[print_thumbnail_slider]

მკურნალობა უცხოეთში


ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან” ნივთები, რომლებიც დაგჭირდებათ ზღვაზე დასვენებისას. იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები.

მთაში ყოფნისას ისეთი შეგრძნება გვეუფლება, თითქოს მზე ჩვენთან ძალიან ახლოსაა. ამიტომ, დაუძლეველი სურვილი გვიჩნდება, სწრაფად და ლამაზად გავირუჯოთ. თუმცა, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ერთი გარემოება: ყველაფერი წყალში რომ არ ჩაგვეყაროს, აუცილებლად უნდა დავიცვათ უსაფრთხოების რამდენიმე წესი; საქმე ისაა, რომ რაც უფრო ახლოს ვიმყოფებით მზესთან, მით მეტია მზის დარტყმისა და დამწვრობის რისკი.

რაც ყველაზე მთავარია, არ მოგატყუოთ ჰაერის ტემპერატურამ; მთისთვის დამახასიათებელი ცივი კლიმატი არ ამცირებს მზის აქტივობას.

საერთოდ, მთაში მზე ძლიერად ანათებს, რაც თვალებს ვნებს. ჯერ ერთი, ამის გამო, წამდაუწუმ თვალის მოჭუტვა გიწევთ, რამაც შესაძლოა, თვალების გარშემო ნაოჭები გაგიჩინოთ ან გააღრმავოს უკვე არსებული ნაოჭები. გარდა ამისა, ძლიერ მზეზე კანი სწრაფად შრება და ეს ყოველივე სულ ცოტა 10 წლით მაინც დაგაბერებთ. თუმცა, ამის გამო არ ღირს მთაში დასვენებასა და გარუჯვაზე უარის თქმა. ნებისმიერ შემთხვევაში თან უნდა იქონიოთ შავი მზის სათვალე, რომელიც დაგიცავთ ნაოჭების წარმოქმნისა და უფრო მეტი საშიშროებისგან – თვალების ანთებისგან.

გარუჯვის პროცესში, შესაძლოა, გასაგრილებლად სახეზე წყალი იპკუროთ, რაც მთაში მზით დამწვრობის ერთ–ერთი მიზეზია. ბუნებრივია, მზე ყველაზე მეტად სხეულის ღია ნაწილებზე – ხელებსა და სახეზე ზემოქმედებს. ამიტომ, რეკომენდებულია განიერფარფლებიანი ქუდის ტარება. ეს ხელს უშლის სახეზე მზის პირდაპირი სხივების აქტიურ შეხებას. ასევე აუცილებელია გრძელსახელოებიანი მაისურის ჩაცმა, რაც მზისგან დაცვის საუკეთესო საშუალებად ითვლება.

ნუ დაელოდებით მზის ზენიტში ასვლას, დამცავი კრემი აუცილებლად დილასვე წაისვით. თუ თქვენი სხეული გადახურდა და კანი გაგიწითლდათ, აუცილებლად მიიღეთ სათანადო ზომები. წინააღმდეგ შემთხვევაში, დასვენება გაფუჭდება.

თუ კანი გადახურდა, მაგრამ არ გაწითლდა, მაინც არ უნდა დაგვავიწყდეს ულტრაიისფერი სხივების კანზე მავნე ზემოქმედების ფაქტორი. ასეთ დროს შეგიძლიათ იხმაროთ დამარბილებელი, დამატენიანებელი და მკვებავი კრემები. დღეს მრავალი კოსმეტიკური სითეზური საშუალება არსებობს, რომლებიც მზის უარყოფით მოქმედებას ან გამოწვეულ დისკომფორტს ამცირებენ, ხელს უწყობენ თქვენს კომფორტს მზის აბაზანების მიღებისას და  დამწვრობის შემთხვევაში აგაცილებენ უარყოფით შედეგებს.  ჩვენ თანდათან შევეცდებით ყველა მათგანი გაგაცნოთ.

თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის

ექიმი ნონი თურმანიძე გვირჩევს: ”მზის აბაზანების მიღების შემდეგ, პროფილაქტიკისათვის თხლად წავისვათ ”თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის”. ”თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის” საუკუნეებით გამოცდილი, ბუნებრივი ინგრედიენტების შემცველი საშუალებაა”.

ექიმი  ნონი თურმანიძე ბრძანებს, ციტატის დასაწყისი: ,,თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის” საგრძნობლად ამცირებს გარუჯვითა და მზის დამწვრობით გამოწვეულ დისკომფორტს.  მალამოს თითოეული ბუნებრივი ინგრედიენტი აგრეთვე სასარგებლოა კანის მოვლისათვის და ხელს უწყობს სასურველი კოსმეტიკური ეფექტის მიღებას.

”თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის” მრავალი საუკუნეა გამოიყენება და არ გამოვლენილა  გვერდითი მოვლენები და ალერგიული  რეაქციები. ,,თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის” არაა რუჯის (ზაგარის) მისაღები საშუალება, მაგრამ რუჯის მიღების პირველივე დღეებში, სასურველია, მზის აბაზანების შემდგომ იგი პროფილაქტიკისათვის თხლად წაისვათ. მსუბუქი დამწვრობის შემთხვევაში კი, იმკურნალოთ ამ პრეპარატით”  – ციტატის დასასრული.

აქვე გთავაზობთ იმ ნივთების ჩამონათვალს, რომელიც აუცილებლად გამოგადგებათ ზღვაზე დასვენებისას.  მათი შეძენა შეგიძლიათ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონში“. შესაბამის განყოფილებაზე გასასვლელად იხილეთ ქვემოთ ამავე ფერის ტექსტები.

  1. <<საზღვაო ჩანთების განყოფილება>>
  2. <<საზღვაო ქოლგის განყოფილება>>
  3. <<საზღვაო დასაფენის განყოფილება>>
  4. <<საზღვაო სკამის განყოფილება>>
  5. <<საზღვაო პირსახოცების განყოფილება>>
  6. <<მზისგან დამცავი სპრეის განყოფილება>>
  7. <<მზისგან დამცავი კრემის განყოფილება>>
  8. <<ბიკინის განყოფილება>>
  9. <<მამაკაცის საცურაო შორტების განყოფილება>>
  10. <<სარონგის განყოფილება>>
  11. <<ქალის სანდლების განყოფილება>>
  12. <<მამაკაცის სანდლების განყოფილება>>
  13. <<ქალის საზღვაო შორტების განყოფილება>>
  14. <<მამკაცის საზღვაო შორტების განყოფილება>>
  15. <<მზისგან დამცავი სათვალეების განყოფილება>>
  16. <<წყლის სათვალეების განყოფილება>>
  17. <<საცურაო ქუდის განყოფილება>>
  18. <<ყურის საცობების განყოფილება>>
  19. <<ჩალის ქუდების განყოფილება>>
  20. <<ნაჭრის ქუდების განყოფილება>> 

 ___________________________________________

ბმები: 1. რუჯი >>> 2.  დასვენება, ტურიზმი, მედიცინა; 3. სტატიები თურმანიძის მალამოს შესახებ

..

 

Comments are closed.

vaka