ბუასილის პროფილაქტიკა

ბუასილის პროფილაქტიკა

ბუასილის პროფილაქტიკის დროს საჭიროა გვახსოვდეს ორი ოქროს წესი:

  1. ნებისმიერი დაავადების, მათ შორის ბუასილის  პროფილაქტიკა გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე მისი განკურნება
  2. არასდროს არ დაკავდეთ თვითმკურნალობით, ჯობს ჩაიტაროთ ბუასილის პროფილაქტიკა.

ბუასილის პროფილაქტიკის ძირითადი წესები

➤ ბუასილის პროფილაქტიკის პირველი წესი – ნუ იქნებით მჯდომარე რეჟიმში დიდხანს.

ბუასილის პროფილაქტიკა,,მჯდომარე“ სამსახური იწვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას, ვენური სისხლის შეგუბებას მცირე მენჯის ღრუში და ხელს უწყობს  ბუასილის განვითარებას.
თუ სამსახურის გამო გიწევთ დიდხანს ჯდომა, ხშირად გააკეთეთ ხანმოკლე შესვენებები.
შესვენებისას შეასრულეთ მარტივი ფიზიკური ვარჯიშები, ან იარეთ.
არ გამოიყენოთ ეს დრო მოსაწევად. მოწევა არ არის ბუასილის პროფილაქტიკა.
თუ შესვენების მოწყობა შეუძლებელია, მაშინ პერიოდულად დაძაბეთ და მოადუნეთ დუნდულები.
რეგულარულად ივარჯიშეთ, კარგია ცურვა და ფეხით სიარული.
რეგულარულად ავარჯიშეთ პრესისა და შორისის კუნთები.
თუმცა  სპორტის ყველა სახეობა არ არის სასარგებლო ბუასილის პროფილაქტიკისათვის.
უკუნაჩვენებია მენჯის კუნთების გადაღლა.
ამიტომ არ შეიძლება ისეთი ვარჯიშები, როდესაც ძალა გამოიყენება.
ასევე სასარგებლო არ არის  ველოსიპედით სიარული და ჯირითი.

➤ ბუასილის პროფილაქტიკის მეორე წესი – დაიცავით პერიანალური სივრცისა და შორისის მიდამოს ჰიგიენა.

  1. შეეცადეთ იხმაროთ რბილი მრავალშრიანი ტუალეტის ქაღალდი.
  2. არ შემოსაზღვროთ მხოლოდ ტუალეტის ქაღალდის გამოყენებით.
  3. აუცილებლად ჩაიბანეთ ცივი წყლით, დეფეკაციის შემდეგ.
  4. ასევე ზედმეტი არ იქნება კალიუმის პერმანგანატის (ღია ვარდისფერი ხსნარი) 1,5-2 წუთიანი გრილი აბაზანები

➤ ბუასილის პროფილაქტიკის მესამე წესი – სწორი კვება – ბუასილის მკურნალობისა და პროფილაქტიკის აუცილებელი ფაქტორია.

  1. კუჭ-ნაწლავის დაცლის პროცესის ნებისმიერი გადახრა (ყაბზობა, დიარეა) ხელს უწყობს დაავადების გამწვავებას.
  2. ყაბზობა – ბუასილისა და ანალური ნაპრალების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ყველაზე ხშირად ბუასილი ემართება მათ, ვისაც ყაბზობა აწუხებს.

➤ ბუასილის პროფილაქტიკის მეოთხე წესი –   მოერიდეთ ალკოჰოლს, მწარე და მარილიან საჭმელს.

  1. ბუასილის საწინააღმდეგო დიეტის აუცილებელი პირობაა კვების რაციონიდან მწარე, ცხარე, შემწვარი, შებოლილი და ამგვარი პროდუქტების, ასევე ძლიერი ალკოჰოლური სასმელების გამორიცხვა.
  2. ალკოჰოლი აძლიერებს სისხლის მიმოქცევას პერიანალურ სივრცეში, რამაც შეიძლება გაამწვავოს სისხლდენები.
  3. მწარე და მარილიანი საკვები იწვევს პერიანალური სივრცის გაღიზიანებასა და დაავადების გამწვავებას.

