გერმანელი სპეციალისტები გვირჩევენ მზის უარყოფითი მოქმედებისაგან თავის დაცვის 10 მარტივ საშუალებას: (www.onmeda.de/)
1. შუადღის მზისგან თავის არიდება
ვეცადოთ მოვერიდოთ შუადღის მზეს. შეეცადეთ საქმეებისათვის დილა და ნაშუადღევი გამოიყენოთ, შუადღეს კი ჯობს შენობას ან ჩრდილს შეაფაროთ თავი. იისფერი სხივები ჩრდილში უფრო სუსტია, მაგრამ ზემოქმედება მაინც შეუძლიათ, ამიტომ ამ დროს შენობაში ყოფნა ჯობს.
2. მზისგან დამცავი საშუალებების არჩევა
მზისაგან დამცავი კრემის ზუსტ შერჩევას დიდი მნიშვნელობა აქვს. დამცავი კრემი შეარჩიეთ თქვენი კანის ტიპისა და ულტრაიისფერი სხივების ინტენსიობის შესაბამისად.
3. მზის დასხივებისაგან დაცვის დროის გამოთვლა
გამოთვალეთ მზის დასხივებისაგან დაცვის დრო, იმის მიხედვით, თუ რამდენად ინტენსიურად იყენებთ მზის კრემს. კანი, ყოველგვარი კრემების გარეშე, მზის ქვეშ დაუზიანებლად შეიძლება იყოს 10-იდან 30 წუთამდე. თუ თქვენ გაქვთ ღია ფერის კანი, მაშინ თვითდაცვის დრო დაახლოებით არის 10 წუთი. მზის კრემთან ერთად დაცვის დრო არის 15 წუთი და 10 X 15 = 150 წუთს. ასეთი გამოთვლის მიხედვით, თქვენი კანი 150 წუთის განმავლობაში იქნება მზის დამწვრობისგან დაცული.
4. არჩეული მზის კრემის გამოყენება
ყოველთვის გულუხვად გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი. წესისამებრ საშუალო ფორმების მქონე ზრდასრული ადამიანი იყენებს დაახლოებით 35 გრამ მზის კრემს მთელი სხეულის სრული ლოსირებისათვის, რაც დაახლოებით შეესაბამება 4 სუფრის კოვზს. ამასთანავე ლოსირება უნდა ხდებოდეს რეგულარულად, ვინაიდან ოფლიანობისას, ქსოვილთან შეხებისას, საცურაო აუზებზე ან ზღვაზე ბანაობისას მზის კრემი ცილდება კანს.
5. გარუჯვამდე ლოსირება
წაისვით კრემი გარუჯვამდე. წასმის შემდეგ მოიცადეთ 20-დან 30 წუთამდე სანამ მზეზე გახვალთ. საფუძველი: ზოგიერთი ულტრაიისფერი სხივების ფილტრი ნივთიერებები არ მოქმედებს მაშინვე. ზოგიერთის გახსნა კანზე დროის შეყოვნებით ხდება. ყურადღება მიაქციეთ განსაკუთრებით შუქმგრძნობიარე ნაწილებს, როგორიცაა ყურები, სახე, კისერი, ზურგი, ყელი და ასევე ფეხის გულები.
6. მზის გამოსხივებისაგან დაცვის შინაგანი საშუალებები
ლიტერატურაში გვირჩევენ მზის სხივებისგან დაცვისათვის მივიღოთ სხვადასხვა პრეპარატები. ეს რჩევები, უფრო ამ პრეპარატების გაყიდვების ზრდის სურვილით ჩანს მოწოდებული. საზოგადოდ, კარგია ვიტამინების, განსაკუთრებით E ვიტამინის მიღება.
7. არასერიოზული მზის კრემებისგან თავის არიდება
ბაზარზე დღეს, მზისაგან დამცავი უამრავი ლამაზად შეფუთული კრემია. მოერიდეთ გაურკვეველი ხარისხის, უცნობი კრემების გამოყენებას.
8. ტანსაცმელი იცავს
კანი, ასევე ეფექტურად, შეგიძლიათ ტანსაცმლის ქვეშაც დაიცვათ. გრძელი შარვალი, მაისური, ფარფლებიანი ქუდი კანს ეფექტურად იცავს ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისგან.
სხვადასხვა შემადგენლობისა და სისქის სამოსი, ულტრაიისფერი სხივებისაგან სხვადასხვა ხარისხით იცავს კანს. არსებობს სპეციალური ქსოვილებისაგან შეკერილი სამოსი, რომელთაც ულტრაიისფერი სხივებისაგან დაცვის მაღალი ხარისხი აქვთ.
დაცვის ხარისხი კოეფიციენტებით იზომება. ამგვარ ტანსაცმელს ეს კოეფიციენტი ყვითელი ლოგოთი აწერია, მაგალითად UPF 40+ (Ultraviolet Protection Factor).
9. არ დაგვავიწყდეს სათვალეები
თვალებსაც სჭირდება დაცვა მზის სხივებისგან. ატარეთ ამისათვის კარგი სათვალე. ასეთ სათვალეს თქვენ გამოარჩევთ CE -ნიშნით.
10. პირველი დახმარება მზის დამწვრობის დროს
როდესაც ვიღებთ მზის დამწვრობას, შემდგომ უნდა მოვერიდოთ მზეზე ყოფნას, სანამ სრულიად არ განიკურნება დამწვრობა. ტკივილის საწინააღმდეგო მედიკამენტები მხოლოდ ექიმის რჩევით უნდა მივიღოთ. სასურველია ასევე ბევრი სითხის მიღება, მაგალითად წყლის ან წვენების.
სოფო კამლაძე
Viewed 13969 times by 4774 viewers


