ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია

ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაციის მოქმედების მექანიზმი

ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაციაჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია – ბუასილის  მკურნალობის თანამედროვე მეთოდს წარმოადგენს. მას საფუძვლად უდევს ჰემოროდულ კვანძთან პათოლოგიური არტერიული სისხლის მიდენის შემცირება.
ულტრაბგერითი დოპლერომეტრიის კონტროლის ქვეშ ექიმი განსაზღვრავს სწორი ნაწლავის ლორწქვეშა შრეში ჰემოროიდალური არტერიების საბოლოო ტოტებს, რომელიც კვებავს ჰემოროიდულ კვანძებს, ახდენს მათ „შეხვევას“, რაც საბოლოოს ჯამში იწვევს მათ მოცილებას,  ჰემოროიდული კვანძების დაცარიელებასა და ბუასილის სიმპტომების გაქრობას.


დეზარტერიზაციის დასახელებები და მოდიფიკაციები


დეზარტერიზაციის უპირატესობები (HAL-RAR მეთოდი):

  • ახდენს ჰემოროის მიზეზის მოცილებას – ჰემოროიდული კვანძების პათოლოგიურ სისხლსავსეობას.
  • სწორი ნაწლავის სიხლის მიმოქცევის სისტემაში ნორმალური სისხლის მიმოქცევის აღდგენას.
  • პროცედურას ხელს არ უშლის სწორი ნაწლავის თანმხლები დაავადებების არსებობა.
  • ოპერაცია ერთ ეტაპად მიმდინარეობს და გრძელდება დაახლობით  ნახევარი საათი.

ოპერაცია ტარდება ამბულატორიულად, სხვადასხვა ტიპის ანესთეზიის ქვეშ. ოპერაციის შემდეგ პაციენტი რჩება მედპერსონალის  მეთვალყურეობის ქვეშ საშუალოდ 12 საათი. შემდეგ შეუძლია წავიდეს სახლში. შრომისუნარიანობა აღდგება 1-2 დღეში.

რეკომენდაცია პაციენტებს

  • ოპერაციიდან 2 კვირის განმავლობაში უნდა იქნეს დაცული სამკურნალო დაცვითი რეჟიმი, თავი უნდა მოარიდოთ: სიმძიმეების აწევას (არაუმეტეს 5კგ.), ფიზიკურ დატვირთვას, ცხელ შხაპს,  საუნას, აუზს, არ უნდა მიიღოთ ასპირინი და მისი შემცველი პერეპარატები.
  • ერთი თვის განმავლობაში უნდა გამოირიცხოს საკვები რაციონიდან დამარილებული, ცხარე კერძები და ალკოჰოლი
  • რეგულარულად მიმართოთ ექიმ-პროქტოლოგს
  • მიიღოთ ექიმის მიერ რეკომენდებული პრეპარატები, რომლებიც ახდენს მსხვილი ნაწლავის მუშაობის ნორმალიზებას და დაიცვათ ექიმის მიერ გაცემული სხვა რეკომენდაციები.

არჩილ შენგელია. საავტორო უფლებები დაცულია


 

დეზარტერიზაციაარჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 დეზარტერიზაცია ერთ-ერთი ინოვაციური მეთოდია ბუასილის ქირურგიულ მკურნალობაში
✂️ ამ მეთოდის არსია ჰემოროიდული არტერიების გადაკვანძვა

🩸 დეზარტერიზაციის ძირითადი უპირატესობაა ნაიარევისა და სისხლდენის არარსებობა, ასევე ხანმოკლე რეაბილიტაციის პერიოდი – 4-5 დღე
💬 ამას გარდა, ეს მეთოდი ახდენს:
✅ ჰემოროის მიზეზის მოცილებას – ჰემოროიდული კვანძების პათოლოგიურ სისხლსავსეობას;
✅ სწორი ნაწლავის სიხლის მიმოქცევის სისტემაში ნორმალური სისხლის მიმოქცევის აღდგენას;
✅ პროცედურას ხელს არ უშლის სწორი ნაწლავის თანმხლები დაავადებების არსებობა;
✅ ოპერაცია ერთ ეტაპად მიმდინარეობს და გრძელდება დაახლობით ნახევარი საათი
🌐 გაიგეთ მეტი ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაციაზე არჩილ შენგელიას სტატიებიდან:
🔗 https://bit.ly/3Q40Dq6
🔗 https://bit.ly/3A255Aa
#დეზარტერიზაცია #ჰემოროიდალურიარტერიებისლიგირება #რაარისდეზარტერიზაცია #ბუასილი #ჰემოროი #ბუასილისმკურნალობა #ბუასილისოპერაციულიმკურნალობა #არტერიებისგადაკვანძვა #დეარტერიზაციისუპირატესობები #დეზარტერიზაციისჩვენებები #ოპერაციანაიარევისგარეშე #სისხლდენისარარსებოობა #ბუასილისმიზეზები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


ბმები:
კოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი,ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი