სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

დიაფრაგმის თანდაყოლილი თიაქარი – განვითარების ამ მანკის დროს ჯერ კიდევ მუცელშიგა პერიოდში ხდება მუცლის ღრუს ორგანოების გადანაცვლება გულმკერდის ღრუში, დიაფრაგმაში არსებული დეფექტიდან. განასხვავებენ დიაფრაგმის ჭეშმარიტ და ცრუ თიაქრებს. ჭეშმარიტი თიაქარის დროს არსებობს თიაქრის პარკი, რომლის კედელს წარმოადგენს თხელი, კუნთოვან ბოჭკოებს მოკლებული დიაფრაგმის ნაწილი. ცრუ თიაქრის დროს თიაქრის პარკი არ არსებობს. ახალშობილებში გვხვდება ასევე დიაფრაგმის რელაქსაცია, რომლიც ვითარდება დიაფრგამის ნერვის დაზიანების შედეგად მშობიარობის დროს. დიაფრაგმის საყლაპავისეული  ხვრელის თიაქარი შედარებით იშვიათად ვლინდება ახალშობილობის პერიოდში, თუმცა მძიმე შემთხვევებში ადგილი აქვს კუჭ-საყლაპავის რეფლუქსის გამოხატულ სიმპტომებს, რომელიც როგორც წესი, იწვევს პეპტიკურ ეზოფაგიტსა და ასპირაციულ პნევმონიას, საბოლოოდ ბავშვის ჰიპოტროფიას. დიაფრაგმის თიაქრის სიმპტომები (განსაკუთრებით ცრუ) ვლინდება დაბადებისთანავე, მათი წარმოქმნა უკავშირდება გულმკერდშიგა დაძაბვის სინდრომს. დამახასიათებელია ქოშინი, გავრცელებული ციანოზი, ნეკნთაშუა შუალედების ჩაზნექა, ტაქიკარდია. დათვალიერებით ვლინდება ჩავარდნილი მუცელი, გულმკერდის რამდენადმე გადიდება მოცულობაში, ხშირად ასიმეტრიული. ნაწლავის გაზებით ავსების მიხედვით ვლინდება კოლოფისებრი ხმიანობა. იმასთან დაკავშირებით, რომ ცრუ და ჭეშმარიტი თიაქრებს ძირითადად აქვთ მარცხენამხრივი მდებარეობა, გული გადანაცვლებულია მარჯვნივ და მისი ტონები უკეთ მოისმინება გულმკერდის მარჯვენა ნახევარზე. ზოგჯერ გულმკერდის ზედაპირზე შესაძლებელია ნაწლავის პერისტალტიკური ხმიანობის მოსმენა, რომელიც მკვეთრად ძლიერდება კვების შემდეგ. რენტგენოლოგიური გამოკვლევა კუჭში ზონდის შეყვანით საშუალებას იძლევა დადგინდეს დიაგნოზი. საეჭვო შემთხვევებში მიმართავენ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამოკვლევას საკონტრასტო ნივთიერებით. დიაფრაგმის რელაქსაციის დროს რენტგენოსკოპიით ვლინდება მისი მაღლა დგომა. აღინიშნება მისი პარადოქსული მოძრაობა, რაც უკავშირდება ტონუსის დაკარგვას.
მკურნალობა. გულმკედშიგა დაძაბვის სინდრომის დროს ნაჩვენებია სასწრაფო ოპერაცია.
პროგნოზი დამოკიდებულია ფილტვების ჰიპოპლაზიის ხარისხზე, სისხლმიმოქცევის მცირე წრეში ჰიპერტენზიის გამოხატულებაზე, ასევე განვითარების სხვა მანკების არსებობაზე და დროულად ჩატარებულ ოპერაციულ მკურნალობაზე.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 964 times by 398 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka