ჰიპერჰიდროზის დიაგნოსტიკა

ჰიპერჰიდროზის დიაგნოსტიკა

ჰიპერჰიდროზის მიზეზის დასადგენად უნდა ჩატარდეს სტანდარტული გამოკვლევა. იგი მოიცავს დიაგნოსტიკის ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ მეთოდებს. შეიძლება საჭირო გახდეს რიგი სპეციალისტების (ენდოკრინოლოგის, ნევროლოგის, ინფექციონისტის, გინეკოლოგის, ონკოლოგის და სხვ.) კონსულტაციაც.

ჰიპერჰიდროზის შესაფასებლად მოწოდებულია მრავალი მეთოდიკა. მათ უმრავლესობას არა აქვს პრაქტიკული მნიშვნელობა დიაგნოსტიკისათვის და ძირითადად გამოიყენება სამეცნიერო მიზნებისათვის, ასევე გამოიყენება ქირურგიული ოპერაციების მოსამზადებელ ეტაპზე და ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობის შესაფასებლად.

ყველა ეს მეთოდი შეიძლება დაყვანილი იქნას დროის განსაზღვრულ ინტერვალში სხეულის მასის კლებისა და სპეცილურ საკნებში ოფლის აბსორბციის განსაზღვრამდე. ამ მიზნით გამოიყენება:

  • ელექტრომეტრიული მეთოდები, რომლებიც ეფუძნება ოფლდენის პროცესში კანის წინააღმდეგობის ცვლილებას;
  • ასევე სხვადასხვა ნივთიერების უნარი, შეიცვალოს ფერი ოფლთან შეხებისას, რაც შესაძლებელს ხდის ჰიპერჰიდროზის ზონების განლაგების ხარისხობრივ განსაზღვრას;

პროვოკაციული ტესტები, რომლის დროსაც სხვადასხვა ნივთიერების შეყვანის ფონზე ხდება ოფლის გამოყოფის სტიმულირება ან დათრგუნვა.

წყარო: www.medportal.ge

____________________________________

გადასვლა >>>> ,,ოფლიანობა”

..