სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

კბილებისა და პირის ღრუს დაავადებები

გლოსიტი - ენის ქსოვილების კატარული ან ჩირქოვანი ანთება. ამ ტერმინით აღნიშნავენ ასევე სხვადასხვა დაავადებების დროს წარმოქმნილ სიმპტომურ ცვლილებებსა (პერნიციოზული ანემია, ავიტამინოზები, ზოგიერთი დერმატოზი, მწვავე ინფექციები) და ენის აგებულების ანომალიებს (რომბისებური, ნაოჭებიანი ენა და ა. შ.).

ეტიოლოგია. ადგილობრივი გამაღიზიანებელი ფაქტორები, ძვლით ჩხვლეტა და სხვა ტრავმები.

სიმპტომები, მიმდინარეობა. კატარული გლოსიტის დროს ავადმყოფები უჩივიან ენაზე წვის შეგრძნებას, ტკივილს ცხარე საკვების მოხვედრისას. ენა ჰიპერემიული და შეშუპებულია, ენის დვრილები შენარჩუნებულია. ენის აბსცესის დროს ტკივილი მატულობს და განსაკუთრებით ძლიერდება შეხებისას; მეტყველება გაურკვეველია; აღინიშნება ნერწყვდენა, ენა გადიდებულია არათანაბრად, შეშუპების საზღვრები არამკაფიოა; დაავადებას ახასიათებს ნელი განვითარება. ენის ფლეგმონის დროს აღინიშნება ტკივილი, ყლაპვის, მეტყველების, სუნთქვის, გაძნელება. ვლინდება პირის ღრუს ფსკერის შეშუპება, სხეულის ტემპერატურა მომატებულია, მატულობს ინტოქსიკაციაც..

კატრული გლოსიტის მკურნალობა. გამაღიზიანებელი ფაქტორი მოხსნა (კბილის ქვა, კბილის ბასრი ნაპირი, კბილის პროთეზები), პირის ღრუს ირიგაცია 2%-იანი ნატრიუმის ჰიდროკარბონატის ხსნარით. ენის აბსცესი და ფლეგმონა საჭიროებენ ქირურგიულ მკურნალობას, ამასთან ფლეგმონის დროს – გადაუდებელს.

პროგნოზი:კატარული გლოსიტი გაივლის რამდენიმე დღეში; ჩირქოვანის დროს ტარდება რადიკალური გაკვეთა, ინიშნება ანტიბიოტიკები.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

გაფრთხილება!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

__________________________________

გადასვლა გვერდზე:  ,,სტომატოლოგია”

Viewed 962 times by 574 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka