ჰიდროცელე ბავშვებში
სათესლისა და სათესლე ბაგირაკის წყალმანკი – ჰიდროცელე – პერიტონეუმის ბუდისებრი მორჩის ობლიტერაციის გამოვლინებაა. ახალშობილებსა და ჩვილ ბავშვებში სათესლის გარსებში სითხის დაგროვების მიზეზი საზარდულის მიდამოს ლიმფური აპარატის არასრულყოფილება და შენელებული აბსორბციაა. ბავშვის ზრდასთან ერთად შესაძლებელია ობლიტერაციის დასრულება და მისი გარსების აბსორბციული თვისებების გაზრდა, რაც ბავშვების უმრავლესობაში იწვევს წყალმანკის თავისთავად განკურნებას. პერიტონეუმის ბუდისებრი მორჩის ობლიტერაციის დონის მიხედვით