ცნობილია, რომ სინათლე შედგება ულტრაიისფერი, ხილული და ინფრაწითელი სხივებისგან. ულტრაიისფერი გამოსხივება ადამიანის ორგანიზმში იწვევს ისეთ ბიოლოგიურ პროცესებს, რომლებიც განაპირობებენ კანის პიგმენტაციას – რუჯს. გარუჯვის დროს სპეციალური უჯრედები – მელანოციტები, სითბური დარტყმის თავიდან ასაცილებლად, იწყებენ სპეციალური პიგმენტის – მელანინის გამომუშავებას. სწორედ მელანინის რაოდენობა განსაზღვრავს რუჯის ფერს. ამგვარად, ,,ჯანმრთელი რუჯი“ – ესაა კანის ბუნებრივი რეაქცია მზის სხივების ზემოქმედებაზე.
დასაშვებია.. ფრთხილად
ზოგიერთებს გარუჯვის პროცესი მეტად მარტივად წარმოუდგენიათ. უსაფრთხო რუჯის მისაღებად აუცილებელია რამდენიმე წესის დაცვა.
ადამიანის ორგანიზმზე მზის სხივების ზემოქმედება ორგვარია – ერთის მხრივ სასიკეთო, მეორეს მხრივ, საზიანოც კი შეიძლება აღმოჩნდეს. მაგალითად, მცირე დოზით ულტრაიისფერი სხივები ხელს უშლიან კიბოს უჯრედების წარმოქმნას, და პირიქით, – მზის აბაზანების ხანგრძლივი მიღება იწვევს მათ წარმოქმნასა და განვითარებას. მაშ როგორ განვსაზღვროთ ოქროს შუალედი? ეს საკმაოდ მარტივია. ყველაფერი დამოკიდებულია კანის ინდივიდუალურ ტიპზე. ზოგიერთები პლაჟზე ორი საათის ყოფნის შემდეგ სახლში ბრუნდებიან თანაბარი, ზომიერი რუჯით, ზოგიერთებისთვის კი მზეზე 15 წუთით ყოფნა მთავრდება კანის გაწითლებითა და ბუშტუკების წარმოქმნით.
დღეს მრავალი კოსმეტიკური სითეზური საშუალება არსებობს, რომლებიც მზის უარყოფით მოქმედებას ან გამოწვეულ დისკომფორტს ამცირებენ, ხელს უწყობენ თქვენს კომფორტს მზის აბაზანების მიღებისას და დამწვრობის შემთხვევაში აგაცილებენ უარყოფით შედეგებს. ჩვენ თანდათან შევეცდებით ყველა მათგანი გაგაცნოთ.
”თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის”.
ექიმი ნონი თურმანიძე გვირჩევს: ”მზის აბაზანების მიღების შემდეგ, პროფილაქტიკისათვის თხლად წავისვათ ”თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის”. ”თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის” საუკუნეებით გამოცდილი, ბუნებრივი ინგრედიენტების შემცველი საშუალებაა”. ექიმი ნონი თურმანიძე ბრძანებს, ციტატის დასაწყისი: ,,თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის” საგრძნობლად ამცირებს გარუჯვითა და მზის დამწვრობით გამოწვეულ დისკომფორტს. მალამოს თითოეული ბუნებრივი ინგრედიენტი აგრეთვე სასარგებლოა კანის მოვლისათვის და ხელს უწყობს სასურველი კოსმეტიკური ეფექტის მიღებას. ”თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის” მრავალი საუკუნეა გამოიყენება და არ გამოვლენილა გვერდითი მოვლენები და ალერგიული რეაქციები. ,,თურმანიძის მალამო დამწვრობისათვის” არაა რუჯის (ზაგარის) მისაღები საშუალება, მაგრამ რუჯის მიღების პირველივე დღეებში, სასურველია, მზის აბაზანების შემდგომ იგი პროფილაქტიკისათვის თხლად წაისვათ. მსუბუქი დამწვრობის შემთხვევაში კი, იმკურნალოთ ამ პრეპარატით” - ციტატის დასასრული.
ამგვარი წესების დაცვით, თქვენ სასიამოვნოდ და, რაც მთავარია, უსაფრთხოდ გაატარებთ შვებულებას ზღვისპირეთში და სახლში დაბრუნდებით მომხიბვლელი რუჯით.
სტატიაში გამოყენებულია მასალები http://suntrap.ru/instruction.htm
_________________________________________








