარა ბევრ რამეს სწავლობს და სკოლისთვისაც ემზადება.
გარდა ამისა, საბავშვო ბაღი გარკვეულ თავისუფებას განიჭებთ და გაძლევთ საშუალებას დრო უფრო ნაყოფიერად გამოიყენოთ.

ბაღში დატოვებისას ბავშვის თვალწინ არავითარ შემთხვევაში არ იტიროთ, პირიქით, მხნედ და მხიარულად იყავით, რათა ბავშვი თავადვე დამშვიდდეს და დარწმუნდეს, რომ ამ ქვეყნად ყველაზე საყვარელი ადამიანი მშვიდ და საიმედო ადგილას ტოვებს. გადასვლა>>> ,,ბავშვი”

აღებულია:  http://skolebi.com/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%9D_%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/news/1378726724