პირველადი დახმარება ბავშვებში თვალის ტრავმების დროს

პირველადი დახმარება ბავშვებში თვალის ტრავმების დროს

თვალში მცირე ზომის უცხო ნაწილაკების მოხვედრისას, თვალის დაცვითი მექანიზმის, ხამხამისა და ცრელმდენის მეშვეობით  შესაძლებელია თავისით მოხდეს მისი მოცილება, თუმცა უფრო სერიოზული ტრავმის დროს არსებობს მხედველობის დაზიანების საფრთხე, ამიტომ ასეთ შემთხვევებში მეტი სიფრთხილეა საჭირო და დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ოფთალმოლოგს.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

სრულყოფილი სამედიცინო დახმარების აღმოჩენამდე კი აუცილებელია დაიცვათ დაზიანებული თვალი და გაითვალსიწინოთ შემდეგი

  • მცირე ზომის  უცხო სხეულის მოცილება შესაძლებელია სტერილური  ბამბის ტამპონით, გადმოვაბრუნოთ ქვედა ქუთუთო და ფრთხილად მოვაცილოთ უცხო სხეული, თუმცა უცხო სხეული დიდი ზომისაა და რქოვანაშია შესობილი, ნუ ეცდებით მის ამოღებას, დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს
  • ნებისმიერი დაზიანების დაუშვებელია დროს თვალების სრესა
  • თავი დაახრევინეთ პატარას, ისე, რომ დაზიანებული თვალი ქვევით იყურებოდეს, ამასთან დაიკავეთ ქუთუთოები გახსნილ მდგომარეობაში და წყლის ჭავლით ამობანეთ თვალი თვალის შიგნითა კუთხიდან გარეთა კუთხისაკენ, ეს მეთოდი გამოიყენეთ როგორც უცხო სხეულის, ისე ქიმიური ნივთიერების თვალში მოხვედრისას
  • თუ თვალის დაზიანება მოხდა ბლაგვი საგნით, დაადეთ ცივი საფენები
  • თვალის ღია ჭრილობის დროს, დააფარეთ თვალზე სტერილური საფენი და დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს

ნებისმიერი სახის თვალის დამწვრობის დროს (შესაძლებელია თვალის დამწვრობა განვითარდეს ქიმიური, თერმული ფაქტორების, ელექტროშედუღებისა და ლაზერით (დისკოთეკაზე) ზემოქმედების შედეგადაც კი) აუცილებელია თვალის ცივი წყლით ამობანა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში. დაუყონებლივ უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან თვალის დამწვრობის შედეგად შესაძლოა შეუქცევადად განვითარდეს სიბრმავე. გადასვლა>>> ბავშვი; >>>ოფთალმოლოგია