სუფრის ღვინოების ტექნოლოგიაში გოგირდოვანი ანჰიდრიდის შემცვლელი ბუნებრივი ანტისეპტიკის გამოყენების მეცნიერული საფუძვლები

თურმანიძის მალამო

სუფრის ღვინოების ტექნოლოგიაში გოგირდოვანი ანჰიდრიდის შემცვლელი ბუნებრივი ანტისეპტიკის გამოყენების მეცნიერული საფუძვლები

წყარო:

პროექტის რეზიუმე

ღვინის ხარისხის შეფასებისათვის უდიდესი როლი ენიჭება ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს. მათი დაჟანგვა და მიკრობიოლოგიური პროცესების განვითარება ღვინის ხარისხს აუარესებს. ამ პროცესების შეფერხებისათვის მეღვინეობაში გამოიყენება გოგირდოვანი ანჰიდრიდი, როგორც უნივერსალური ანტისეპტიკი. მას მაღალი ტოქსიკური გავლენა აქვს ადამიანის ორგანიზმზე, განსაკუთრებით ასთმითა და ალერგიით დაავადებულებზე (ზოგჯერ ფატალური).
გოგირდოვანი ანჰიდრიდის რაოდენობის შემცირება ან ჩანაცვლება უსაფრთხო ანტისეპტიკით ენოლოგიური კვლევის ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა.
პროექტის მიზანია ღვინის დამზადების ბიოტექნოლოგიურ პროცესებში გოგირდოვანი ანჰიდრიდის ნაცვლად ბუნებრივი ანტისეპტიკის-ნანოტექნოლოგიის პროდუქტის-კოლოიდური ვერცხლის გამოყენების მეცნიერული საფუძვლების გამოკვლევა.
მრავალრიცხოვანი მეცნიერული გამოკვლევებით დადგენილია,რომ კოლოიდურ ვერცხლს აქვს ანტიბაქტერიული მოქმედების ფართო სპექტრი და იმუნომოდულიატორული მოქმედება. აღნიშნული თვისებების გამო იგი ფართოდ გამოიყენება განვითარებულ ქვეყნებში, როგორც ბიოაქტიური კვებითი დანამატი.
პირველად ჩვენს მიერ იქნება გამოყენებული თეთრი და წითელი ღვინოების დამზადების ტექნოლოგიურ პროცესებში გოგირდოვანი ანჰიდრიდის შეცვლისათვის ბუნებრივი ანტისეპტიკი-კოლოიდური ვერცხლი. შესწავლილი იქნება კოლოიდური ვერცხლის სხვადასხვა დოზის გამოყენების გავლენა ღვინის ძირითად კონდიციურ და ორგანოლეპტიკურ მაჩვენებლებზე. ორგანულ მჟავებზე, პოლიფენოლებზე, მქროლავ არომატულ კომპონენტებზე, შეფერვის მახასიათებლებზე, მეტალების შემცველიბაზე, ყურძნის ტკბილისა და ღვინის მიკროფლორაზე, დამჟანგველი ფერმენტების აქტიობაზე.კვლევის მასალების ანალიზის საფუძველზე გამოირკვევა კოლოიდური ვერცხლის გამოყენების ეფექტურობა; დადგინდება მისი გამოყენების ოპტიმალური დოზები სუფრის მშრალი ღვინომასალების დამზადებისა და შენახვის პროცესში.
პოლიფენოლების და ორგანული მჟავების რაოდენობის გამოკვლევა ჩატარდება მაღალეფექტური სითხური გრომატოგრაფიის მეთოდით, აპარატზე “Varian” Pro Star; მეტალების-ატომურ ადსორბციულ სპექტროფოტომეტრზე “Parkin Elmer”, მქროლავი არომატული კომპონენტების-გაზური ქრომატოგრაფიის აპარატზე “Clarus 500”. მიკრობიოლოგიური გამოკვლევებისათვის გამოყენებული იქნება ლამინირებული ბოქსი Airclean systems Model # AC 6321 FUVC Serial # AC 6321; კოლონიების სათვლელი Colony Counter Cat # SC6 Serial R000102271,FOKUS-Pathological Microscope და სხვ.
კვლევის მეთოდიკა შეესაბამება პროექტის მიზნისა და ამოცანების განხორციელებას. გამოყენებული კვლევის თანამედროვე მეთოდები და აპარატურა საშუალებას იძლევა ზუსტად განისაზღვროს და დადგინდეს კოლოიდური ვერცხლის სხვადასხვა დოზისა და გოგირდოვანი ანჰიდრიდის გამოყენებით გამოწვეული მიკრობიოლოგიური და ენოქიმიური ცვლილებები.
კვლევის მოსალოდნელი შედეგები იქნება კოლოიდური ვერცხლის გამოყენების ოპტიმალური დოზების დადგენა:თეთრი მშრალი ღვინოების დამზადებისათვის ყურძნის ტკბილის დაწმენდის პროცესის ჩასატარებლად;წითელი ღვინოებისდამზადების პროცესში ალკოჰოლური დუღილის წინ დურდოს დამუშავებისათვის;სუფრის მშრალი (თეთრი და წითელი)ღვინოების პირველი, მეორე და მესამე გადაღებების ჩატარებისას ღვინომასალების დამუშავებისათვის; ღვინომასალების შენახვისათვის;სუფრის ღვინოებში ვაშლ-რძემჟავა დუღილის პროცესის რეგულირებისათვის.
კოლოიდური ვერცხლის გამოყენებით თავიდან იქნება აცილებული ღვინოში SO2-ის ტოქსიკური გავლენა მომხმარებელზე და შენარჩუნებული იქნება მისი ხარისხი. იგი იქნება ერთადერთი ანტისეპტიკი საკონიაკე ღვინომასალების დამსადება-შენახვის პროცესში (სადაც SO2 -ის გამოყენება მიუღებელია); დაიცავს მათ მქროლავი მჟავების ჟარბი რაოდენობით წარმოქმნისაგან; აგრეთვე ვაშლ-რძემჟავა დუღილისაგან. ეს კი მომავალში,ამ ღვინომასალების გამოხდისას უზრუნველყოფს საკონიაკე სპირტების მაღალ ხარისხს.კოლოიდური ვერცხლის გამოყენება მეღვინეს საშუალებას მისცემს ცქრიალა ღვინოების დამზადების პროცესში დაბალმჟავიან ღვინომასალებში შეაჩეროს ვაშლ-რძემჟავა დუღილი და ღვინომასალების მეორადი დუღილის ჩატარებისას,ტიტრული მჟავიანობის რეგულირებისათვის, აღარ გამოიყენოს ლიმონმჟავის დამატება.
კოლოიდური ვერცხლის გამოყენება ტოქსიკური SO2-ის შეცვლასთან ერთად, ღვინოს შესძენს ზოგადგამაჯანსაღებელ და მრავალრიცხოვან დაავადებათა პრევენციის უნარს,რითაც მიანიჭებს მას “ფუნქციონალური” პროდუქტისათვის დამახასიათებელ დამატებით (კომერციულ) ღირებულებას.
ვიმედოვნებთ, რომ პროექტის კვლევის შედეგებს დიდი მნიშვნელობა ექნება კვების მრეწველობაში ნანოტექნოლოგიების გამოყენებისათვის სასარგებლო ცოდნის დაგროვებისა და პროგრესის თვალსაზრისით.
ჩვენს რესპუბლიკაში პროექტის შედეგების პოტენციური მომხმარებლები იქნებიან ღვინის პროდუქციის დამამზადებელი მეწარმეები.

