✧,,ამაზონი” უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.
ბავშვის მოვლის ნივთები ,,ამაზონზე”
საბავშვო ჭურჭელი
ბავშვის სავარცხელები
ბავშვის მაკრატელი
ბავშვის წყლის თერმომეტრი
საბავშვო კრემები
საბავშვო ზეთები
საბავშვო ტალკი (პუდრი)
საბავშვო ლოსიონები
მზისაგან დამცავი საშუალებები ბავშვებისათვის
ბავშვის ფრჩხილების მოვლის საშუალებები
საბავშვო საპნები
საბავშვო შამპუნები
საბავშვო აბაზანის ქაფები
ბავშვის თმის კონდიციონერები
ბავშვის კბილის პასტები (გელები)
ბავშვის კბილის ჯაგრისები
პირველადი დახმარება ბავშვებში თვალის ტრავმების დროს
თვალში მცირე ზომის უცხო ნაწილაკების მოხვედრისას, თვალის დაცვითი მექანიზმის, ხამხამისა და ცრელმდენის მეშვეობით შესაძლებელია თავისით მოხდეს მისი მოცილება, თუმცა უფრო სერიოზული ტრავმის დროს არსებობს მხედველობის დაზიანების საფრთხე, ამიტომ ასეთ შემთხვევებში მეტი სიფრთხილეა საჭირო და დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს.
სრულყოფილი სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე კი აუცილებელია დაიცვათ დაზიანებული თვალი და გაითვალსიწინოთ შემდეგი
- მცირე ზომის უცხო სხეულის მოცილება შესაძლებელია სტერილური ბამბის ტამპონით, გადმოვაბრუნოთ ქვედა ქუთუთო და ფრთხილად მოვაცილოთ უცხო სხეული, თუმცა უცხო სხეული დიდი ზომისაა და რქოვანაშია შესობილი, ნუ ეცდებით მის ამოღებას, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს
- ნებისმიერი დაზიანების დაუშვებელია დროს თვალების სრესა
- თავი დაახრევინეთ პატარას, ისე, რომ დაზიანებული თვალი ქვევით იყურებოდეს, ამასთან დაიკავეთ ქუთუთოები გახსნილ მდგომარეობაში და წყლის ჭავლით ამობანეთ თვალი თვალის შიგნითა კუთხიდან გარეთა კუთხისაკენ, ეს მეთოდი გამოიყენეთ როგორც უცხო სხეულის, ისე ქიმიური ნივთიერების თვალში მოხვედრისას
- თუ თვალის დაზიანება მოხდა ბლაგვი საგნით, დაადეთ ცივი საფენები
- თვალის ღია ჭრილობის დროს, დააფარეთ თვალზე სტერილური საფენი და დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს
ნებისმიერი სახის თვალის დამწვრობის დროს (შესაძლებელია თვალის დამწვრობა განვითარდეს ქიმიური, თერმული ფაქტორების, ელექტროშედუღებისა და ლაზერით (დისკოთეკაზე) ზემოქმედების შედეგადაც კი) აუცილებელია თვალის ცივი წყლით ამობანა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან თვალის დამწვრობის შედეგად შესაძლოა შეუქცევადად განვითარდეს სიბრმავე. გადასვლა>>> ბავშვი; >>>ოფთალმოლოგია
- გაფრთხილება
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.