შეკრულობის მკურნალობა

შეკრულობის მკურნალობა –  მკურნალობაში ძირითად როლს თამაშობს კვებითი რაციონის შემადგენლობა. ავადმყოფმა უნდა იცოდეს, რომელი პროდუქტები უწყობს ხელს ნაწლავის დაცლასა და პირიქით, რომელი აყოვნებს ამ პროცესს.

ნაწლავის დაცლას ხელს უწყობს:

შავი პური, ახალი  ხილი და ბოტნეული, გამხმარი  ხილი, წიწიბურას, შვრიის, ქერის ბურღულეული, ხორცი დიდი რაოდენობით შემაერთებელი ქსოვილის შემცველობის გამო, წნილები, მარინადები;
უალკოჰოლო სასმელები (მინერალური წყლები, ლიმონათი, წვენები), ლუდი, არაჟანი, ნაღები; მჟავე რძის პროდუქტები; თეთრი ღვინო.

ნაწლავის დაცლას აყოვნებს:

ტანინების შემცველი პროდუქტები – მშრალი მოცვი, მაგარი შავი ჩაი, კაკაო, ნატურალური წითელი ღვინო (კაგორი  და სხვ.).
საკვები გახეხილი სახით, წებოვანი კონსტიტენციის საკვები ნივთიერებები (ლორწოვანი სუპები, ფაფები, განსაკუთრებით მანანის ბურღულის და ბრინჯის).

საკვები რაციონის შედგენა

შეკრულობის მკურნალობაშეკრულობის (ყაბზობის) დროს კვებითი რაციონის შედგენისაას უნდა გავითვალისწინოთ პროდუქტებში საკვები ბოჭკოების შემცველობა.
მუცლის შებერილობის დროს საკვებში დიდი რაოდენობით უხეში ბოჭკოების შემცველობა 2-ჯერ ზრდის აირების გამოყოფას, ვიდრე ზომიერი შემცველობისას და დაახლოებით 5-ჯერ მეტად ვიდრე თხიერი, ერთფეროვანი, ბოჭკოებით ღარიბი დიეტის დროს.
ერთდროულად შეკრულობისა (ყაბზობის) და მუცლის შებერილობის დროს ზღუდავენ ან საერთოდ გამორიცხავენ  კვებითი რაციონიდან ბოჭკოებით მდიდარ პროდუქტებს.
ასევე  საერთოდ ამოღებულ უნდა იქნეს აირების წარმოქმნის ხელშემწყობი – ლობიოს, კომბოსტოს, ისპანახის, მჟაუნასგან  დამზადებული კერძები.
რაც შეეხება ხილის წვენებს არ უნდა გამოვიყენოთ ვაშლისა და ყურძნის წვენები.
შეკრულობის (ყაბზობის) დროს, როდესაც მკვეთრადაა გამოხატული ნაწლავის პერისტალტიკა, სპასტიკური ხასიათის ტკივილები, უჯრედისით მდიდარი პროდუქტები კიდევ უფრო აძლიერებს ტკივილს. ასეთ დროს პირველ ეტაპზე გამოიყენება საკვები ბოჭკოებით ღარიბი  დიეტა.

მკურნალობის სხვა მეთოდები

ნაწლავის სპაზმური შეკუმშვის ლიკვიდაციის მიზნით ინიშნება ანტისპასტიური მედიკამენტები, თანდათანობით კი ხდება კვებით რაციონში უჯრედისის დამატება. შეკრულობის (ყაბზობის) დროს ძალიან ეფექტურია შავი ქლიავი, რადგანაც მასში საკვები ბოჭკოების (0.5 გრ/100 გრ)  სიმცირის მიუხედავად დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილი   ორგანული მჟავები, რაც ხელს უწყობს ნაწლავის დაცლას.
შავი ქლიავი რეკომენდებულია ნებისმიერი სახით, მათ შორის ნაყენი და პიურე მომზადებული მშრალი ხილისაგან.
ნაწლავთა ევაკუაციის შენელებისას ხდება განავლოვანი მასების გამოშრობა, რაც თავის მხრივ აძნელებს მათ გადაადგილებას მსხვილ ნაწლავში, სწორედ ამიტომ თუ არაა რაიმე სახის უკუჩვენება (გულის დაავადებები, შეშუპებები), შეკრულობის (ყაბზობის) დროს აუცილებელია სითხის დიდი რაოდენობით მიღება, დაახლოებით 1.5-2 ლ დღეში.
დიდი მნიშვნელობა აქვს კვების სწორი რეჟიმის დაცვას. საკვების მიღება უნდა მოხდეს დღეში  არანაკლებ ხუთჯერ, დაუშვებელია კვებათა შორის დიდი ინტერვალის არსებობა.
შეკრულობის (ყაბზობის) დროს ნაჩვენებია მინერალური წყლები.
ნაწლავის  მოტორული მოქმედების დაქვეითებისას, რაზეც მიუთითებს განავლის დიდი რაოდენობით არსებობა, რეკომენდირებულია მინერალური წყალი.
შეკრულობის (ყაბზობის) დროს ნაწლავთა კუმშვითი მოქმედების გაძლიერებისას, მუცლის არეში ტკივილის არსებობისას უპირატესობა ენიჭება თბილ მინერალურ წყალს.


