ლალი დათეშიძე
კანისა და ვენერიული დაავადებები
მეჭეჭი (verruga) – კანის დაავადება, რომელსაც იწვევს ფილტრში გამავალი ვირუსი და ხასიათდება არაანთებითი, წვრილი სიმსივნური კეთილთვისებიანი წამონაქმნების განვითარებით.
ეტიოლოგია, პათოგენეზი. გამომწვევია – ფილტრში გამავალი ვირუსი
Tumefaciens verrucarum. დაავადება გადაეცემა ავადმყოფთან უშუალო კონტაქტის დროს, ასევე საერთო მომხმარების საგნებით. ინკუბაციური პერიოდი გრძელდება 4 – 5 თვე. პათოგენეზში გარკვეულ როლს ასრულებს ცენტრალური ნერვული სისტემის მდგომარეობა.
კლინიკური სურათი. განასხვავებენ მეჭეჭების რამდენიმე სახესხვაობას. ჩვეულებრივი – მარტივი მეჭეჭები – მკვრივი უმტკივნეულო, ნორმალური კანის ფერის, ან მორუხო – მოყავისფერო, მრგვალი ფორმის (3 – 10 მმ
დიამეტრის) კვანძებია, ხაოიანი ზედაპიროთ. დამახასიათბელი ლოკალიზაციაა მტევნების ზურგი და თითები, სახე, თავის თმიანი ნაწილი. ფეხისგულებზე წარმოიქმნება ე. წ. ფეხისგულის მეჭეჭები; ისინი ჩვეულებრივ მტკივნეულნი არიან და შედგებიან ძაფისებური დვრილების კონისაგან, გარშემორტყმულნი არიან გარქოვანებული შრეების მორგვით, მოგვაგონებენ კოჟოჟს. ბრტყელი მეჭეჭები – წვრილი (0,5 – 3 მმ) კვანძებია, ნორმალური კანის ფერის ან მოყვითალო, მრგვალი ან პოლიგონალური, გლუვი ზედაპირით, ოდნავ სცილდებიან კანის ზედაპირს. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა სახე, მტევნების ზურგი. ხშირია ახალგაზრდებში,
განსაკუთრებით მოსწავლეებში.
დიაგნოზის დადგენა რთული არ არის და დაფუძნებულია კლინიკურ სურათზე.
მკურნალობა. ელექტროკოაგულაცია, დიათერმოკოაგულაცია, კრიოდესტრუქცია თხევადი აზოტით და სხვ.
ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.
იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”
იხილეთ ექიმთა კატალოგი
მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net “
სტატიის განვითარება და სრული ვერსიები
MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>
ლიტერატურა
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
- დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
- Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988
Viewed 2055 times by 1434 viewers



