როგორ დავაღწიოთ თავი ოფლის სუნს

ოფლის სუნის წარმოქმნის მიზეზები, როგორ დავაღწიოთ თავი ოფლის სუნს, ტანსაცმლიდან ოფლის სუნის მოშორება, ფეხსაცმლიდან ოფლის სუნის მოშორება>>>

ოფლის სუნი — მიზეზები

ხშირად პრეპარატები, რომლებსაც რეკლამა უკეთდებათ როგორც ოფლის სუნის საწინააღმდეგო საშუალებებს, სახელწოდებაშივე შეცდომას შეიცავენ. საქმე იმაშია, რომ თვითონ ოფლს სუნი არ აქვს, არამედ უსიამოვნო სუნის მიზეზი მიკროფაუნაა, ანუ ბაქტერიები და მათი ცხოველყოფელობის პროდუქტები. ამიტომ ოფლის სუნი იღლიებსა და სხეულის სხვა ნაწილებში სხვა არაფერია რაც თავის დროზე გახრწნილი ბაქტერიების არ ჩამობანვის შედეგი.

უსიამოვნო სუნი ვითარდება რამდენიმე შემთხვევაში:

    • ელემენტარული პირადი ჰიგიენის დაუცველობის შემთხვევაში. ბავშვობიდან ცნობილი აქსიომა, მასზედ რომ შხაპის მიღება სასურველია ნატურალური საპნით, დღეში ორჯერ, სამწუხაროდ ყოველთვის არ სრულდება.
    • ტანსაცმლის დროული გამოცვლა და გარეცხვა ოფლის სუნის მოშორების, ან შემცირების საშუალებას მაინც იძლევა.
    • ფიზიკური დატვირთვა და ჰაერის მაღალი ტემპერატურა. ჭარბი ოფლიანობა განსაკუთრებით გამოხატულია სპორტსმენებში, რადგანაც მათი კუნთები მუშაობს სრული დატვირთვით, სხეულის ტემპერატურა მატულობს და ორგანიზმი რთავს სითბოს გაცემის ბუნებრივ მექანიზმს – ოფლის გამოყოფა.
    • ზაფხულში ბევრს სდის ოფლი, არ ძალუძთ გარემო სიცხის შეწინააღმდეგება. უნდა ეცადოთ თავი აარიდოთ გადახურებას, მეტი დრო გაატაროთ ჩრდილში და გაანიავოთ საცხოვრებელი.
    • საკვებში მწვავე და შენელებული პროდუქტების გამოყენება. ასეთი საკვების მიღების შემდეგ, განსაკუთრებით ნიორის, ტანსცმელზე და სხეულზე ძალზედ ინტენსიური ოფლის სუნი ვითარდება.
    • ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს მოხმარება. გულისცემის აჩქარება და სისხლძარღვთა ცვლილებები იწვევს ბაქტერიების გახრწნის გაცილებით გამოხატულ და მძაფრ სუნს.
    • მემკვიდრეობითი ან შეძენილი ჰიპეჰიდროზი ასევე თირკმლების დაავადებები, გულის უკმარისობა და სხვა ოფლიანობის გამომწვევი დაავადებები.

როგორ მოვაშოროთ ოფლის სუნი ტანსაცმელს

ჰიგიენის ყველა წესის დაცვის მიუხედავად, ზოგჯერ ოფლის აუტანელი სუნი ბავშვებისა და დიდების ტანსაცმელში საკმაოდ იჟღინთება. ოფლის სუნის გამოსაყვანად, გამოიყენეთ ერთ ერთი მოცემული საშუალება:

    • თუ ოფლის სუნი ძალიან მძაფრად არაა გამოხატული, მაშინ შეიძლება სუფთა წყალში დავუმატოთ ძმარი და სამოსი გავავლოთ, შემდეგ კი გავფინოთ გასანიავებლად.
    • სცადეთ მარტივი, ხალხური საშუალებები, მაგალითად, მარილი. ეს ოფლის სუნის საწინააღმდეგო ეფექტური საშუალება ხშირად შველის, თუ სამოსს წავუსმავთ და 15 წუთი ჩავალბობთ.
    • თუ ოფლიანობა იწვევს ძალიან მდგრად და ძლიერ სუნს, მაშინ მისი მოშორების კარგი საშუალებაა, ხელით ან მანქანით ხარისხიანი გარეცხვა, სურნელოვანი სავლები სითხის გამოყენება.
    • ტანსაცმლიდან სუნის მოშორების ყველაზე მარტივი მეთოდია — უბრალოდ არ მივიყვანოთ ტანსაცმელი იმ მდგომარეობამდე, რომ სუნი აუვიდეს. ტანსაცმელი ხშირად გარეცხეთ, გაანიავეთ და ჩაიცვით სეზონის მიხედვით და სასურველია ნატურალური ქსოვილების სამოსი.

როგორ მოვაშოროთ ოფლის სუნი ფეხსაცმელს

ზოგიერთ ადამიანს სტუმრად ფეხსაცმლის გახდაც კი სრცხვენია, როცა ფეხზე უსიამოვნო სუნი, აუტანელი და მოუცილებელი ხდება. ზოგჯერ, ფეხსაცმლიდან ოფლის სუნი, შემოსასვლელიდან სხვა ოთახებშიც კი იგრძნობა, ამიტომ ყურადღება უნდა მივაქციოთ საკუთარ ფეხსაცმელს და ვიზრუნოთ იმაზე, რომ უსიამოვნო სუნი სამუდამოდ მოვაშოროთ.

