თმის ანომალიები

თმის ანომალიები

თმის ანომალიები ადამიანებში ძალზედ იშვიათად გვხვდება. ასეთი ანომალიების რიცხვს მიეკუთვნება კვანძოვანი ტრიქოკლაზია და ტრიქოპტილოზი. ტრიქოკლაზია ხასიათდება თმის სისუსტით, ხოლო ტრიქოპტილოზი – თმის მტვრევადი ბოლოებით. თმის თანდაყოლილი ანომალიები გვხვდება იმ შემთხვევაში, თუ ორსულობის პერიოდში დედამ გადაიტანა ინფექციური დაავადება.

ბავშვის განვითარებისათვის განსაკუთრებით საშიშია, თუ დედამ ორსულობის პირველ ტრიმესტრში გადაიტანა სიფილისი, ვირუსული ინფექციები ან ტუბერკულოზი. არასასურველი მოქმედება აქვს ნაყოფზე რკინადეფიციტურ ანემიას, ხშირ სტრესებს, გონებრივ და ფიზიკურ გადატვირთვას ორსულობის პერიოდში. ყველაფერ ამას მივყავართ ნაყოფის სხვადასხვა სახის ანომალიების ფორმირებასთან, მათ შორის ტრიქოკლაზიასა და ტრიქოპტილოზთან. ანომალიები ფიქსირდება გენომში და შემდგომში ის გადაეცემა მომავალ თაობებს. თუ ორსულობის დროს ქალი იყენებს ციტოსტატიკებსა და ანტიობიოტიკებს, მათი მოქმედება ასევე ვრცელდება ნაყოფზე, რაც ასევე ხდება კანის დანამატების პათოლოგიების მიზეზი. ეს პათოლოგიები ხასიათდება ფოლიკულური ბოლქვების ცვლილებებით, ხოლო ცხიმის ჯირვლებთან კომბინაციაში იწვევს თმის მსხვრევადობასა და სიმშრალეს.

თმის ისეთი ანომალიები, როგორებიცაა  ტრიქოკლაზია და ტრიქოპტილოზი შეადგენენ თმის პათოლოგიათა მხოლოდ 4 %-ს და უმეტესწილად შეძენილი სახისაა და აზიანებს თმის უმეტეს ნაწილს. ტრავმული ფაქტორის გამორიცხვის შემდეგ მნიშვნელოვნად უმჯობესდება თმის მდგომარეობა. გენეტიკურად განპირობებული თმის დაავადებებისას უპირატესად ზიანდება თმის ბოლქვები. დაზიანებული თმები ყველაზე მეტად შესამჩნევია ბავშვთა ასაკში, ხოლო თმის რაოდენობის მატებასთან ერთად დაზიანებული ღერები იმალება დარჩენილი თმის მასაში. თმის საფარველის დარჩენილი ნაწილი ჯანმრთელია, შესაძლებელია მეორადი მსხვრევადობისა და სიმშრალის განვითარებაც, თუმცა ეს უკანასკნელი ექვემდებარება მკურნალობას.

ტრიქოკლაზია და ტრიქოპტილოზი არაა ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში, თუმცა თმის ბოლქვების დიდი რაოდენობით დაზიანებისას, რომელიც თავის მხრივ თმის სხვა პათოლოგიებსაც იწვევს, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სერიოზულ და შესამჩნევ პრობლემებს მომავალში, ისეთებს, როგორიცაა ადამიანის გარეგნობის სერიოზული ცვლილება.

ყველა პათოლოგიას აქვს თავისი კლინიკური სურათი. ჩვეულებრივ, ტრიქოკლაზიას ახასიათებს თმების მონაცვლეობითი მსხვრევადობა, თმის ღერზე შესაძლოა გაჩნდეს ერთეული კვანძები. კვანძოვან ტრიქოკლაზიას ახასიათებს მრავლობითი კვანძების გაჩენა თმებზე. უმეტესწილად ისინი ჩნდება თმის ქვედა მესამედში და გამოიყურება როგორც მუქი ან ღია თგამსხვილებები (თმის ფერიდან გამომდინარე). თმებზე ისინი შესაძლოა განლაგდეს სპონტანური წესით და სრულიად ჯანსაღ თმასაც კი შეეხოს. ლაბორატორიული ტრიქოლოგიური გამოკვლევების დროს დგინდება, რომ მრავლობითი კვანძოვანი წარმონაქმნები იწვევს თმის ღერების განცალკევებას მთელ სიგრძეზე. კვანძებს შორის თმის მონაკვეთები აბსოლუტურად ჯანმრთელია. უშუალოდ კვანძთან ახლოს აღინიშნება საერთო ტვინოვანი ცენტრის გაქრობა. ტრიქოკლაზიური დაზიანებისას თმის ღერები ადვილად ტყდება და ნამტვრევზე ჩანს, როგორ თუ როგორ იყოფა ღერი. გარეგნულად ტრიქოკლაზია მოგვაგონებს ტრიქონოდოზს ან მარყუჟისებურ თმას, რომელიც თავის მხრივ გავს კვანძებს.  მათზე გროვდება მტვრის ნაწილაკები, მიკროორგანიზმები და ეპიდერმისის ნაფრცქვენები. ტრიქოპტილოზის დროს თმის ღერები შრევდება თავისებური სახით. დაზიანებული რჩება ბოლოები, და არა თმის ღერის ძირითადი ნაწილი, როგორც ეს ხდება ტრიქოკლაზიის დროს. თმის ბოლო შრევდება და წარმოიქმნება ფუნჯი. ტრიქოპტილოზი გვხვდება ცხიმოვანი ჯირკვლების ატროფიასა და თმის სხვადასხვა დისტროფიული ხასიათის ცვლილებებთან ერთად.

თმის იშვიათი ანომალიაა მონილეტრიქსი. გამოვლინდება ცხოვრების მეორე თვეს და აქვს პათოგენეტიკური მიზეზი. აღნიშნულ დაავადებასთან ერთად თითქმის პარალელურად ვითარდება ფოლიკულური ჰიპერკერატოზი. მონოლეტრიკქსი, როგორც წესი აზიანებს თმიანი საფარველის ზედაპირს. თმის ღერის მთელ სიგრძეზე ვითარდება ერთმანეთის მონაცვლეობითი გამსხვილებები და გათხელებები. თუ თმას აქვს ღია ფერი, მაშინ ასეთ ნაწილებს ექნება მუქი შეფერილობა. ეს ფაქტი აიხსნება გამსხვილებულ ნაწილებში ჰაერის ბუშტუკების არსებობით, ხოლო გათხელებულში – მისი არარსებობით. აღნიშნული დაავადების დროს, თმის საფარველის სიგრძე არ აღემატება ორ სანტიმეტრს, რადგანაც თმის ღერები იმსხვრევა გათხელების ადგილებში. მსგავსი ანომალიების მკურნალობა მოიცავს თმის სწორ მოვლას და სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას.

ფარმაკოთერაპია და პრეპარატები: ფარმაცევტული ფირმების წარმომადგენლებს შეუძლიათ ინფორმაცია მოგვაწოდონ ელფოსტაზე mpifarm@gmail.com

ფიტოთერაპია: იხილეთ კლინიკური და ემპირიული ფიტოთერაპია

ვის მივმართოთ – იხ. მედიკოსთა პერსონალური გვერდები

თემატურად მომიჯნავე სტატიები

საავტორო უფლებები და რეკლამა პოსტ-სტატიაზე: მასალა წარმოადგენს “არჩილ შენგელიას და ლალი დათეშიძის სამედიცინო ენციკლოპედიის” ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია. სტატიის გამოყენებისათვის, აგრეთვე მასზე ბანერის განსათავსებლად მიმართეთ mpifarm@gmail.com

ლიტერატურა, წყაროები, გაფრთხილება

  1. გაფრთხილება
  2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ. “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით.
  3. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ, შენგელია ვასილ; “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა. ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით. სარედაქციო კოლეგია: ჭუმბურიძე ვახტანგ, კორძაია დიმიტრი, მალაზონია მარინა, ვაჭარაძე კახა, ტყეშელაშვილი ბესარიონ.
  4. Большая медицинская энциклопедия; Москва, издательство ,,Советская энциклопедия” – 1988

Share on Facebook
Facebook
გააზიარე facebook -ზე ..