პროექტის რეზიუმე

პროექტის შიფრი FR/701/10-160/11
პროექტის დასახელება სუფრის ღვინოების ტექნოლოგიაში გოგირდოვანი ანჰიდრიდის შემცვლელი ბუნებრივი ანტისეპტიკის გამოყენების მეცნიერული საფუძვლები
კვლევის ქვემიმართულება/ქვემიმართულებები 10-160 აგრობიოტექნოლოგია;
წამყვანი ორგანიზაციის დასახელება ა(ა)იპ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
ვებგვერდი agruni.edu.ge
თანამონაწილე ორგანიზაციის დასახელება
ვებგვერდი
პროექტის საერთო ბიუჯეტი (ლარი) 49830
პროექტის ხანგრძლივობა (თვეები) 12

 პროექტის ძირითადი შემსრულებლები

პროექტში მონაწილე ძირითადი პერსონალი (სახელი, გვარი)

პოზიცია პროექტში

აკად. ხარისხი

დაბადების თარიღი

1

ნანა ებელაშვილი

სამეცნიერო ხელმძღვანელი

დოქტორი

1941-06-08

2

შალვა შათირიშვილი

უფროსი მეცნიერ თანამშრომელი

დოქტორი

1970-07-23

3

ლიანა შუბლაძე

მეცნიერ თანამშრომელი

დოქტორი

1946-02-03

4

ნინო ჩხარტიშვილი

უფროსი მეცნიერ თანამშრომელი

დოქტორი

1974-06-28

5

ელენე სალია

უფროსი მეცნიერ თანამშრომელი

დოქტორი

1957-12-27

6

ნოდარ ბიბილური

მეცნიერ თანამშრომელი

დოქტორი

1938-07-15

7

ანიკო ასაშვილი

უფროსი ლაბორანტი

დოქტორანტი

1987-11-27

8

თეა ხოსიტაშვილი

უფროსი ლაბორანტი

მაგისტრი

1987-12-24

..

წყარო:

_______________________________________

გადასვლა >>> ,,კოლოიდური ვერცხლი”

..

 

Share this...Share on Facebook
Facebook