როგორ მოვუაროთ ბავშვის კანს

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

✧,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
✧ დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. ✧ პოსტის ბოლო ნაწილში განთავსებულია ბმულები – როგორ გამოიწეროთ ,,ამაზონიდან”, როგორ შეარჩიოთ რეიტინგული საქონელი და სხვ.

ბავშვის კანის მოვლის საშუალებები ,,ამაზონზე”
ბავშვის საფენის ქვეშ წასასმელი სპეციალური კრემები და მალამოები 
 საბავშვო კრემები
დამატენიანებელი კრემები
 საბავშვო ზეთები
 საბავშვო ტალკი
 საბავშვო ლოსიონი
 საბავშვო  აბაზანები
 საბავშვო საპნები
 საბავშვო შამპუნები
 ბავშვის დასაბანი ღრუბელები
 ბავშვის კაპიშონიანი პირსახოცები
ბავშვის საფენები (ერთჯერადი)
 საფენები გოგონებისათვის
 საფენები ბიჭუნებისათვის 
ბავშვის უნივერსალური საფენები
ბავშვის სველი სალფეთქები
ბავშვებისათვის განკუთვნილი სარეცხი საშუალებები (სარეცხი ფხვნილები)
ბავშვის ჭურჭლის (სათამაშოების და სხვ.) სარეცხი საშუალებები 

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” 
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი
♦ ნივთები ბავშვებისათვის

კანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ორგანოა, რომელიც ასრულებს დამცავ, გამომყოფ, რეცეპტორულ, იმუნურ, თერმორეგულაციურ ფუნქციებს, უზრუნველყოფს კანის სუნთქვას. გამომდინარე აქედან  ძალზედ მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან ბავშვის კანის მოვლა.
ბავშვის კანის საბოლოო ჩამოყალიბება ხდება 12 წლის ასაკისათვის, მანამდე კი განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ თვეებში კანი იოლად ზიანდება და ღიზიანდება, რასაც განაპირობებს ბავშვის კანის შემდეგი თავისებურებები:

1. თხელი და იოლად დაზიანებადი კანის რქოვანა შრე. ეპიდერმისი  პატარებში 2-3 ჯერ უფრო თხელია მოზრდილის კანთან შედარებით;
2. ცხიმისა და საოფლე ჯირკვლების ფუნქცია ჯერ არ არის სრულად ჩამოყალიბებული, რის გამოც განსხვავებულია კანის Ph, არ გააჩნია დამცავი ფენა, ძნელად ებრძვის პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ვერ ახდენს ოფლის გამოყოფისა და ტემპერატურის რეგულირებას, ამიტომაც იოლად ხდება როგორც გადახურება, ისე გადაცივება;
3. არამყარი კავშირი დერმასა და ეპიდერმისს შორის, რაც კანის არასათანადო სისხლმომარაგებას განაპირობებს;
4. ბავშვის კანი აქტიურ მონაწილეობას ღებულობს გაზთა ცვლაში. კანისმიერი სუნთქვა  ახალშობილებში რვაჯერ უფრო ინტენსიურია, ვიდრე მოზრდილებში, რის გამოც ცხადია, რომ კანის დაბინძურება და მისი არასათანდო მოვლა გავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.

ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ შეუნარჩუნოთ თქვენს პატარას ჯანმრთელი კანი.

სისუფთავე

ბავშვის კანის მოვლისას პირველ რიგში აუცილებელია მუდმივად მისი მშრალ და სუფთა მდგომარეობაში ყოფნა, რისთვისაც საჭიროა იცოდეთ ბავშვის დაბანის წესები (იხ. ბავშვის დაბანა)

 საფენის გამოცვლა

ბავშვის კანის მოვლისათვის მნიშვნელოვანია საფენის სწორად შერჩევა, თუმცა გახსოვდეთ, რომ  საუკეთესო  ხარისხის საფენის შერჩევის შემთხვევაშიც კი აუცილებელია მისი სწორად გამოყენება, იმისათვის, რომ დავიცვათ პატარას კანი და თავიდან ავიცილოთ ისეთი უსიამოვნებები, როგორიცაა მაგალითად საფენისმიერი დერმატიტი.
ერთი საფენის ხმარების ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 საათს, ღამის პერიოდში კი ეს დრო შეიძლება გაგრძელდეს 10 საათამდე. საფენის გამოცვლისას, სანამ პატარას ახალ საფენს გავუკეთებთ საჭიროა მცირე ხნით, 10-15 წუთით მაინც ჰაერის აბაზანების მიღება.
ყოველი ნაწლავთა მოქმედების შემდეგ საჭიროა ჩვილის ჩაბანა, თუმცა თუ ამის საშუალება არ გაქვთ შეგიძლიათ გამოიყენოთ სველი სალფეთქები. იმ შემთხვევაში,  თუ პატარა მიდრეკილია კანის გამოშრობისაკენ, უპირატესობა მიანიჭეთ  სპეციალური კრემის შემცველ სალფეთქებს.