    • რეგულარულად და საგულდაგულოდ რეცხეთ ფეხსაცმელი, გამოიყენეთ ნატურალური ჩასაფენები. ნატურალური ჩასაფენები, როგორც წესი, ბამბის ან ტყავისაა. ასევე პოპულარულია ჩასაფენები აქტივირებული ნახშირით, რომელიც შთანთქავს უსიამოვნო სუნებს.
    • სპეცილური დეზოდორანტი ფეხებისთვის — ასევე საკმაოდ ეფექტური საშუალებაა, თუ მას სუფთა დაბანილ, მშრალ ფეხებზე წაისვამთ, წინდების ყოველდღიური გამოცვლა და ფეხსაცმლის მდგომარობაზე ყურადღების მიქცევა.
    • სუნების მოსაშორებლად ფეხსაცმლის შიგნითა ზედაპირი წყალბადის ზეჟანგით ან ნიშადურის სპირტით გაწმინდეთ.
    • ასევე საჭიროა წინდების რეგულარულად გამოცვლა, უმჯობესია დღეში ერთხელ, მაგრამ თუ ძალიან ცხელა, უკეთესია ჩაიცვათ ტყავის სანდალები წინდების გარეშე.
    • ტყავისშემცვლელისგან შეკერილი ფეხსაცმელი ფეხის ოფლიანობის პროვოცირებას იწვევს, ამას გარდა საჭიროა ფეხსაცმელი სეზონის მიხედვით შეარჩიოთ და ზაფხულში ძალიან მოდურიც რომ იყოს არ ჩაიცვათ ბოტასები, ტუფლები, არამედ ჩაიცვით მაკასინები, ან სანდალები.
    • შეიძლება ფეხსაცმლის საშრობ-დეზოდორანტის გამოყენება, რომელიც შთანთქავს ნესტს და ფეხსაცმელს არამარტო სუნს აშორებს, არამედ გააჩნია ანტიბაქტერიული ეფექტიც, კლავს სოკოს სპორებს.

როგორ დავაღწიოთ თავი ოფლის სუნს

იმისათვის რომ, აუტანელ სუნმა სამუდამოდ დატოვოს თქვენი გარდერობი, ყურადღება მიაქციეთ საკუთარ თავსა და საკუთარ ტანსაცმელს:

    • თუ რომელიმე სამოსი ან ფეხსაცმელი, უიმედოდ გაფუჭებულია ოფლის ლაქებით ან უბრალოდ მოუშორებელი სუნით, მაშინ უმჯობესია ისინი გადაყაროთ ან ცალკე შეინახოთ, მათგან ხომ შეიძლება სხვა სრულიად ახალი სამოსიც დაზიანდეს, რადგანაც ზოგიერთი ქსოვილი კარგად იწოვს, შთანთქავს სუნებს.
    • ნებისმიერ შემთხვევაში, კარადაში სუფთა და დაუთოვებული სამოსი ჩამოკიდეთ, ხოლო თეთრეულის განყოფილებაში შეიძლება არომატიზირებული საპნის შენახვა.
    • სასურველია ნატურალური ქსოვილების სამოსი ჩაიცვათ, არ ჩაიცვათ ზედმეტად თბილად, რათა არ მოხდეს სხეულის გადახურება.
    • ამას გარდა, არსებობს სპეციალური საშე მშრალი არომატიზატორებით, რომლებიც საშუალებას იძლევა ტანსაცმელს მუდამ სასიამოვნო სუნი ასდიოდეს.
    • გარდერობის საგულდაგულოდ განიავება, მინიმუმ კვირაში ერთხელ, ოფლის სუნის ერთხელ და სამუდამოდ მოშორებაში დაგეხმარებათ.
    • ოფლისაგან ზიანდება ქსოვილები, მაგალითად, თუ საყელოები გაჟღენთილია ოფლით, საჭირო ხდება ხშირად რეცხვა. ამიტომ ტანსაცმლის გაფუჭებისგან თავის არიდებაში დაგეხმარებათ საშუალებები, რომლებიც ამცირებენ ოფლის გამოყოფას, განსაკუთრებით კი ჭარბი ოფლიანობის დროს — ჰიპეჰიდროზი.

თუ თქვენ ჯერ კიდევ არ იცით როგორ დააღწიოთ თავი ოფლიანობას, ჰიპეჰიდროზის მკურნალობამდე, მოგიწევთ სპეციალური ანტიპერსპირანტების გამოყენება. ხშირად დეზოდორანტი და ანტიპერსპირანტი ერევათ ერთმანეთში ან აერთიანებენ ერთ ცნებაში. სინამდვილეში, ანტიპერსპირანტი უშუალოდ ოფლის გამოყოფას უშლის ხელს, ხოლო დეზოდორანტი მხოლოდ სუნის გამოვლინებას ხსნის, არომატიზირებული სურნელით ახშობს ოფლის სუნს. ანტიპერსპირანტები და დეზოდორანტები გამოიყენება სუფთა და მშრალ კანზე, მოარიდეთ გაპარსვის შემდგომ მიდამოებს რათა არ მოხდეს კანის გაღიზიანება.

საიტის ნებართვით აღებულია http://www.maximdeo.ru/pot –დან .

_____________________________________________

გადასვლა >>>> ოფლიანობა

..