მივმართავ რეგიონებში მცხოვრებ მშობლებს

ვცხოვრობ თიანეთში, მყავს ერთი შვილი, დაუნის სინდრომით დაბადებული – 7 წლის  ნინო უშიკიშვილი. რეგიონებში არ არის არანაირი ინფორმაცია შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებზე, შესაბამისად, რაიონებში ირღვევა მათი უფლებები. არ აქცევენ საჭირო და სათანადო ყურადღებას ეტლიან ბავშვებს, მათ ტოვებენ ბაღებში, არ დაყავთ  ღონისძიებებზე  დასასწრებად.

 ჩემს შვილსაც ჰქონდა ანალოგიური პრობლემები, არ  გამოჰყავდათ სცენაზე ჯგუფელებთან ერთად. ვაპროტესტებთ, მაგრამ გაკვირვების მეტს ვერაფერს ვიღებთ. ნინო 2 წლის იყო, როცა მამიდამისმა მისი ინვალიდების სკოლაში შეყვანა შემომთავაზა.

მოვუწოდებ ქალაქებსა და რეგიონებში მცხოვრებ მშობლებს, არ დატოვონ თავიანთი შვილების თუნდაც ძალიან პატარა ნიუანსი რეაგირების გარეშე. ყველამ მოვთხოვოთ  სახელმწიფოს და კერძო პირებს აღნიშნული პრობლემების მქონე ბავშვების დაცვა და პატივისცემა.

მარიამ ბურდული

აღებულია: http://gadzlierdidashecvale.wordpress.com/2014/06/07/მივმართავ-რეგიონებში-მცხ/

________________________________

გადასვლა >>> ,,შეზღუდული შესაძლებლობების პირთა პრობლემები”

..