არ დაგავიწყდეთ ბავშვის კანის კვება და დატენიანება

ცხიმის ჯირკვლების სუსტი ფუნქციონირების გამო პატარას კანი მოზრდილების კანთან შედარებით მშრალია, რის გამოც საჭიროებს დამატებით კვებასა და დატენიანებას.
მსუბუქი დამატენიანებელი საშუალებები სწრაფად იწოვება, არ ტოვებს ცხიმოვან შრეს, უნარჩუნებს კანს ბუნებრივ ტენიანობასა და არბილებს მას.
ასეთი კრემები შეგიძლიათ გამოიყენოთ დღის განმავლობაში, წყლის პროცედურების შემდეგ და წლის ცხელი სეზონის დროს.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება ბავშვის კანი მიდრეკილია სიმშრალისაკენ, ალერგიული რეაქციების განვითარებისაკენ, აღინიშნება ატოპიური დერმატიტის ნიშნები.

სწორად შეარჩიეთ და გამოიყენეთ საბავშვო კოსმეტიკა

მნიშვნელოვანია საბავშვო კოსმეტიკის სწორად შერჩევა.
გამოიყენეთ მხოლოდ პატარასათვის განკუთვნილი საშუალებები, რომელთა შექმნისას გათვალისწინებულია ბავშვის კანის თავისებურებები.
ყურადღება მიაქციეთ საბავშვო კოსმეტიკის ვარგისიანობის ვადას და მასში შემავალ ნივთიერებებს.
ახალი მარკის საპონის, შამპუნის, კრემების გამოყენებისას ჯერ მოსინჯეთ კანის მცირე უბანზე, თუ გამოვლინდა სიწითლე და კანის გაღიზიანების სხვა ნიშნები, არ გამოიყენოთ აღნიშნული კოსმეტიკური საშუალება.

ყურადღება მიაქციეთ ბავშვის ტანსაცმელსა და თეთრეულს

რადგანაც ჩვილის კანი იოლად რეაგირებს ნებისმიერ გამღიზიანებლზე, განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს საბავშვო ტანსაცმელი და ჭურჭელი.
გამოიყენეთ ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი, რომელთაც მხოლოდ  სპეციალური ბავშვებისათვის განკუთვნილი სარეცხი საშუალებით გარეცხავთ, რათა არ მოახდინოთ ალერგიული რეაქციის პროვოცირება.


როგორ მოვუაროთ ბავშვის კანს – ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სტატიის FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან

🩺 კანი ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ორგანოა, რომელიც ასრულებს დამცავ, გამომყოფ, რეცეპტორულ, იმუნურ, თერმორეგულაციურ ფუნქციებს, უზრუნველყოფს კანის სუნთქვას.
💢 გამომდინარე აქედან ძალზედ მნიშვნელოვანია ადრეული ასაკიდან ბავშვის კანის მოვლა.
📅 ბავშვის კანის საბოლოო ჩამოყალიბება ხდება 12 წლის ასაკისათვის, მანამდე კი განსაკუთრებით სიცოცხლის პირველ თვეებში კანი იოლად ზიანდება და ღიზიანდება, რასაც განაპირობებს ბავშვის კანის შემდეგი თავისებურებები:
➡️ თხელი და იოლად დაზიანებადი კანის რქოვანა შრე. ეპიდერმისი პატარებში 2-3 ჯერ უფრო თხელია მოზრდილის კანთან შედარებით;
➡️ ცხიმისა და საოფლე ჯირკვლების ფუნქცია ჯერ არ არის სრულად ჩამოყალიბებული, რის გამოც განსხვავებულია კანის Ph, არ გააჩნია დამცავი ფენა, ძნელად ებრძვის პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ვერ ახდენს ოფლის გამოყოფისა და ტემპერატურის რეგულირებას, ამიტომაც იოლად ხდება როგორც გადახურება, ისე გადაცივება;
➡️ არამყარი კავშირი დერმასა და ეპიდერმისს შორის, რაც კანის არასათანადო სისხლმომარაგებას განაპირობებს;
➡️ ბავშვის კანი აქტიურ მონაწილეობას ღებულობს გაზთა ცვლაში.
📎 კანისმიერი სუნთქვა ახალშობილებში რვაჯერ უფრო ინტენსიურია, ვიდრე მოზრდილებში, რის გამოც ცხადია, რომ კანის დაბინძურება და მისი არასათანდო მოვლა გავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე.
👉 გაიგეთ მეტი სტატიიდან – https://bit.ly/3jV7VSt
#ბავშვისკანი #კანისმოვლა #კანისჰიგიენა #როგორმოვუაროთბავშვისკანს #ბავშვისკანისმოვლა #ჩვილისკანისმოვლა #კანისტიპი #გამომშრალიკანი #კანისთვისებები #კანისფუნქცია #კანისჩამოყალიბება #ცხიმისჯირკვლები #საოფლეჯირკვლები #გაზთაცვლა #კანისდაბინძურება #კანისსისუფთავე #ბავშვისჯანმრთელობა #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცცამჭედლიძე

გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.