საკეისრო

სტატიის ბოლოს – საკეისრო კვეთის შემდგომი ბანდაჟები, ნაწიბურის კორექციის საშუალებები ,,ამაზონზე” – იხ. ამავე ფერის ტექსტები

საკეისრო კვეთა  ქირურგიულ ოპერაციას წარმოადგენს, რომლის დახმარებითაც  ხდება ბავშვის ამოყვანა მუცლის კედლის გაკვეთის შედეგად. დღეისათვის ასეთი ოპერაციები  ტარდება პრაქტიკულად ყოველი მეხუთე ორსულის შემთხვევაში.

ქალების დიდი ნაწილი გამოთქვამს სურვილს გააჩინოს შვილი საკეისრო კვეთით, რადგან თავიდან აიცილოს მშობიარობის თანხმლები ტკივილი. არ არიან ინფრომირებულნი, რომ ოპერაცია ზრდის როგორც დედის,  ასევე  ბავშვის ჯანმრთელობისათვის  ზიანის მიყენების რისკს, ამიტომაც ექიმები საკეისრო კვეთას  ატარებენ მხოლოდ სამედიცინო ჩვენებისას.

საკეისრო კვეთა  ტარდება იმ შემთხვევაში, თუ  შეუძლებელია ფიზიოლოგიური მშობიარობა ან თვითონ მშობიარობის პროცესი საფრთხეს უქმნის დედის ან ბავშვის ჯანმრთელობას. ასეთ მდგომარეობებია მაგალითად საშვილოსნოსა და საშოს არასწორი განვითარება, გულის დაავადებები, მაღალი არტერიული წნევა, მხედველობის დაქვეითება, სამშობიარო მოქმედების სისუსტე, ნაყოფის არასწორი მდებარეობა, პლაცენტის წინმდებარეობა, თუმცა ეს არაა სრული ჩამონათვალი საკეისრო კვეთის ჩვენებებისა.

საკეისრო კვეთა, ისევე როგორც სხვა ოპერაციების დროს, უნდა ჩატარდეს პაციენტის თანხმობით. ოპერაციისას გამოიყენება ორი ტიპის ნარკოზი: ზოგადი  და ადგილობრივი. ბოლო პერიოდში უფრო უპირატესობას ანიჭებენ ადგილობრივ ნარკოზს, რადგანაც თვლიან, რომ უფრო ნაკლები ზიანი მოაქვს როგორც დედის, ასევე ნაყოფისათვის.

საკეისროს შემდგომი ბანდაჟები ,,ამაზონზე” corset cesarean section >>>>


ოპერაციის მსვლელობისას ხდება მუცლის ქვემო ნაწილის, შემდეგ საშვილოსნოს გაკვეთა და ნაყოფის ამოყვანა ხელებით. შემდგომ ედება ნაკერები, რომლის მოხსნაც ხდება ოპერაციიდან 6 დღის შემდეგ.

საკეისრო კვეთის დადებით მხარეს წარმოადგენს, სამშობიარო ტკივილების და ახალშობილის სამშობიარო ტრავმების არარსებობა. ნაკლოვანებებს წარმოაგდენს ნარკოზის აუცილებლობა, რაც უარყოფითად ისახება არამხოლოდ დედაზე, არამედ ბავშვზეც. ოპერაციის შემდეგ ნარკოზის გამო შეუძლებელია ძუძუთი კვება, რის გამოც ხშირია ლაქტაციასთან დაკავშირებული პრობლემები.

თუ არ არსებობს სამედიცინო ჩვენება, რომლის დროსაც უბრალოდ აუცილებელია საკეისრო კვეთის  ჩატარება, ქალმა უნდა ეცადიოს, რომ ბავშვი გააჩინოს ფიზიოლოგიურად. იმისათვის, რომ მშობიარობა შედარებით იოლად წარიმართოს, ორსულობის პერიოდში აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა: რაციონალური კვება, სპეციალური ვარჯიშების შესრულება, კარგი დასვენება.

♦ საკეისრო კვეთის შემდგომი ნაწიბურის კორექციის საშუალებები ,,ამაზონზე”  – c-section scar treatment  >>>>

– პლასტირები – C-Section Scar Treatment Strips>>>
– კრემები, გელები – C-Section Scar removal cream >>>


_____________________________________

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

_______________________________________

გადასვლა >>>>  ,,მეანობა”საკეისრო (ინდექსი)პლასტირი ნაწიბურისათვის;   იხ. ასევე სტატიები:

  1. საკეისრო კვეთა
  2. მითები საკეისრო კვეთის შესახებ
  3. საკეისრო კვეთის სამედიცინო ჩვენებები
  4. საკეისრო კვეთა: ეხლა სურვილისამებრ?
  5. სექსი საკეისრო კვეთის შემდეგ
  6. საკეისრო კვეთა – საინტერესო ფაქტები
  7. როგორ მოვიცილოთ მუცელი საკეისრო კვეთის შემდეგ
  8. შეიძლება თუ არა საკეისრო კვეთის შემდეგ სპორტით დაკავება?
  9. საკეისრო კვეთის შესაძლო გავლენები
  10. საკეისრო კვეთის შემდეგ – რჩევები, რეკომენდაციები
.