სამედიცინო ენციკლოპედია

მკურნალობა უცხოეთში

nostalgia

დასვენება, ტურიზმი, მედიცინა

იმისათვის, რომ სწორად შეარჩიოთ მზისგან დამცავი კრემი, აუცილებლად უნდა იცოდეთ რა ტიპის კანი გაქვთ. პირველი ტიპის შემთხვევაში მზისგან განსაკუთრებით ძლიერი დაცვაა საჭირო, ხოლო კანის ბოლო ტიპისას – მინიმალური. ამის გათვალისწინებით შეარჩიეთ შესაბამისი საშუალება.

  • 1 ტიპი: ღია ფერის თმები და ცისფერი ან მწვანე ფერის თვალები; ან წითური თმები და რძისფერი კანი;
  • 2 ტიპი: ქერა ან წითური ფერის თმა და მოყავისფრო ან ნაცრისფერი თვალები;
  • 3 ტიპი: წაბლისფერი თმა და საკმაოდ ღია ფერის კანი;
  • 4 ტიპი: მუქი ფერის თმა, თვალები, კანი –  შავგვგვრემანი.

თუკი დიდხანს აპირებთ მზის აბაზანების მიღებას, დამცავი საშუალება კარგად წაისვით იმ ადგილებზე, რომლებიც ყველაზე ხშირად იწვება. გახსოვდეთ, ნებისმიერი კრემის მოქმედების ხანგრძლივობა მაქსიმუმ 3 – 4 საათია; თუკი წყალში ბანაობთ (განსაკუთრებით ზღვის წყალში) მოქმედება კიდევ უფრო მცირეა.

კარგია, თუ გამოიყენებთ  სპეციალურ შამპუნსაც, რომელიც იცავს თმებს ულტრაიისფერი გამოსხივებისაგან.

სტატიაში გამოყენებულია მასალები  http://suntrap.ru/instruction.htm

Views Counter v.0.10 Viewed 4357 times by 1323 viewers

Comments are closed.

konsultaciebi

vaka