როგორ შევინარჩუნოთ დიდხანს ნამზეური

♦ როგორ უნდა მოვიქცეთ, რომ ცხელ ზაფხულთან ერთად ნამზეურიც არ წავიდეს?

ნარუჯის შენარჩუნების ხანგრძლივობა ინდივიდუალურ თავისებურებებზეა დამოკიდებული. მაგრამ მნიშვნელობა იმასაც აქვს, სად მიიღეთ: თუ ცხელ და მცხუნვარე მზეზე მოთმინებით იწექით, არ გაგიკვირდეთ, თუ ფერი თანდათან გაფერმკრთალდება და ძველებურ სისავსეს დაკარგავს. სხვა საქმეა, თუ საკუთარ აგარაკზე დიდი ხნის მანძილზე იღებდით მზის აბაზანებს. ეს ძალიან მარტივად აიხსნება: უჩვეულოდ მცხუნვარე მზე თითქოს აიძულებს კანს “დაიბრაწოს” და ჩვეულ კლიმატთან დაბრუნებისას, კანი ცდილობს, რაც შეიძლება მალე აღდგეს, აახლებს უჯრედებს და “დამწვარს” აცილებს. აი, ამიტომ ქრება ის უფრო მალე.

ნამზეურითურმანიძის მალამო დამწვრობისათვის
ექიმი ნონი თურმანიძე გვირჩევს: ”მზის აბაზანების მიღების შემდეგ, პროფილაქტიკისათვის თხლად წავისვათ ”თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის”.
”თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის” საუკუნეებით გამოცდილი, ბუნებრივი ინგრედიენტების შემცველი საშუალებაა”.
ექიმი  ნონი თურმანიძე ბრძანებს, ციტატის დასაწყისი: ,,თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის” საგრძნობლად ამცირებს გარუჯვითა და მზის დამწვრობით გამოწვეულ დისკომფორტს.  მალამოს თითოეული ბუნებრივი ინგრედიენტი აგრეთვე სასარგებლოა კანის მოვლისათვის და ხელს უწყობს სასურველი კოსმეტიკური ეფექტის მიღებას. ”თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის” მრავალი საუკუნეა გამოიყენება და არ გამოვლენილა  გვერდითი მოვლენები და ალერგიული  რეაქციები. ,,თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის” არაა რუჯის (ზაგარის) მისაღები საშუალება, მაგრამ რუჯის მიღების პირველივე დღეებში, სასურველია, მზის აბაზანების შემდგომ იგი პროფილაქტიკისათვის თხლად წაისვათ. მსუბუქი დამწვრობის შემთხვევაში კი, იმკურნალოთ ამ პრეპარატით”  – ციტატის დასასრული. თუკი შვებულების გატარება გადაწყვიტეთ ზღვაზე, და ცხადია, გარუჯვასაც აპირებთ, ტურისტულ აფთიაქში არ დაგავიწყდეთ ,,თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის“.


ხოლო, თუ პლაჟზე გასვლისას ყოველთვის გქონდათ ქოლგა და სხივებს მის ჩრდილში იღებდით, დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, კანის სამხრეთული ელფერი დიდხანს გაგყვებათ. საქმე ისაა, რომ ჩრდილში ნამზეური კანს არ ვნებს. უბრალოდ, შედეგის მისაღებად გაცილებით მეტი დროა საჭირო. მოკლედ, არჩევანი თქვენზეა!

♦ ვზრუნავთ კანზე
მზისგან დამცავ საცხებს სხივების მავნე ზემოქმედებისგან სრულად დაცვა არ შეუძლია. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ასეთ საშუალებებზე საერთოდ უნდა ვთქვათ უარი. ნამზეურამდე და ნამზეურის შემდეგ საგანგებო კოსმეტიკა აუცილებელია და უნდა გამოიყენოთ.