➤ ბუასილის პროფილაქტიკის  მეხუთე წესი – მიიღეთ თბილი აბაზანა

აბაზანის მიღება-ბუასილის პროფილაქტიკის ძალიან ეფექტური საშუალებაა. კარგად არეგულირებს ანალურ მიდამოში სისხლის მიმოქცევას, ამცირებს ტკივილს  და უზრუნველყოფს ამ მიდამოს სისუფთავეს.

➤ ბუასილის პროფილაქტიკის მეექვსე წესი – მოერიდეთ  გადაცივებას

გადაცივებამ შეიძლება გამოიწვიოს სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რაც იწვევს ბუასილის განვითარებას ან მის გამწვავებას (თრომბოზი, ძლიერი ტკივილები).

➤ ბუასილის პროფილაქტიკის  მეშვიდე წესი – მოერიდეთ ხანგრძლივ ჭინთვას დეფეკაციისას;

ხანგრძლივი და ძლიერი ჭინთვები დეფეკაციისას ასევე ხელს უწყობს რექტალური სისხლდენებისა და ბუასილის განვითარებას.

➤ ბუასილის პროფილაქტიკის მერვე წესი –  მცირე მენჯის ღრუში ვენური შეგუბების შესამცირებლად,  ორსულებს ურჩევენ ყოველდღიურ ვარჯიშს, ფეხით სიარულს, რაციონალურ დიეტას, ყაბზობის პროფილაქტიკისათვის.

➤ ბუასილის პროფილაქტიკის  მეცხრე წესი – ყურადღება მიაქციეთ თქვენს წონას

ქვედა კიდურებზე ზეწოლის გამო, ჭარბწონიან ადამიანებს უფრო მეტი პრობლემა აქვთ ბუასილთან დაკავშირებით, ასევე ვარიკოზულ ვენებთან.

➤ ბუასილის პროფილაქტიკის  მეათე წესი – დროულად მიდით ექიმთან სწორი დიაგნოზის დასასმელად!

ნუ დაკავდებით თვითდიაგნოსტიკითა და თვითმკურნალობით და ბუასილზე მცირედი ეჭვის გაჩენისთანავე მიმართეთ ექიმს.
ზოგჯერ სწორი ნაწლავის კიბო ,,ინიღბება“ ბუასილის სახით (მსგავსი სიმპტომების გამო) და ავადმყოფი დიაგნოზის შესახებ შეიტყობს გვიან, როდესაც მედიცინა უკვე უძლურია.
მოყვანილი რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია როგორც ბუასილის პროფილაქტიკისთვის, ასევე ბუასილით დაავადებული ადამიანებისთვის.


ვარჯიში ბუასილის პროფილაქტიკისთვის 

სპეციალისტების მიერ დამუშავებულია ვარჯიშების  მუცლის პრესისთვის, დუნდულოებისა და შორისის კუნთებისთვის.
ეს ვარჯიშები აუმჯობესებენ სისხლის მიმოქცევას მცირე მენჯის მიდამოში, უზრუნველყოფენ შეგუბებითი მოვლენების არიდებას, ასტიმულირებენ კუჭ-ნაწლავს, უზრუნველყოფენ აირების განდევნას.
კომპლექსი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვისაც მჯდომარე რეჟიმის სამსახური აქვთ, მეტწილად კომპიუტერთან.