შეკრულობის მკურნალობაარჩილ შენგელიას პოსტის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 შეკრულობის მკურნალობაში ძირითად როლს თამაშობს კვებითი რაციონის შემადგენლობა
🟢 ნაწლავის დაცლას ხელს უწყობს:

✔️ შავი პური;
✔️ ახალი ხილი და ბოტნეული;
✔️ გამხმარი ხილი;
✔️ წიწიბურას, შვრიის, ქერის ბურღულეული;
✔️ უალკოჰოლო სასმელები
✔️ მჟავე რძის პროდუქტები
🔴 ნაწლავის დაცლას აყოვნებს:
➡️ მშრალი მოცვი;
➡️ მაგარი შავი ჩაი;
➡️ კაკაო;
➡️ ნატურალური წითელი ღვინო;
➡️ საკვები გახეხილი სახით;
➡️ წებოვანი კონსტიტენციის საკვები ნივთიერებები
💊 ნაწლავის სპაზმური შეკუმშვის ლიკვიდაციის მიზნით ინიშნება ანტისპასტიური მედიკამენტები, თანდათანობით კი ხდება კვებით რაციონში უჯრედისის დამატება
🍽 დიდი მნიშვნელობა აქვს კვების სწორი რეჟიმის დაცვას – საკვების მიღება უნდა მოხდეს დღეში არანაკლებ ხუთჯერ, დაუშვებელია კვებათა შორის დიდი ინტერვალის არსებობა
👉 გაიგეთ მეტი შეკრულობის მკურნალობის მეთოდებზე არჩილ შენგელიას სტატიიდან – https://bit.ly/3BTaZVw
#შეკრულობა #ყაბზობა #შეკრულობისმკურნალობა #ყაბზობისმკურნალობა #ნაწლავისდაცლა #დიეტისნორმალიზება #ოყნისგამოყენება #ანტისპაზმურისაშუალებები #წყლისდალევა #ფიზიკურიაქტივობა #აბუსალათინისზეთი #გოგრისთესლი #სელისთესლი #სედატიურისაშუალებები #მუცლისმასაჟი #როგორვუმკურნალოშეკრულობას #სასარგებლოსაკვები #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10

 არჩილ შენგელია
საავტორო უფლებები დაცულია


ბმები:  შეკრულობაკოლოპროქტოლოგია, ბუასილი, მწვავე ბუასილი, ქრონიკული ბუასილი, ჰემოროიდული კვანძები, ჰემოროიდული კვანძების თრომბოზი, ანალური ნაპრალი, ბუასილის (ჰემოროის) ნიშნები, სისხლდენა სწორი ნაწლავიდან, პარაპროქტიტი,ანალური ქავილი, პერიანალური დერმატიტი, პროქტიტი, ბუასილის პროფილაქტიკა, ბუასილი და კვება, ბუასილი. ფიტოთერაპია, ბუასილის ქირურგიული მკურნალობა, სკლეროთერაპია, ინფრაწითელი კოაგულაცია, ლიგირება ლატექსის რგოლებით, კრიოთერაპია, ჰემოროიდექტომია, ლონგოს ოპერაცია, დეზარტერიზაცია, ჰემოროიდული არტერიების დეზარტერიზაცია, ბუასილის სკლეროთერაპია, ბუასილი ორსულობის დროს, ბუასილი და მშობიარობა, ბუასილის (ჰემოროის) მკურნალობა ლაქტაციის პერიოდში, მწვავე პარაპროქტიტი (ახალშობილებში), ბუასილი (ჰემოროი) ბავშვებში, ბუასილი (ჰემოროი) და ანალური სექსი