სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

კანისა და ვენერიული დაავადებები

კანდიდოზი – მიკოზი, რომელიც განპირობებულია Candida ტიპის საფუარისებრი სოკოებით; აზიანებს კანსა და ლორწოვან გარსებს, ვლინდება სხვადასხვა კლინიკური ფორმებით.

კანისა და ლორწოვანი გარსების ზედაპირული კანდიდოზი, კანის ნაკეცების კანდიდოზი: ზიანდება კანის მსხვილი ნაკეცები, განსაკუთრებით სარძევე ჯირკვლების ქვეშ, საზარდულ-ბარძაყის, დუნდულოებს შორის, ანუსის, ჭიპის მიდამოში, ყურის უკანა ნაკეცები, სასქესო ასოს თავი, ჩუჩის შიგნითა ფურცელი, მსუქან პირებში – მუცლისcandidiasis_5416_lg ნაკეცები. თავდაპირველად წარმოიქმნება მაცერაციის თეთრი ფერის დიდი უბნები, რომლებიც საკმაოდ სწრაფად გარდაიქმნებიან სველ წითელ ეროზიებად. ავადმყოფებს აწუხებთ ქავილი, წვა. თითებს შორის წარმოიქმნება ეროზია ხელის თითებს შორის და უკავშირდება შრომის პირობებს. იგი ვითარდება ძირითადად მესამე და მეოთხე თითებს შორის ნაკეცში. წარმოიქმნება ბუშტუკების ჯგუფი მაცერირებული ზედაპირით, რომელიც ადვილად სცილდება, რის შემდეგაც წარმოიქმნება ხორცის ფერი მბზინავი, გლუვი ეროზიული ზედაპირი, მაცერირებული ეპიდერმისითა და თეთრი არშიით. პროცესი არასოდეს სცილდება თითებს შორისი ნაკეცებს და არ იკავებს პირველი ფალანგების გვერდითი ზედაპირის ნახევარზე მეტს.

17284რძიანა წარმოიქმნება ხშირად ჩვილ ბავშვებში პირის ღრუს ლორწოვანის სხადასხვა უბნებში. ვლინდება თეთრი ფერის ნადებები; მათი მოცილების შემდეგ შიშვლდება მშრალი, რამდენადმე ჰიპერემიული ლორწოვანი გარსი. კანდიდომიკოზური ვულვოვაგინიტი კლინიკური სურათით თითქმის არ განსხვავდება რძიანისაგან; ავადმყოფები უჩივიან ქავილსა და წვას. კანდიდოზური პარონიქია, ონიქია გვხვდება მხოლოდ ქალებში და იწყება ფრჩხილის დაზიანებით. ვლიდება ფრჩხილის მორგვის შეშუპება, ჰიპერემიაnail_fungus_1 და ინფილტრაცია, საიდანაც შესაძლოა გამოედინოს ჩირქის წვეთი. ანთებითი მოვლენის ჩაცხრომის შემდეგ ფრჩხილის მორგვის კიდეზე შესაძლოა წარმოიქმნას აქერცვლა, მაგრამ რჩება გასქელება. ბავშვებში ქრონიკული გენერალიზებული (გრანულომატოზური) კანდიდოზი იწყება ჩვეულებრივ რძიანას გაჩენით, შემდეგ კი წარმოიქმნება კანისა და ლორწოვანი გარსების კანდიდოზის სხვა ფორმები. მათ ფონზე და მათთან ახლოს ვითარდება პაპულოზური და ხორკლიანი გამონაყარი, დაფარული ქერქებით, რომელთა რაოდენობა სწრაფად მატულობს, ხოლო თვითოს კერები ღრმავდება. ეს ელემენტები ტოვებენ ნაწიბუროვან-ატროფიულ ცლილებებს. ბავშვობაში დაწყებული პროცესი მიმდინარეობს წლობით, თან ახლავს სხვადასხვა დისტროფიული დარღვევები, მათ შორის კბილების ღრმა კარიესი. ეს ცვლილებები შესაძლოა შერწყმული იყოს ვისცერულ კანდიდოზთან (ბრონქიტი, პნევმონია, პიელონეფრიტი, ენტეროკოლიტი და სხვ.).
მკურნალობა. ტარდება პათოგენეტიკური და ანტიმიკოზური თერაპია.  პროგნოზი ზედაპირული კანდიდოზების დროს კარგია, გრანულომატოზურის დროს – სერიოზული.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 3074 times by 1847 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka