მკურნალობა უცხოეთში


ბავშვი 4 თვის ასაკში

სამი თვის ბავშვი თქვენ უკვე აღგიქვამთ როგორც მისგან დამოუკიდებელ პიროვნებას. ის უკვე სულიად გაცნობიერებულად გამოხატავს სიხარულს უჯახის წევრებისა და მისთვის ნაცნობი ადამიანების დანახვისას. ძალიან მოსწონს როცა ,,ესაუბრებით“. ამ პერიოდში იცვლება ბავშვის თმის სტრუქტურა და ფერი. ღინღლები თანდათანობით ცვივა და მათ ადგილზე ახალი თმა იზრდება. ასევე იცვლება თვალის ფერიც. თუკი კბილებიც დაიწყებენ ამოჭრას, ბავშვს გაუძლიერდება ნერწყვდენა.


კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ცვლილებები ხდბა ბავშვის ფიზიკურ განვითარებაში. თანდათან უმაგრდება კუნთები. მუცელზე წოლისას, ხელებზე დაყრდნობით, უჭირავს მხრები და თავი.

თვის ბოლოს ბავშვს უკვე კარგად უჭირავს თავი. ატრიალებს ყველა მიმართულებით და სწევს მაღლა ზურგზე წოლისას, ცდილობს რა დაინახოს საკუთარი ფეხები. შეუძლია ფეხების მაღლა აწევა, ასე, რომ სწვდება საკუთარ მუხლებს ან ფეხის თითებს.
ბავშვს უკვე ისევე კარგად ესმის, როგორც მოზრდილ ადამიანს. არჩევს ხმის წყაროს და რეაგირებს მუსიკაზე. მოსწონს როცა თავად რაიმე ხმებს გამოსცემს. თვის ბოლოს უკვე შეუძლია ფერების გარჩევა. მისი თვალები კარგად ფოკუსირდება და ხედავს 3,5 მეტრის სიშორეზე. ბავშვი ადვილად აყოლებს თვალს მოძრავ საგანს ან ადამიანს. იწვდის ხელს მისთვის საინტერესო საგნისაკენ. ამ პერიოდიდან ბავშვს უკვე სძინავს 10-11 საათი ღამე, დღისიც იძინებს 3-ჯერ.
თქვენი პედიატრი გირჩევთ, რომ ამ ასაკიდან ბავშვის რაციონში ჩართოთ შედარებით მაგარი საკვები (4-6 თვის ასაკში). დღეში მიეცით არაუმეტეს ერთი ახალი საკვები, მცირე ულუფით. თუკი თავდაპირველად ბავშვი უარს ამბობს მაგარი საკვების მიღებაზე, არ დააძალოთ, შეაჩვიეთ ანდათანობით.

ამ ასაკის ბავშვის ფიზიკური განვითარება
შეუძლია გადატრიალდეს ზურგიდან მუცელზე, ან მუცლიდან ზურგზე;
კარგად უჭირავს თავი მცირე ხნის განმავლობაში;
ატრიალებს თავს ყველა მიმართულებით, როცა ზის ან წევს;
შეუძლია შეასრულოს ცურვითი მოძრაობები და გადაადგილდეს საწოლში
აფიქსირებს მზერას საგნებზე;
ხელს ტაცებს სათამაშოს და მიაქვს პირისაკენ;
ათვალიერებს იმ ადგილს, საიდანაც დავარდა საგანი;
შესაძლოა დაეწყოს კბილების ამოჭრა;
შეუძლია მაგარი საკვების მიღება;
ასხვავებს საკვებს, აქვს გემოვნების შეგრძნება.

ამ ასაკის ბავშვის სოციალური განვითარება
იცინის, როცა ეთამაშებიან, და ტირის თუკი წყვეტენ მასთან ურთიერთობას;
ინტერესდება საკუთარი ანარეკლით სარკეში და უცინის მას;
ცდილობს თავადვე დაწყნარდეს;
გამოსცემს სხვადასხვა ბგერებს, რათა დაიწყოს ,,ლაპარაკი“;
სწავლობს ადამიანებზე სხვადასხვაგვარად რეაგირებას;
წყნარდება მუსიკის ხმის გაგონებაზე.

ამ ასაკის ბავშვის ინტელექტუალური განვითარება
აქტიურად თამაშობს 1-2 საათის განმავლობაში;
შეუძლია რაიმეს დამახსოვრება 5-7 წამით;
მეტად რეაგირებს და უცინის ცოცხალ ადამიანს, ვიდრე გამოსახულებას;
კმაყოფილებით წარმოთქვამს ახალ ბგერებს და ყვება სხვადასხვა ინტონაციებს.

<<წინა გვერდიმომდევნო გვერდი>>

….

 

 

Comments are closed.

nostalgia

vaka