ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში

ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში

ბავშვებში ბუასილის განვითარების ძირითადი მიზეზები, მისი პროფილაქტიკა. სპეციალური პოსტი სამედიცინო ინტერნეტ–ქსელის medgeonet ბაზაზე >>>

ბავშვთა ასაკში ბუასილი (ჰემოროი) ძალზედ იშვიათი დაავადებაა.  მოცემული სიტუაცია აიხსნება იმით, რომ ბავშვები როგორც წესი, არ შედიან რისკ ჯგუფში, რომლის კრიტერიუმებია: ნაკლებად მოძრავი ცხოვრების წესი, მძიმე ფიზიკური დატვირთვა,  ცხარე საკვების ბოროტად გამოყენება, წინასწარგანწყობა მავნე ჩვევებისადმი. ყველა ეს არასასურველი ფაქტორები თავს იჩენს უკვე მოზრდილ ასაკში, თუმცა მიუხედავად ამ მოსაზრებებისა, აღნიშნული პრობლემა ზოგ შემთხვევაში მაინც გვხვდება ბავშვებში. 

რის გამო შეიძლება განვითარდეს ბავშვებში ჰემოროი?

1.  14-16 წლის მოზარდებში, დაავადების გამომწვევი მიზეზები მოზრდილთა ანალოგიურია, სადაო არაა, რომ დღეისათვის ბავშვები უფრო ნაკლებად მოძრაობენ, ხანგრძლივად იმყოფებიან მჯდომარე მდგომარეობაში ტელევიზორისა თუ კომპიუტერის წყალობით. ჰიპოდინამია თავის მხრივ აპროვოცირებს ნივთირებათა ცვლის, საჭმლის მონელებისა და  სისხლის მიმოქცევის დარღვევას – შედეგად კი ბუასილის (ჰემოროის) განვითარებას.

2.  ზოგიერთი სპეციალისტი მიუთითებს, რომ ბუასილის (ჰემოროის) განვითარება შესაძლოა იყოს გენეტიკურად განპირობებული. შესაბამისად, თუ მშობლებს აღენიშნებოდათ ჰემოროი, დიდი ალბათობით გამოვლინდება ბავშვშიც. თუმცა ეს თეორია ჯერ-ჯერობით პრაქტიკული გამოცდილებით არ არის განმტკიცებული.

3.  ბავშვებში ბუასილის (ჰემოროის) განვითარების ყველაზე დამაჯერებელი მიზეზია არასწორი დეფეკაცია, რაც თავის მხრივ წარმოიქმნება არაბალანსირებული კვების ან  ჰიგიენის დარღვევით. ასევე უარყოფითად მოქმედებს დიდი ხნით ქოთანზე ჯდომა, რადგანაც  ირღვევა სისხლის მიმოქცევა მენჯის ღრუში.

ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში შესაძლოა განვითარდეს თანდათანობით: „ინკუბაციური პერიოდი“ შესაძლოა გაგრძელდეს ძალიან დიდხანს, რამდენიმე წელიწადიც კი.  დააავადების ასეთი მიმდინარეო­ბისას ხდება ანორექტალური მიდამოს სისხლძარღვების გაფართოება, თუმც  ფარულად მიმდინარეობს. გაფართოებული ვენები ან გადიდებული კვანძები მხოლოდ მაშინ ხდება  შესამჩნევი, როდესაც ბავშვი სპეციალურად იჭინთება. ბავშვი არ უჩივის არც  ტკივილს, არც რაიმე სახის დისკომფორტს, თუმცა დაავადება უკვე აღმოცენებულია და ადრე თუ გვიან იჩენს თავს.

თუ თქვენი პირმშოს დათვალიერებისას  აღმოაჩინეთ ანუსის მიდამოში შემსხვილება, ნუ ატეხავთ პანიკას. შესაძლოა ეს სულაც არ აღმოჩნდეს ჰემოროი. მსგავსი სიმპტომები აღინიშნება სწორი ნაწლავის პათოლოგიის დროსაც, კერძოდ კი სწორი ნაწლავის გამოვარდნის, კისტის არსებობისას. დიფერენცირებისათვის აუცილებელია დაუყონებლივ მიმართოთ ექიმ-პროქტოლოგს.

ბუასილის (ჰემოროის) პროფილაქტიკისათვის ბავშვებში მივმართავთ იგივე ღონისძიებებს, რასაც მოზრდილებში, რასაც მიეკუთვნება ცხოვრების აქტიური წესი, სწორი კვება, რაც ხელს შეუშლის  შეკრულობისა და დიარეის განვითარებას, ასევე ანალური მიდამოს ჰიგიენის დაცვა. ბუასილის (ჰემოროის) განკურნება გაცილებით იოლია დაავადების პირველ სტადიაზე, ვიდრე საჭირო გახდება ქირურგიული ჩარევა!

  არჩილ შენგელია საავტორო უფლებები დაცულია

ბმები:
კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი, ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსიბავშვი

….

…..