კიბოს მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების ანალიზი

კიბოს მკურნალობის ალტერნატიული მეთოდების ანალიზი

კიბოს ალტერნატიული მკურნალობა – არის კრებითი სახელი ალტერნატიული მედიცინის სხვადასხვა მეთოდებისა, რომლებიც მიმართულია ავთვისებიანი სიმსივნეების სამკურნალოდ. ამ კატეგორიას მიეკუთვნება აგრეთვე კომპლემენტარული მედიცინის მეთოდები, რომლებიც პაციენტებისათვის უსაფრთხოდ მიიჩნევა.

ერთ-ერთ მიზეზად, რის გამოც პაციენტები მიმართავენ მკურნალობის ალტერნატიულ მეთოდებს, არის აღიარებული კომპლექსური მკურნალობის მაღალი ღირებულება.

განვითარებულ ქვეყნებში თანამედროვე კლასიკური მედიცინა ძირითადად უარყოფიდად არის განწყობილი ალტერნატიულ მედიცინასთან, რადგან  მიიჩნევა, რომ სწორი და დროული მკურნალობის  შეჩერება იწვევს დაავადების პროგრესირებას, მის გენერალიზაციას, რომელიც შემდგომ რთულად ექვემდებარება მკურნალობას.

ალტერნატიული მედიცინის მეთოდები ძალზე მრავალრიცხოვანია.

პაციენტებმა შეიძლება “იმკურნალონ”:

1. ფიტოთერაპიით ანუ მცენარეებით მკურნალობა – გრავიოლა
….საქართველოში განსაკუთრებით პოპულარულია ქრისტესისხლა და უცხოური ….მცენარე გრავიოლა.
…….გრავიოლას შესახებ  იხ. სპეციალური საიტი >>>
…….კიბოს მკურნალობის ფიტომეთოდებზე იხილეთ აგრეთვე ძალიან მდიდარი
 ……რუსულენოვანი მასალა   >>>

2. “სამკურნალო შიმშილობით”
3. ბროუსის მეთოდით
4. ამინომჟავებით
5. “უკრაინომით”
6. ზვიგენის ხტილით
7. “მერკურილომით”
8. ნოვოკაინის ბლოკადებით – რომანოვსკის მეთოდით
9. ჰიპერთერმიით
10. ზეითუნისა და მცენარეული ზეთებით – როგორც პროფილაქტიკური კიბოს საწინააღმდეგო საკვებითი დანამატებით
11. ლაეტროლომით (ამიგდალინომით) – ე.წ. ვიტამინ B17-ით და კიბოს საწინააღმდეგო საშუალებით
12. ბაქტერიებით – მისი ზოგოერთი სახეობა, მაგ. Streptococcus pyogenes. პრეპარატებით: ვილიამ კოლის ვაქცინა, პიციბალინ. სტრეპტობლისტოლიზინი, პიროტატი.

მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში ძალზე გავრცელებულია კიბოს მკურნალობის ალტერნატიული, ხალხური მეთოდები, ონკოლოგები ცდილობენ არ შევიდნენ პოლემიკაში აღნიშნული მეთოდების მიმდევრებთან, ვინაიდან ისინი თვლიან და არცთუ უსაფუძვლოდ, რომ პროფესიონალ-ონკოლოგებთან მიმართვიანობის დაყოვნებას  მოსდევს მკურნალობის დაგვიანება და პაციენტების გამოჯანმრთელების შანსის შემცირება.

წყარო : https://ru.wikipedia.org/wiki/

..

__________________________________

გადასვლა >>>  ,,ალტერნატიული მკურნალობა”

..