ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი

ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი

განვიხილოთ თუ რას წარმოადგენს ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი. მკურნალობის გარეშე ბუასილი ზოგჯერ გართულებას იწვევს. ჰემოროიდულ კვანძებში შეიძლება სისხლი შეგუბდეს (თრომბი).

სიმპტომები, მიმდინარეობა

თუ ბუასილი გართულდა თრომბოზამდე, ამ დროს ანალური ხვრელის ვენებში ირღვევა სისხლის მიმოქცევა, მატულობს წნევა, სისხლი აწვება ქსოვილებს, იწვევს მტკივნეულ შეშუპებას, რომლის აღმოჩენა ავადმყოფს ხელითაც შეუძლია.
გარდა ამისა,  ვითარდება ყაბზობა, მატულობს ტემპერატურა. ანალური ხვრელის მიდამოში განირჩევა მკვრივი ჰემოროიდული კვანძები, რომლებიც მოჭერისას ლურჯ შეფერილობას იძენს.

მკურნალობა

ასეთი უსიამოვნო გამოვლინებების მიუხედავად, ბუასილის დროს თრომბოზი ჩველებრივ გაიწოვება რამდენიმე დღეში, ქრება ტკივილიც.
გაწოვას ხელს უწყობს ცხელი აბაზანები ერთი საათის განმავლობაში (ორჯერ დღეში), მალამოები და სანთლები. ტკივილი სასწრაფოდ რომ შემსუბუქდეს, ექიმს შეუძლია გაკვეთოს თრომბოზირებული ვენა და ამოკვეთოს მასში წარმოქმნილი თრომბი.
ეს ძალიან ადვილი და თითქმის უმტკივნეულო ოპერაციაა, ხოლო მისი შედეგი რადიკალურია.

არჩილ შენგელია. საავტორო უფლებები დაცულია


ჰემოროიდული კვანძების თრომბოზიარჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

💊 მკურნალობის გარეშე ბუასილი ზოგჯერ გართულებას იწვევს – ჰემოროიდულ კვანძებში გუბდება სისხლი და ვითარდება თრომბი
🔴 თუ ბუასილი გართულდა თრომბოზამდე, ამ დროს:
✔️ ანალური ხვრელის ვენებში ირღვევა სისხლის მიმოქცევა;
✔️ მატულობს წნევა;
✔️ სისხლი აწვება ქსოვილებს და იწვევს მტკივნეულ შეშუპებას, რომლის აღმოჩენა ავადმყოფს ხელითაც შეუძლია
🚽 გარდა ამისა, ვითარდება ყაბზობა
🌡 მატულობს ტემპერატურა
🔵 ანალური ხვრელის მიდამოში განირჩევა მკვრივი ჰემოროიდული კვანძები, რომლებიც მოჭერისას ლურჯ შეფერილობას იძენს
🩺 ასეთი უსიამოვნო გამოვლინებების მიუხედავად, ბუასილის დროს თრომბოზი ჩველებრივ გაიწოვება რამდენიმე დღეში, ქრება ტკივილიც
💢 გაწოვას ხელს უწყობს:
➡️ ცხელი აბაზანები ერთი საათის განმავლობაში (ორჯერ დღეში);
➡️ მალამოები;
➡️ სანთლები
👉 გაიგეთ მეტი არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3P6laJw

#ჰემოროი #ჰემოროიდულიკვანძები #ჰემოროიუდლიკვანძებისთრომბოზი #ბუასილი #ბუასილისნიშნები #ბუასილისსიმპტომები #ტკივილიდეფეკაციისდროს #ანალურიქავილი #ანალურიშეშუპება #სისხლდენადეფეკაციისდროს #ბუასილისმკურნალობა #თრომბოზი #თრომბისგაწოვა #პროქტოლოგია #პროქტოლოგიურიდაავადებები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


ბმები:
კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი,ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი

.

…..