ლალი დათეშიძე
საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაავადებები
ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა – განვითარების ამ მანკის დროს ზიანდება სახსრის ყველა ელემენტი: ტაბუხის ბუდე, ბარძაყის ძვლის თავი და მისი პროქსიმალური ბოლო, მყეს-იოგოვანი აპარატი და

გარემომცველი ქსოვილები. ხშირია მარცხენამხრივი ამოვადნილობა. ახალშობილებში თანდაყოლილი ამოვარდნილობის ყველაზე ხშირი სიმპტომია ,,ტკაცანის” სიმპტომი ბარძაყის გაშლისას, ბარძაყზე კანის ნაკეცების ასიმეტრია, კიდურის დამოკლება და მისი გარეთა როტაცია. აღნიშნული სიმპტომები მუდმივი არ არის; საბოლოო დიაგნოზის დადგენა ხდება რენტგენოლოგიური გამოკვლევების საფუძველზე, რომლითაც ვლიდება ტაბუხის ბუდის გამოხატული განუვითარებლობა და ბარძაყის ძვლის პროქსიმალური ნაწილის გადანაცვლება გარეთ და ზევით. ამით ბარძაყის თანდაყოლილი ამოვარდნილობა განსხვავდება მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისაგან, რომლის დროსაც ბარძაყის ცდომა არ აღინიშნება.

მკურნალობა იწყება დიაგნოზის დადგენისთანავე. დროულად დაწყებული მკურნალობის დროს 5-6 თვის განმავლობაში ხერხდება სახსრის ნორმალური განვითარების აღდგენა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 901 times by 471 viewers



