მეორადი ჰიპერჰიდროზის მიზეზები

მეორადი ჰიპერჰიდროზის მიზეზები

მეორადი ჰიპერჰიდროზის დროს ჭარბი ოფლდენა სხვა დაავადების შედეგს წარმოადგენს. ძირითადი დაავადების განკურნების შემთხვევაში ოფლიანობაც ქრება.

მეორადი ჰიპერჰიდროზის მიზეზებიდან უნდა აღინიშნოს:

  1. ენდოკრინული დაავადებები და მდგომარეობები: ფარისები ჯირკვლის ფუნქციიის მომატება (ჰიპერთირეოზი), ფეოქრომოციტომა, შაქრიანი დიაბეტი, აკრომეგალია, კლიმაქსი და სხვ.
  2. ნერვული სისტემის და ფსიქოემოციური სფეროს პათოლოგია: ვეგეტო-სისხლძარღვოვანი დისტონია, პანიკური შეტევები, ფობიური დარღვევები, პარკინსონიზმი, პოლინეიროპათია, ინსულტი და სხვ.
  3. ინფექციური დაავადებები: ტუბერკულოზი, მალარია, ბრუცელოზი,, ჰელმინთოზი, სეფსისი, შიდსი და სხვ;
  4. გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: გულის იშემიური დაავადება, ჰიპერტონული დაავადება და სხვ.;
  5. თირკმელების დაავადება;
  6. ავთვისებიანი სიმსივნეები;
  7. გენეტიკური დაავადებები;
  8. ასევე ალკოჰოლიზმი, ნარკოტიული საშუალებების მოქმედება, სოკოთი და ფოსფორორგანული ნივთიერებებით მოწამვლა.

ეს სია სრულყოფილი არ არის.

როგორ წესი, მეორადი ჰიპოერჰიდროზის დროს ოფლიანდება მთელი სხეული, რაც არ არის დამოკიდებული დღე-ღამის დროზე, დაკავშირებულია ძირითადი დაავადების აქტივობასთან. გამოჯანმრთელების კვალად ოფლიანობის ინტენსივობა მცირდება.

წყარო: www.medportal.ge

____________________________________

გადასვლა >>>> ,,ოფლიანობა”

..