სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ფსიქიკური დაავადებები

აფექტური სინდრომები – პოლარული ემოციური დარღვევები – დეპრესიები და მანიები. დეპრესიული სინდრომი ხასიათდება ავადმყოფურად დაქვეითებული ხასიათით, ნაღველით, რასაც ზოგჯერ თან ახლავს სიმძიმის გრძნობა გულმკერდის არეში, ინტელექტუალური და მოტორული დამუხრუჭება.

ნოზოლოგიური კუთვნილების მიხედვით განასხვავებენ: ფსიქოგენური დეპრესიები (რეაქტიული, ნევროზული), ენდოგენული დეპრესიები მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზისა და შიზოფრენიის დროს და, ბოლოს, სიმპტომური დეპრესიები, რომლებიც წარმოიქმნება სომატური და სხვა დაავადებების დროს.

დეპრესიის დროს სამყაროს პესიმისტურ აღქმას თან ახლავს შფოთვა, დანაშაულის გრძნობა, არასრულფასოვნების განცდა, რომელიც მძიმე შემთხვევებში ღებულობს თვითდანაშაულების ბოდვით ხასიათს; აღინიშნება სუიციდური იდეები და ტენდენციები. დეპრესიის განსაკუთრებით დამახასიათებელი ნიშანია დღის განმავლობაში სიმპტომატიკის ინტენსივობის ცვლილება – მისი გაძლიერება დილის საათებში, ხოლო გაუმჯობესება აღინიშნება საღამოს საათებში. აღინიშნება აგრეთვე ძილის დარღვევა (არაღრმა, ხანმოკლე ღამის ძილი, ძილიანობა დღისით), მენსტრუალური ციკლის დარღვევა, მადის დაქვეითება, რასაც მოჰყვება სიგამხდრე. გამოყოფენ დეპრესიული სინდრომის სხვადასხვა ვარიანტებს: აჟიტირებული, ადინამიური, იპოქონდრიული, ასთენიური, ისტერიული დეპრესია, ბოდვით, დეპერსონალიზაციის მოვლენებით მიმდინარე და სხვ. აჟიტირებული დეპრესიის დროს სჭარბობს შფოთვა და მოძრაობითი მოუსვენრობა: ავადმყოფები აფორიაქებულნი არიან, კვნესენ, ადგილს ვერ პოულობენ. ადინამიური დეპრესიის დროს პირველ პლანზე გამოდის დამუხრუჭება, უძრაობა; იპოქონდრიული დეპრესიის დროს ავადმყოფი დარწმუნებულია, თითქოს მას ჰქონდეს რაიმე მძიმე ავადმყოფობა. ამასთან, მრავალრიცხოვანი იპოქონდრიული ჩივილები, და  სხვადასხვა მტკივნეული შეგრძნებები, როგორც წესი, დაკავშირებული არ არის შინაგანი ორგანოების რაიმე ცვლლებებთან. ასთენური დეპრესია მიმდინარეობს მოდუნებით, ფიზიკური და გონებრივი გადაღლით, ყურადღების გაფანტვით, ჰიპერესთეზიით. ამავე დროს, აფექტური შეგრძნებები, ნაღველი, ინტელექტუალური და მოტორული დამუხრუჭება ასეთ შემთხვევებში ნაკლებადაა გამოხატული. ისტერიული დეპრესიის დროს პრევალირებს ისტერიულად შეფერილი აფექტური მოშლილობები. არაიშვიათია თვითმკვლელობის დემონსტრაციული მცდელობები. მანიაკური სინდრომი ხასიათდება ავადმყოფურად ამაღლებული ხასიათით, რომელიც შერწყმულია დაუსაბუთებელ ოპტიმიზმთან, აჩქარებულ აზროვნებასთან და მეტისმეტ აქტიურობასთან.

მანიები ყველაზე უფრო ხშირად წარმოიქმნება ენდოგენური ფსიქოზების ჩარჩოებში (მანიაკურ-დეპრესიული ფსიქოზი, შიზოფრენია), ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანებების, ასევე ზოგიერთი ინტოქსიკაციების დროს; აღინიშნება ფსიქოგენურად პროვოცირებული მანიები. ავადმყოფთათვის დამახასიათებელია სიხარულის, ბედნიერების, საკუთარი შესაძლებლობების გადაფასების განცდა. ძილი, როგორც წესი დარღვეულია, მადა მომატებულია, არაიშვიათად მატულობს სექსუალობა; ირღვევა მენსტრუალური ციკლი. არამკვეთრად გამოხატული მანია (ჰიპომანია) ხშირად შერწყმულია მრავალფეროვან სომატურ სიმპტომებთან, ალერგიებთან, ნევროზულ გამოვლინებებთან.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 1082 times by 535 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka