ლალი დათეშიძე
ფიმოზი - ჩუჩის თანდაყოლილი დაგრძელება და შევიწროება. გამოყოფენ ორ ფორმას: 1. ჰიპერტროფიული ფიმოზი – ჩუჩის თანდაყოლილი ,,ხორთუმისებრი” დაგრძელება და შევიწროება, რომლის ქვეშ ადვილად ვითარდება მორეციდივე ანთება; შარდვის დარღვევები იწვევენ მანკიერ წრეს და პრეპუციური პარკის ზომების გადიდებას; 2. ატროფიული ფიმოზი – ჩუჩის შევიწროება ასაკობრივი ატროფიის, სკლეროდერმიის ან ქრონიკული ბალანიტის დროს. წინასწარი ჰიპეტროფიის გარეშე.
დიფერენციალური დიაგნოზი: პატარა ბავშვებში ჩუჩის შიგნითა ფურცლის ფიზიოლოგიური შეწებება სასქესო ასოს თავთან; არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ძალით გაცალკევება.
გართულებები: ქრონიკული ბალანოპოსთიტი, პიელონეფრიტი, სასქესო ასოს კიბო, სქესობრივი აქტის დარღვევები, პარაფიმოზი.
მკურნალობა – ჩუჩის გაკვეთა; პროგნოზი კეთილსაიმედოა.
პარაფიმოზი – სასქესო ასოს ჩაჭედვა რეტრაგირებული ჩუჩით. გართულებები: სასქესო ასოს ნეკროზი.
მკუნალობა: სასქესო ასოს შეშუპების დროს ხუთწუთიანი გაცივების შემდეგ ცდილობენ მის რეპონირებას. წარუმატებლობის შემთხვევაში ნაჩვენებია ჩუჩის გაკვეთა.
ფარმაკოთერაპია და პრეპარატები
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
ფიტოთერაპია
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
ვის მივმართოთ
იხილეთ ექიმთა კატალოგი
თემატურად მომიჯნავე სტატიები
საავტორო უფლებები
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
გაფრთხილებები
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 543 times by 311 viewers



