ენდოქირურგიული ქსოვილოვანი მომჭერი კრემალიერით

გადასვლა – ,,ქირურგიული ინსტრუმენტები”

ქსოვილების საფიქსაციო, სპეციალური დანიშნულების  ენდოქირურგიული ინსტურმენტი. (სურ. 4.9). აგებულებით გავს მაშას, მისგან განსხვავდება მხოლოდ ტუჩების ფორმით. (იხ. ბიოფსიური მაშა).

გამოიყენება 5მმ დიამეტრის ტროაკართან ერთად და   აღჭურვილია   ტუჩების მექანიკური საფიქსაციო მოწყობილობით (კრემალიერით). შედგება ორი მოძრავი თათით აღჭურვილი სამუშაო ბოლოთი, სახელურის და სარქვლიანი არხისაგან. ეს უკანასკნელი გამოიყენება ინსტრუმენტის გასარეცხად. (იხ. ენდოქირურგიული ინსრუმენტები). ანატომიური მომჭერი ‘’ვოლნა’’ განკუთვნილია ქსოვილების სათუთი ფიქსაციისთვის. შედგება ორი მოძრავი მოხრილთათიანი სამუშაო ბოლოს, ხრახნიანი სახელურისა და ინსტრუმენტის გამოსარეცხი სარქვლიანი არხისგან.

endoqirurgiuli_qsovilovani_momWeri

ინსტრუმენტების დისტრიბუტორებს ვთხოვთ მოგვაწოდონ სურათები და დამატებითი ინფორმაცია. საკონტაქტო ელფოსტა: mpifarm@gmail.com
.
<<<ინა გერდი
მომდევნო გვერდი>>>>