ლალი დათეშიძე
სათესლისა და სათესლე ბაგირაკის წყალმანკი – ექსუდატის ან ტრანსუდატის დაგროვება პერიტონეუმის ფურცლებს შორის. წარმოიქმნება ტრავმის, სათესლის ანთების, სათესლის სიმსივნის, ზოგჯერ კი ვარიკოცელეს შედეგად. თუკი მიზეზის გამოვლენა ვერ ხერხდება, ლაპარაკობენ იდიოპათიკურ ჰიდროცელეზე. მწვავე ჰიდროცელე ზოგჯერ წარმოიქმნება სათესლის სიმსივნის დროს – წყალმანკის პუნქციისა და სითხის ასპირაციის შემდეგ პალპაციით ადგენენ დაავადების მიზეზს.
სიმპტომები, მიმდინარეობა. მკვრიველასტიკური უმტკივნეულო წარმონაქმნი, ზოგჯერ დიდი ზომების, გლუვი ზედაპირით. შესაძლებელია იყოს ცალმხრივი, ან ორმხრივი. სათესლის მკაფიოდ კონტურირება ვერ ხერხდება. წარმონაქმნის ზედა პოლუსი ჩვეულებრივ მკაფიოდ გამოიყოფა მუცლის წინა კედლიდან (განსხვავებით თიაქრისაგან). შედარებით ზუსტად დიაგნოზის დადგენა ხდება დიაფანოსკოპიით.
მკურნალობა მოზრდილებში ოპერაციულია. ახალშობილებში წყალმანკი თვითნებურად გაიწოვება. პატარა ბავშვებში საკმარისია ერთჯერადი პუნქცია და შემცველობის ასპირაცია. მოზრდილებში პუნქცია და ასპირაცია ეფექტს ვერ იძლევა, ვითარდება დაავადების რეციდივი.
პროგნოზი კეთილსაიმედოა; სიმპტომური წყალმანკის დროს დამოკიდებულია ძირითად დაავადებაზე.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 523 times by 283 viewers