წინამდებარე გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან” ნივთები, რომლებიც დაგჭირდებათ ზღვაზე დასვენებისას. დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის ქვეგანყოფილებაში მიმდინარე ფასდაკლებებით.  ♦ შეგახსენებთ: როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”

როცა თქვენსას მიაღწიეთ და კანმა შოკოლადის ფერი მიიღო, გარუჯული კანის სიჯანსაღეზე ზრუნვის დროა. როგორც ცნობილია, კანი ამ დროს ძალიან გამომშრალია და დასაწყისისთვის სწორედ ამ უწყლობის მოგვარებაა საჭირო. აუცილებელია, ინტენსიური დატენიანება, ამიტომ სახესა და სხეულზე დაბანის შემდეგ დამატენიანებელი რძე, ზეთი ან ნელსაცხებელი უნდა წაისვათ. სასურველია, ეს საშუალებები ანტიოქსიდანტებს შეიცავდნენ. მზე აჩქარებს კანის დაბერების პროცესს, ხოლო ანტიოქსიდანტები ამ პროცესს ეწინააღმდეგებიან. პროცედურების გამოყენება 1-2 მანძილზე სჯობს. სწორედ ეს ვადა სჭირდება თქვენს კანს აღდგენისთვის.

♦ გარუჯვის შემდეგ
გარუჯვის შემდეგ გამოსაყენებელი ნელსაცხებლები კანის დატენიანების შესანიშნავი საშუალებაა. როგორც წესი, ისინი კანსაც რგებენ და ფერსაც ინარჩუნებენ. ზაფხულის დამთავრებისთანავე შორეულ უჯრაში მათი შენახვა საჭირო არაა.. ჩვეულებრივ დამატენიანებელთანაც კარგად თავსდება. კანი წყლის ნორმას აღიდგენს და ზაფხულის ფერიც დიდხანს დარჩება.

♦ ნებაყოფლობით ნუ მოიშორებთ ნამზეურს
არსებობს პროცედურები, რომლებიც ძალიან მალე უბრუნებენ კანს ბუნებრივ ფერს. ამის თავიდან ასაცილებლად, პირველ რიგში, თავი მათეთრებელი ნიღბებისგან, იმავე ეფექტის ტონალური და მკვებავი კრემებისგან, გელებისგან, მაკიაჟის მოსაშორებელი საშუალებებისგან და ზოგიერთი დეკორატიული კოსმეტიკისგან შეიკავეთ. თუ ნამზეური თქვენთვის ძვირფასია, კოსმეტიკის ინსტრუქცია ყურადღებით და საგულდაგულოდ წინასწარ შეისწავლეთ.

დაიმახსოვრეთ, ნამზეურს ძალიან მტრობენ აბანო და საუნები. მათი დახმარებით სანატრელ ფერთან დამშვიდობება დაჩქარდება. ამ პროცედურების დროს კანი ძალიან იორთქლება და ღრმად იწმინდება. ერთი ჯერიც საკმარისია, რომ ნამზეური შესამჩნევად გაფერმკრთალდეს.

♦ ვიტამინური დაცვა
ნამზეურს დაცვა შიგნიდანაც სჭირდება. ამაში, რა თქმა უნდა, А ვიტამინი დაგეხმარებათ. მარტივი და, რაც მთავარია, სასარგებლო ისეთი ვიტამინური კომპლექსის შერჩევა იქნება, რომლის შემადგენლობაშიც, საჭირო А ვიტამინის გარდა, კანისთვის, ფრჩხილებისა და თმისთვის სასარგებლო კომპონენტები შედის. ყიდვამდე, ექიმ-თერაპევტისგან კონსულტაციის მიღება სჯობს…


♦ დახმარებისთვის სოლარიუმში
სოლარიუმი – ზაფხულის ნამზეურის შესანარჩუნებლად ყველაზე მარტივი და თანაც ქმედითი საშუალებაა. თუმცა თვითონ უნდა გადაწყვიტოთ, რამდენად ჯანსაღია თქვენი სხეული ასეთი ზემოქმედებისთვის. დიდხანს და ხშირად სოლარიუმში მისვლა თქვენ არ დაგჭირდებათ. კვირაში ან ორ კვირაში ერთი პროცედურა სავსებით საკმარისია. ხელოვნური მზის ულუფები და მიღების სიხშირე ინდივიდუალურ მომენტებზეა დამოკიდებული.  გადასვლა >> საზაფხულო პოსტები

წყარო: http://ninibilixodze.blogspot.com/2008/12/blog-post_8434.html90ზი-რუჯი-7-2/