საბავშვო კრემები

დისტანციურად  საქონელს ძირითადად ამაზონიდან იწერენ, მისი მაღალი საიმედოობის გამო. ამაზონზე გადახვალთ წინამდებარე საიტის ჟოლოსფერი ლინკებიდან

,,ამაზონი”  უზარმაზარ არჩევანს გთავაზობთ ყველა ტიპის საქონელზე
დააკლიკეთ ქვემოთ სიაში თქვენთვის სასურველი ნივთის დასახელებაზე (ჟოლოსფერი ტექსტი) და გადახვალთ ,,ამაზონის“ შესაბამის განყოფილებაში მიმდინარე აქციებითა და ფასდაკლებებით. 

♦ როგორ გამოვიწეროთ ,,ამაზონიდან” >>
♦ Medgeo.net-ის ინტერნეტ-მარკეტი >>
♦ ნივთები ბავშვებისათვის

ბავშვის კანი იოლად ზიანდება სიცივის, სიცხის, მზის სხივების, სხვადასხვა გამღიზიანებლების ზემოქმედებისას, ვითარდება კანის სიმშრალე, წარმოიქმნება ნახეთქები და ა.შ. აღნიშნულის თავიდან აცილებისა და კანის უკვე არსებული დაზიანებების დროს ეფექტურად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის  საბავშვო კრემები, რომელთა შორისაა დამატენიანებელი, დამცავი, საფენის ქვეშ წასასმელი კრემები.

საბავშვო დამატენიანებელი  კრემები

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვის კანის დატენიანება. დამატენიანებელი კრემების შემადგენლობაში შედის სამკურნალო მცენარეების ექსტრაქტები, სხვადასხვა ბუნებრივი ზეთები (ზეთისხილის, ნუშის, ჟოჟობას ზეთები), რომლებიც აძლიერებს ჰიდროლიპიდურ საფარს, აღადგენს კანის ბარიერულ ფუნქციას, ამცირებს ქავილს, სიწითლესა და გაღიზიანებას, კანის სიმშრალით განპირობებულ ტკივილს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ატოპიური დერმატიტის კომპლექსური მკურნალობისას. დამატენიანებელი კრემების წასმა უნდა მოხდეს სუფთა და კარგად გამშრალებულ კანზე.

კრემები დაზიანებული კანის მკურნალობისათვის

ასეთი კრემები  შეიცავს ნივთიერება დექსპანთენოლს, რომელიც წარმოადგენს ქსოვილთა რეგენერაციის სტიმულატორს, აქვს ანთების საწინააღმდეგო თვისება.
გამოიყენება კანის ნახეთქების, ექსკორიაციების მკურნალობის მიზნით, რაც საკმაოდ ხშირია ატოპიური დერმატიტის, საფენისმიერი დერმატიტის დროს.
ასეთი კრემების დანიშვნა უნდა მოხდეს ექიმის მიერ.

საფენის ქვეშ წასასმელი კრემები

ცალკე გამოყოფენ საფენის ქვეშ წასასმელ კრემებს, რომლებიც გამოიყენება გამოყელვის, საფენისმიერი დერმატიტის პროფილაქტიკისათვის, განაპირობებს კანის დატენიანებას, დარბილებას, ხსნის სიწითლეს. საფენის ქვეშ წასასმელი კრემები ასევე ხასიათდება ანტიმიკრობული თვისებებითაც.

დამცავი კრემები

დამცავი კრემები არის სხვადასხვა სახის, რომლებიც იცავს კანს გარემო ზემოქმედებებისაგან: მზის სხივები, სიცივე, ქარი, სიცხე. მათი წასმა ხდება სხეულის ღია უბნებზე სახლიდან გასვლის წინ ნახევარი საათით ადრე, რადგან მოხდეს კანის მიერ სრულად შეწოვა.

საბავშვო კრემების შეძენისას გვახსოვდეს, რომ

  • საბავშვო კრემები  არ უნდა შეიცავდეს მინერალურ ზეთებს (პარაფინი, ვაზელინი), რომლებიც აფერხებს კანის სუნთქვას, არღვევს თბოცვლას კანსა და გარემოს შორის
  • არ უნდა შეიცავდეს კონსერვანტებს
  • არ უნდა ქონდეს მძაფრი სუნი, დასაშვებია მსუბუქი მცენარეების არომატი, როგორიცაა გვირილა, კალენდულა
  • ყურადღება მიაქციეთ შეფუთვას: კრემის ტუბი დახურული უნდა იყოს ჰერმეტულად. გადასვლა >>> ,,ბავშვი”

საბავშვო კრემები

ბავშვის კანის მოვლის სხვა საშუალებები


პოსტი წარმოადგენს, ლალი დათეშიძისა და არჩილ შენგელიას სამედიცინო ენციკლოპედიის ნაწილს. საავტორო უფლებები დაცულია.

  • გაფრთხილება
  • წყაროები: 1. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. თბილისი, 2005. “ტექინფორმის” დეპონენტი N: 1247. თეიმურაზ ჩიგოგიძის რედაქციით. 2. დათეშიძე ლალი, შენგელია არჩილ.  “ქართული სამედიცინო ენციკლოპედია”. მეორე დეპო-გამოცემა.  ჟურნალი “ექსპერიმენტული და კლინიკური მედიცინა”. N: 28. 2006. დეპონენტი პროფესორ თეიმურაზ ჩიგოგიძის საერთო რედაქციით.