სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

ფლეგმონა – ქსოვილთა ჩირქოვანი გალღობა. ფლეგმონის მიერ დაზიანებული შრეების მიხედვით განასხვავებენ კანქვეშა, სუბფასციურ და კუნთთაშორის ფლეგმონას. ფლეგმონა შესაძლებელია განვითარდეს შუასაყარშიც, რეტროპერიტონეუმში, გულმკერდისა და მუცლის კედლებში. ინფექციის გამომწვევია სტრეპტოკოკები, ანაერობული და ლპობითი მიკროორგანიზმები. ინფექციის შეჭრის კარი ხშირად ჭრილობებია. თავდაპირველად ადგილი აქვს ქსოვილთა სეროზულ ინფილტრაციას; მე-2-3 დღეს ვლინდება სეროზულ-ჩირქოვანი (სტრეპტოკოკები), ჩირქოვანი (სტაფილოკოკები) ან იქოროზული (ლპობითი ინფექცია) გამონადენი. დაინფიცირებული მიდამო და მეზობელი ქსოვილები ინფილტრაციული და შეშუპებულია, კანი ჰიპერემიულია; აღნიშნული ზონა პალპაციით მტკივნეულია. თუკი მიღებული არ იქნა შესაბამისი ზომები, ანთებით-ნეკოზული პროცესი პროგრესირებს. რიგ შემთხვევებში დაავადებას აქვს ელვისებრი მიმდინარეობა, რაც ვლინდება ანთების სწრაფი პროგრესირებითა და სეპტიკური მოვლენების განვიტარებით. შესაძლებელია წარმოიქმნას ჩირქოვანი თრომბოფლებიტის და ფილტვის არტერიის თრომბოემბოლიის საშიშროება.
მკურნალობა ოპერაციულია, როგორც წესი ნარკოზის ქვეშ.

რეკლიუს ფლეგმონა – პირის ღრუს ფსკერისა და პირ-ხახის ინფიცირების შედეგი სუსტად ვირულენტური მიკროორგანიზმებით.  ხასათდება კისრის რბილის ქსოვილების უმტკივნეულო, მაგარი ინფილტრატის წარმოქმნით.

ლპობითი ფლეგმონა - დაავადების განსაკუთრებით მძიმე ფორმაა; გამომწვევია ნაწლავის ჩხირი, პროტეა, ანაერობები. პირველი დღეების განმავლობაში აღინიშნება ტემპერატურის მომატება, ტკივილი და სეროზული ექსუდატის წარმოქმნა, რასაც შემდგომში სწრაფად უერთდება ქსოვილთა ნეკროზი, რომელიც მთავრდება ლპობითი დაშლითა და მძიმე ტოქსიკური მოვლენების განვითარებით. ჭრილობის სეკრეტი ჭუჭყისფერი-მოყავისფეროა, აქვს უსიამოვნო სუნი. თუკი ლპობით სეკრეტში ვლინდება აირწარმოქმნა, ლაპარაკია აიროვან ფლეგონაზე (არ უნდა აგვერიოს ანაერობულ აიროვან ინფექციასთან). მუცლის კედლის ლპობითი ფლეგმონა ხშირად წარმოიქმნება ოპერაციის შემდეგ კოლინჯზე, ხელოვნური უკანა ტანის შექმნისას.

მკურნალობა საკმაოდ რთულია; აუცილებელია ფართო განაკვეთები, ჭრილობის კარგი დრენირება, ყოველდღიური შეხვევები, ჭრილობის რევიზია (შესაძლებელია რეციდივები).

პროგნოზი ჩვეულებრივი ფლეგმონის დროს კეთილსაიმედოა. ლპობითი ფლეგონის დროს ყოველთვის ძალიან სერიოზულია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1094 times by 527 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka