საბავშვო კრემები

ამ გვერდიდან შეგიძლიათ შეარჩიოთ და გამოიწეროთ ბავშვის კრემები  ინტერნეტ-მაღაზია ,,ამაზონიდან”. იხილეთ ქვემოთ, სტატიის ბოლოს  ამავე  ფერის ტექსტები.

ბავშვის კანი იოლად ზიანდება სიცივის, სიცხის, მზის სხივების, სხვადასხვა გამღიზიანებლების ზემოქმედებისას, ვითარდება კანის სიმშრალე, წარმოიქმნება ნახეთქები და ა.შ. აღნიშნულის თავიდან აცილებისა და კანის უკვე არსებული დაზიანებების დროს ეფექტურად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის  საბავშვო კრემები, რომელთა შორისაა დამატენიანებელი, დამცავი, საფენის ქვეშ წასასმელი კრემები.

დამატენიანებელი საბავშვო კრემები

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის კანის დატენიანება. დამატენიანებელი კრემების შემადგენლობაში შედის სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტები, სხვადასხვა ბუნებრივი ზეთები (ზეთისხილის, ნუშის, ჟოჟობას ზეთები), რომლებიც აძლიერებს ჰიდროლიპიდურ საფარს, აღადგენს კანის ბარიერულ ფუნქციას, ამცირებს ქავილს, სიწითლესა და გაღიზიანებას, კანის სიმშრალით განპირობებულ ტკივილს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ატოპიური დერმატიტის კომპლექსური მკურნალობისას. დამატენიანებელი კრემების წასმა უნდა მოხდეს სუფთა და კარგად გამშრალებულ კანზე.


♦♦♦ ბავშვებისათვის კანის დამატენიანებელი კრემები ,,ამაზონზე” >>
♦♦♦ საბავშვო კრემები მგრძნობიარე კანისათვის,  ,,ამაზონზე” >>


კრემები დაზიანებული კანის მკურნალობისათვის

ასეთი კრემები  შეიცავს ნივთიერება დექსპანთენოლს, რომელიც წარმოადგენს ქსოვილთა რეგენერაციის სტიმულატორს, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისება. გამოიყენება კანის ნახეთქების, ექსკორიაციების მკურნალობის მიზნით, რაც საკმაოდ ხშირია ატოპიური დერმატიტის, საფენისმიერი დერმატიტის დროს. ასეთი კრემების დანიშვნა უნდა მოხდეს ექიმის მიერ.

საფენის ქვეშ წასასმელი კრემები

ცალკე გამოყოფენ საფენის ქვეშ წასასმელ კრემებს, რომლებიც გამოიყენება გამოყელვის, საფენისმიერი დერმატიტის პროფილაქტიკისათვის, განაპირობებს კანის დატენიანებას, დარბილებას, ხსნის სიწითლეს. საფენის ქვეშ წასასმელი კრემები ასევე ხასიათდება ანტიმიკრობული თვისებებითაც.


♦♦♦  ბავშვის საფენის ქვეშ წასასმელი სპეციალური კრემები ,,ამაზონზე” >>
♦♦♦ ბუნებრივ საშუალებებზე დამზადებული საბავშვო კრემები ,,ამაზონზე” >>


დამცავი კრემები

დამცავი კრემები არის სხვადასხვა სახის, რომლებიც იცავს კანს გარემო ზემოქმედებებისაგან: მზის სხივები, სიცივე, ქარი, სიცხე. მათი წასმა ხდება სხეულის ღია უბნებზე სახლიდან გასვლის წინ ნახევარი საათით ადრე, რადგან მოხდეს კანის მიერ სრულად შეწოვა.

♦♦ მზისაგან დამცავი საშუალებები ბავშვებისათვის ,,ამაზონზე” >>


საბავშვო კრემების შეძენისას გვახსოვდეს, რომ

  • საბავშვო კრემები  არ უნდა შეიცავდეს მინერალურ ზეთებს (პარაფინი, ვაზელინი), რომლებიც აფერხებს კანის სუნთქვას, არღვევს თბოცვლას კანსა და გარემოს შორის
  • არ უნდა შეიცავდეს კონსერვანტებს
  • არ უნდა ქონდეს მძაფრი სუნი, დასაშვებია მსუბუქი მცენარეების არომატი, როგორიცაა გვირილა, კალენდულა
  • ყურადღება მიაქციეთ შეფუთვას: კრემის ტუბი დახურული უნდა იყოს ჰერმეტულად.

♦♦ საბავშვო კრემები სუნისა და სხვ. არომატორიზატორების გარეშე ,,ამაზონზე” >>

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ ნივთები ბავშვებისათვის ინტერნეტმაღაზიებში >>


.

Share on Facebook
Facebook
გააზიარე Facebook -ზე ..