სენბერნარი

პოსტის ადმინი არჩილ შენგელია

სენბერნარი შვეიცარიის ნაციონალური ძაღლია, იქ კი ის რომიდან მოხვდა. პირველი ცნობები მათ შესახებ მე-17 საუკუნეში გვხვდება. 1660-იან წლებში ამ ჯიშის ძაღლები ალპებში, წმინდა ბერნარდის მონასტერში ჰყავდათ, რომელიც თავშესაფარს წარმოადგენდა იმ ადამიანებისთვის, ვისაც ამ საშიში გზის გავლა უწევდა.

თავდაპირველად მათი დანიშნულება ორთვალა ურიკების ტარება და მოდარაჯეობა იყო, თუმცა ბერებმა მალევე აღმოაჩინეს, რომ ეს დიდი ძაღლები ადვილად ახერხებდნენ დიდთოვლობაში გზის გაკვალვას. ამის შემდეგ მათ ახალი მოვალეობა გამოუჩნდათ: სენბერნარები ყნოსვით პოულობდნენ თოვლში დაკარგულ ადამიანებს, ულოკავდნენ მათ სახეს და წვებოდნენ მათ გვერდით რომ გაეთბოთ და გონებაზე მოეყვანათ, შემდეგ კი უჩვენებდნენ გზას თავშესაფრისკენ. როგორც წესი ისინი ყელზე ჩამოკიდებულ პატარა, ბრენდით სავსე კასრს ატარებდნენ, რომელიც გადარჩენილ ადამიანს უნდა დაელია გასათბობად.

სენბერნარებმა 3 საუკუნის მანძილზე 2000-ზე მეტი ადამიანი გადაარჩინეს. 1800წელს დაავადებების, ცუდ პირობებში ცხოვრებისა და გენეტიკური დარღვევების (ალპებში ძაღლები ახლო-ნათესაურ კავშირებს ამყარებდნენ) გამო მათ გადაშენების საფრთხე დაემუქრათ. გადარჩენილი ძაღლები ნიუფაუნდლენდებთან შეაჯვარეს და შედეგად გრძელბეწვიანი სენბერნარი მიიღეს.1900-იან წლებში სენბერნარმა პოპულარულობის პიკს მიაღწია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს სტატისტიკა კლებულობს, ის მაინც რჩება მოთხოვნადი ჯიშების სიაში.
დღეს სენბერნარები კომპანიონი ძაღლები არიან.

ხასიათი

მიუხედავად თავისი გაბარიტებისა, სენბერნარი ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული და მეგობრული ძაღლია. ამ თვისებების გამო მას კარგად გამოსდის ბავშვებთან (და საერთოდ ყველასთან) ურთიერთობა და ნებისმიერი ოჯახის იდეალური წევრი გახდება თუ მას საკმარისი ადგილით, საჭმლითა და ფიზიკური დატვირთვით უზრუნველყოფთ. გასაწვრთნელად ადვილია, ცდილობს პატრონს ასიამოვნოს.

მონაცემები

სიმაღლე – ხვადი – 70 ძუ – 63
წონა – 54-90
სიცოცხლის ხანგრძლივობა – 8-10 წელი
ბეწვი – სჭირდება დავარცხნა კვირაში ერთხელ.

ხშირი ბეწვის გამო უჭირს ცხელ კლიმატთან შეგუება.

ჯანმრთელობის პრობლემები: ხშირად აწუხებთ ფეხების დისპლაზია, თვალების პრობლემები, კუჭის პრობლემები, ზოგ შემთხვევაში – გულის პრობლემები, დიაბეტი, ოსტეოსარკომა, დერმატიტი, ეპილეფსია.

წყარო: https://dogsguide.wordpress.com/2012/06/26/100/

____________________________________________

გადასვლა >>>> შეზღუდული შესაძლებლობების პირთა დახმარების ინოვაციური საშუალებები

..