[print_thumbnail_slider]

მკურნალობა უცხოეთში


 ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან” ნივთები, რომლებიც დაგჭირდებათ ზღვაზე დასვენებისას. იხილეთ ქვემოთ, ამავე ფერის ტექსტები. 
  1. <<საზღვაო ჩანთების განყოფილება>>
  2. <<საზღვაო ქოლგის განყოფილება>>
  3. <<საზღვაო დასაფენის განყოფილება>>
  4. <<საზღვაო სკამის განყოფილება>>
  5. <<საზღვაო პირსახოცების განყოფილება>>
  6. <<მზისგან დამცავი სპრეის განყოფილება>>
  7. <<მზისგან დამცავი კრემის განყოფილება>>
  8. <<ბიკინის განყოფილება>>
  9. <<მამაკაცის საცურაო შორტების განყოფილება>>
  10. <<სარონგის განყოფილება>>
  11. <<ქალის სანდლების განყოფილება>>
  12. <<მამაკაცის სანდლების განყოფილება>>
  13. <<ქალის საზღვაო შორტების განყოფილება>>
  14. <<მამკაცის საზღვაო შორტების განყოფილება>>
  15. <<მზისგან დამცავი სათვალეების განყოფილება>>
  16. <<წყლის სათვალეების განყოფილება>>
  17. <<საცურაო ქუდის განყოფილება>>
  18. <<ყურის საცობების განყოფილება>>
  19. <<ჩალის ქუდების განყოფილება>>
  20. <<ნაჭრის ქუდების განყოფილება>>

კანი სხეულის ზედაპირის საფარველია. მისი უმთავრესი ფუნქციაა შეინარჩუნოს ორგანიზმის ჰომეოსტაზი, გარემოს ყოველდღიური ზემოქმედების მიუხედავად. კანი ქმნის ბარიერს და იცავს ქვეშ მდებარე ქსოვილებს მიკროორგანიზმების, მავნე ნივთიერებებისა და რადიაციის ზემოქმედებისაგან; კანში ხდება (მასზე მზის სხივების ზემოქმედებისას) D ვიტამინის სინთეზი.

კანი და კანის დანამატები (თმა, ფრჩხილები, ბეწვი, ოფლისა და ქონის ჯირკვლები) ასაკთან ერთად ცვლილებებს განიცდიან. ადამიანის კანი სხეულის ყველაზე მძიმე ორგანოა, რომელზეც მოდის სხეულის წონის დაახლოებით 16 % და ფარავს 1,2-დან 2,3 კვადრატულ მეტრ ფართობს. იგი შეიცავს სამ შრეს ეპიდერმისს, დერმას (საკუთრივ კანს) და კანქვეშა ქსოვილებს.
რაც შეეხება სახის კანს – არსებობს სხვადასხვა ტიპის სახის კანი.

1. მშრალი; 2. ცხიმიანი; 3. ნორმალური და კომბინირებული

მშრალი კანი

ხასიათდება შემდეგნაირად: სიფრმკრთალე, აშკარად შესამჩნევი, შევიწროვებული ფორები. მშრალ კანზე ვერ ნახავთ თმას, ფერიმჭამელებს. მას არ გააჩნია ცხიმოვანი სიპრიალე.

ცხიმიანი კანი – ცხიმიანი კანისთვის დამახასიათებელია გახსნილი ფორები, განსაკუთრებით ცხვირზე, ღაწვებზე და ნიკაპზე. კანზე დიდი რაოდენობით აღინიშნება ცხიმიანი სიპრიალე. ხშირად ცხიმიან კანზე ჩნდება ჩირქოვანი გამონაყარი.

ნორმალური და კომბინირებული სახის კანი

ყოველთვის მკვრივი და ელასტიურია. იგი სადაა და ხავერდოვანი. თუმცა T-ზონა შედარებით ცხიმოვანია. (T-ზონა მოიცავს: ცხვირს, შუბლსა და ნიკაპს)

ნებისმიერი ტიპის სახის კანისთვის ძალიან ეფექტურია ხილი, თუმცა ისინი სხვადასხვაგვარად მოქმედებენ:

-გარგარი ამშვიდებს კანს;
– ბანანი ასწორებს და არბილებს კანს;
– მოცვი ავიწროებს ფორებს და კვებავს კანს;
– ატამი ასწორებს კანს და არბილებს, აძლევს სასიამოვნო ფერს;
– ატამი და ჟოლო ატენიანებს და კვებავს;
– ლიმონი ათეთრებს და ფორებს ავიწროებს;
– მოცხარი ავიწროებს ფორებს და კვებავს კანს;
– ქაცვი ახორცებს ჭრილობას, კვებავს და არბილებს კანს.

ზაფხული, ეს ის დროა როდესაც კანი წელიწადის სხვა დროებისგან განსხვავებით ყველაზე მეტად შიშველია. ამიტომ დიდი მნიშვნელობა აქვს იმას თუ როგორ გამოიყურება ჩვენი კანი.

რა სჭირდება ჩვენს კანს იმისათვის, რომ ყოველთვის ლამაზად გამოიყურებოდეს?

1. პირველ რიგში რა თქმა უნდა სწორი კვება, ვიტამინები, მინერალები, ხილი, ბოსტნეული;
2. მზეზე ყოფნა; ვიტამინი D, რომელიც მზის სხივების ზემოქმედებისას წარმოიქმნება, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისათვის, ამიტომ აუცილებელია ადამიანმა მიიღოს მზის აბაზანები, თუმცა,  აუცილებლად ზომიერად.
3. სხეულის მოვლის საშუალებები რომლებიც მეტ-ნაკლებად ნატურალური კომპონენტებით გამოირჩევა.
ამ პერიოდში, ზამთრის კრემებისგან განსხვავებით, უკვე გჭირდებათ დამატენიანებლები და ისეთი პროდუქტები, რომლებსაც აქვთ მზისგან მაღალი დამცავობის ფაქტორი.

მიიღეთ – ზეითუნის ზეთი, მწვანე ჩაი, სტაფილო, კენკროვანი ხილი, ორაგული, წყალი, ნუში, ავოკადო, ხაჭო.

მოერიდეთ – ცხიმიან და მარილიან საჭმელს, ზედმეტი რაოდენობით ნაყინის ჭამას, გაზიან სასმელს, ცომეულსა და მძიმე საკვებს, რადგან ამ პერიოდში ჯობია ორგანიზმის ენერგია სხვა რამეში დახარჯოთ, ვიდრე მოანდომოთ მძიმე საკვების გადამუშავებას

 ___________________________________________

ბმები: 1. რუჯი >>> 2.  დასვენება, ტურიზმი, მედიცინა; 3. სტატიები თურმანიძის მალამოს შესახებ

..

.

 

..

Comments are closed.

vaka