როგორ შევინარჩუნოთ რუჯი ხანგრძლივად

როგორც კი კანზე გაჩნდება სასურველი რუჯის პირველი შეფერილობა, ნებისმიერი გოგო ფიქრობს როგორ შეინარჩუნოს რუჯი ხანგრძლივად? რა თქმა უნდა, ყველას უნდა უბრწყინავდეს ყავისფერი ღაწვები, მომხიბვლელად გამოიყურებოდეს ფეხები რაც შეიძლება დიდხანს.

თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის

ექიმი ნონი თურმანიძე გვირჩევს: ”მზის აბაზანების მიღების შემდეგ, პროფილაქტიკისათვის თხლად წავისვათ ”თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის”.
”თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის” საუკუნეებით გამოცდილი, ბუნებრივი ინგრედიენტების შემცველი საშუალებაა”.
ექიმი  ნონი თურმანიძე ბრძანებს, ციტატის დასაწყისი: ,,თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის” საგრძნობლად ამცირებს გარუჯვითა და მზის დამწვრობით გამოწვეულ დისკომფორტს.  მალამოს თითოეული ბუნებრივი ინგრედიენტი აგრეთვე სასარგებლოა კანის მოვლისათვის და ხელს უწყობს სასურველი კოსმეტიკური ეფექტის მიღებას. ”თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის” მრავალი საუკუნეა გამოიყენება და არ გამოვლენილა  გვერდითი მოვლენები და ალერგიული  რეაქციები. ,,თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის” არაა რუჯის (ზაგარის) მისაღები საშუალება, მაგრამ რუჯის მიღების პირველივე დღეებში, სასურველია, მზის აბაზანების შემდგომ იგი პროფილაქტიკისათვის თხლად წაისვათ. მსუბუქი დამწვრობის შემთხვევაში კი, იმკურნალოთ ამ პრეპარატით”  – ციტატის დასასრული. თუკი შვებულების გატარება გადაწყვიტეთ ზღვაზე, და ცხადია, გარუჯვასაც აპირებთ, ტურისტულ აფთიაქში არ დაგავიწყდეთ ,,თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის“.


არსებობს რამოდენიმე მეთოდი, რომლებიც ამაში დაგეხმარებათ, თუმცა ზოგიერთი მათგანი მოითხოვს შესრულებას მანამდე, ვიდრე დაიწყებთ გარუჯვას.

♦ არა – დამწვრობას, დიახ – რუჯს

პირველ დღეებში ბევრი იღებს კანის მოწითალო შეფერილობას, რომელიც თანდათან ხდება ყავისფერი. ეს არის დამწვრობა. ამიტომ, აუცილებელია თავიდან კანს მიაწოდოთ ულტრაიისფერი სხივების მინიმალური რაოდენობა და წაისვათ დამცავი კრემი.

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან” ნივთები, რომლებიც დაგჭირდებათ ზღვაზე დასვენებისას. დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის ქვეგანყოფილებაში მიმდინარე ფასდაკლებებით.  ♦ შეგახსენებთ: როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან”


♦ სასმელები და ვიტამინები

ალბათ ბევრმა თქვენგანმა იცის, რომ ახლადგამოწურული სტაფილოს წვენი დადებითად მოქმედებს კანზე მიიღოს რუჯი. ის ასევე განაპირობებს იმას, თუ რამდენ ხანს შენარჩუნდება რუჯი სანაპიროს დატოვების შემდეგ. დალიეთ ახლადგამოწურული სტაფილოს წვენი ყოველდღურად და არ დაგავიწყდეთ დაამატოთ ნაღები – ასე უფრო ადვილად შეიწოვება. მათ, ვინც განსაკუთრებით ზრუნავს კანსა და რუჯზე, ვურჩევთ მიიღონ ტანინის შემცველი ვიტამინები. დღეში ერთი კაფსულის მიღებითაც კი რუჯის შენარჩუნება გახანგრძლივდება რამოდენიმე კვირით.

♦ კანის დარბილება

იმ დღეებში, როდესაც კანი იღებს განსაკუთრებით დიდი რაოდენობის მზის სხივებს – შვებულების ან ზაფხულის ცხელი დღეების დროს – მისი ზედა ფენა ძალიან ზიანდება და როგორც წესი კანი შრება. ჩვეულებრივი მკვებავი საშუალებების გამოყენება ზოგჯერ მეტ გაღიზიანებას იწვევს. დერმატოლოგები გვირჩევენ ასეთ დღეებში დილაობით გამოიყენოთ სპეციალური რუჯის შემდგომი გამაგრილებელი კრემები. ისინი უვლიან გაღიზიანებულ კანს, ღრმად კვებავენ და ამშვიდებენ.

♦ მსუბუქი შხაპი

ყოველდღიური პროცედურები ახდენენ დიდ გავლენას თუ როგორ გამოიყურება კანი. თუ გსურთ დიდხანს შეინარჩუნოთ რუჯი, პირველ რიგში ყურადღება მიაქციეთ თქვენს აბაზანის საშუალებებს. გელების სახით უკეთესია გამოიყენოთ სპეციალური საშუალებები სულფატის გარეშე – მათი შემადგენლობა გაცილებით მსუბუქია, ამიტომ არ აშორბენ რუჯს რამოდენიმე დღეში. ყველაზე კარგია გელი, რომელიც შეიცავს ზეთებსაც. ის დამატებით გამოკვებავს კანს და ხანგრძლივად შეუნარჩუნებს ტენიანობას.


♦ დროული სკრაბი

სანამ გაემგზავრებით დასასვენებლად, არ დაგავიწყდეთ კარგად გაიწმინდოთ კანი სკრაბის საშუალებით. ამით გათავისუფლდებით კანის მკვდარი უჯრედებისგან, რას საშუალებას მოგცემთ მიიღოთ თანაბარი და ხანგრძლივი რუჯი. სკრაბის გამოყენება დასვენების დროს კი არ არის კარგი იდეა. მზის სხივებით გაღიზიანებულ კანს არ ჭირდება მექანიკური ზემოქმედება და დამატებითი დაზიანება.

გადასვლა >> საზაფხულო პოსტები