  1. დადექით გადაჯვარიდინებული ფეხებით და რიტმულად დაძაბეთ დუნდულოებისა და ანალური ხვრელის კუნთები;
  2. დაჯექით მაგარ სკამზე, კორპუსი წაწიეთ წინ, რიტმულად დაძაბეთ ანალური ხვრელის კუნთები.
  3. დაწექით ზურგზე მოხრილი მუხლებით, ტერფებზე ზეწოლით, რომლებიც განლაგებულია მხრების სიფართეზე, აიზიდეთ იატაკიდან და აწიეთ მენჯი.
  4. დაწექით ზურგზე და  აწიეთ და დაუშვით გასწორებული ფეხები
  5. ზურგზე დაწოლილმა, ამოძრავეთ ფეხები – გაშალეთ ფეხები, შემდეგ მიუახლოვეთ და გადააჯვარედინეთ, როგორც მაკრატელი.
  6. ზურგზე დაწოლილმა აწეული ფეხები ამოძრავეთ, როგორც ველოსიპედზე სიარულისას.
  7. ზურგზე დაწოლილმა, მუხლებში მოკეცილი ფეხები მოხარეთ მუცლისკენ.
  8. მუცელზე დაწოლილმა მუხლებზე ზეწოლით, ხელები და იდაყვები მორიგეობით ორ მხარეზე, მენჯი ატრიალეთ ისე, რომ დუნდულები შეეხონ იატაკს.

ვარჯიშები უნდა შესრულდეს 2-3 ჯერ დღეში, 10-15 წუთის განმავლობაში.
ვარჯიშების გარკვეული  ნაწილის შესრულება შესაძლებელია სამსახურსიც – ვარჯიშები, რომელიც სრულდება დგომით ან ჯდომით მდგომარეობაში).


ბუასილის პროფილაქტიკაარჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 ნებისმიერი დაავადების, მათ შორის ბუასილის პროფილაქტიკა გაცილებით უფრო ადვილია, ვიდრე მისი განკურნება
❗️ არასდროს არ დაკავდეთ თვითმკურნალობით, ჯობს ჩაიტაროთ ბუასილის პროფილაქტიკა

1️⃣ ბუასილის პროფილაქტიკის პირველი წესი – ნუ იქნებით მჯდომარე რეჟიმში დიდხანს
🩸 ,,მჯდომარე“ სამსახური იწვევს სისხლის მიმოქცევის დარღვევას, ვენური სისხლის შეგუბებას მცირე მენჯის ღრუში და ხელს უწყობს ბუასილის განვითარებას
2️⃣ ბუასილის პროფილაქტიკის მეორე წესი – დაიცავით პერიანალური სივრცისა და შორისის მიდამოს ჰიგიენა:
✔️ შეეცადეთ იხმაროთ რბილი მრავალშრიანი ტუალეტის ქაღალდი;
✔️ არ შემოსაზღვროთ მხოლოდ ტუალეტის ქაღალდის გამოყენებით – აუცილებლად ჩაიბანეთ ცივი წყლით, დეფეკაციის შემდეგ;
✔️ ასევე ზედმეტი არ იქნება კალიუმის პერმანგანატის 1,5-2 წუთიანი გრილი აბაზანები
3️⃣ ბუასილის პროფილაქტიკის მესამე წესი – სწორი კვება
➡️ კუჭ-ნაწლავის დაცლის პროცესის ნებისმიერი გადახრა (ყაბზობა, დიარეა) ხელს უწყობს დაავადების გამწვავებას;
➡️ ყაბზობა – ბუასილისა და ანალური ნაპრალების განვითარების ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორია. ყველაზე ხშირად ბუასილი ემართება მათ, ვისაც ყაბზობა აწუხებს
👉 გაიგეთ მეტი ბუასილის პროფილაქტიკის სხვა ხერხებზე არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3C5TEZR
#ბუასილი #ბუასილისმკურნალობა #ბუასილისპროფილაქტიკა #რჩევებიბუასილისდროს #სწორიკვება #შორისისჰიგიენა #ბოჭკოვანისაკვები #ვარჯიში #ჰიდრატაცია #რჩევებიბუასილისსამკურნალოდ #ბუასილისპროფილაქტიკისმეთოდები #ყაბზობა #შეკრულობა #შეკრულობადაბუასილი #ბუასილისსიმპტომები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

არჩილ შენგელია
საავტორო უფლებები დაცულია


ბმები:
კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი,ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი

..