სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

ლალი დათეშიძე

ქირურგიული დაავადებები

ლავიწქვეშა ვენის ოკლუზია – (პეჯეტ-შრეტერის სინდრომი). იღლიის ან ლავიწქვეშა არტერიის მწვავე თრომბოზი, რომელიც ხშირად ვითარდება ახალგაზრდებში ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, მაგალითად, მუშაობის, ჩოგბურთის თამაშის და ა. შ. შემდეგ. დაავადების წარმოქმნაში გარკვეული მნიშვნელობა აქვს ვენის შიგნითა გარსის მიკროტრავმებს ფიზიკური დატვირთვის, ვენების კომპრესიისა და ლავიწით მისი ტრავმატიზაციის დროს.
სიმპტომები, მიმდინარეობა. ვლინდება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ხელის ტკივილითა და შეშუპებით. დათვალიერებისას აღინიშნება  ვენური სურათის გაძლიერება ხელზე, ლავიწზედა მიდამოში და გულმკერდის ზედაპირზე. დიაგნოზი დასტურდება ფლებოგრაფიით.
მკურნალობა. მწვავე შემთხვევაში – თრომბექტომია, გამოხატული პერიპროცესის დროს – ფლებოლიზი. აუცილებელია ანტიკოაგულაციური თერაპია, ხელის ელასტიკური შებინდვა. სინდრომის მეორადი ფორმები წარმოიქმნება ლიმფური კვანძებით, სიმსივნეებითა და სხვ. ვენების გაჭყლეტის შედეგად. მკურნალობა დამოკიდებულია მიზეზზე, რამაც გამოიწვია ვენური სისხლის მიმოქცევის დარღვევა კიდურში; პროგნოზი სერიოზულია.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები

ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს ვთხოვთ მოგვაწოდონ ინფორმაცია საქართველოში ოფიციალურად რეკომენდებული პრეპარატების შესახებ mpifarm@gmail.com. თქვენს მიერ მოწოდებულ მასალების მიხედვით აღიწერება თქვენი პრეპარატის გამოყენების სპეციფიკა ამ დაავადების მკურნალობის დროს და პრეპარატის მოკლე დახასიათება,რომელიც გავა პრეპარატის აღწერის სპეციალურ გვერდზე.

ფიტოთერაპია

იხილეთ “ემპირიული და კლინიკური ფიტოთერაპია”

ვის მივმართოთ

იხილეთ ექიმთა კატალოგი

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები

მასალა წარმოადგენს “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. საიტებს უფლება ეძლევათ ეს სტატია, არაკომერციული მიზნით, გადააკოპირონ თავიანთ ინტერნეტ-გვერდებზე და ფორუმებში. სტატიის თავში აუცილებლად უნდა დაეწეროს: აღებულია “ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიიდან www.medgeo.net

სტატიის განვითარება და სრული ვერსიები

MedGeoNet-ზე წარმოდგენილი მასალების სრული და ახალი ვერსიები პერიოდულად გამოდის დისკების ფორმით. იხ. >>>

გაფრთხილებები

MedGeo.Net გაფრთხილებთ!

ლიტერატურა

  1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  3. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Viewed 510 times by 242 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka