ამბლიოკორი

ამბლიოკორი

 

არჩილ შენგელია, ლალი დათეშიძე

ამბლიოკორი წარმოადგენს მხედველობის კორექციის თანამედროვე კომპლექსს, რომლის მოქმედების საფუძველია ვიდეოკომპიუტერული აუტოტრენინგის მეთოდი, ამბლიოკორი გამოიყენება ამბლიოპიის (ზარმაცი თვალი) მკურნალობის მიზნით. 

ამბლიოკორის მოქმედების პრინციპი

ამბლიკორით მხედველობის კორექცის მიზნით  პაციენტი თავსდება ეკრანის წინ, რომელზეც ხდება ფილმის დემონსტრირება. ამავდროულად ახდენენ პაციენტის ენცეფალოგრამის რეგისტრირებას თავის ტვინის ქერქის მხედველობის უბნის პროექციაზე, ენცეფალოგრამის სიგნალი გადაეცემა კომპიუტერს რეალურ დროში თავის ტვინის ბიოაქტიურობის ანალიზის მიზნით, კომპიუტერი კი მუდმივად ახდენს მხედველობის უბნის ნეირონების სუმარული აქტივობის გამოთვლას ელექტროენცეფალოგრამის პარამეტრების მიხედვით და  ამ აქტივობის შესუსტების ან გაძლიერების იდენტიფიცირებას. ნეირონების აქტივობაზე დამოკიდებულებით კომპიუტერი ვიდეოსიგნალის მეშვეობით ტელევიზორის ეკრანზე გამოსახულებას აბუნდოვნებს ან ამკვეთრებს.

მოკლედ რომ ვთქვათ, გამოსახულება ეკრანზე მხოლოდ სწორი მხედველობის დროს ნარჩუნდება, ამგვარად ამბლიოკორი თითქოსდა აიძულებს ტვინს შეამციროს არამკვეთრი მხედველობის ეპიზოდები. მსგავსი მიდგომა ახდენს თავის ტვინის ქერქის  მხედველობის უბნის ნეირონების მუშაობის ოპტიმიზაციას, მხედველობა კი თანდათან უმჯობესდება.

მხედველობითი სისტემის არასწორი მოქმედება შესაძლოა სხვადასხვა მიზეზებით შეიძლება იყოს გამოწვეული. თუმცა იმდენად, რამდენადაც ამბლიოკორით მკურნალობისას მოქმედებს თვითრეგულაციის პრინციპი, თითოეულ შემთხვევაში ხდება დამოუკიდებელი მექანიზმის შემუშავებ,. მაგალითად ახლომხედველობის დროს ზედმეტი დაძაბულობა იხსნება, სხვა შემთხვევაში კი მიმდინარეობს მხედველობის აქტივაცია.

ამბლიოკორით  მკურნალობის შედეგები

ამბლიოკორით მკურნალობის შედეგად გაუმჯობესება აღინიშნება როგორც ახლომხედველობის, ისე შორსმხედველობისას, რეფრაქციული და ანიზომეტროპიული ამბლიოპიის დროს. მკურნალობის ეს მეთოდი აბსოლიტურად უსაფრთხოა, ოფთალმოლოგები ირწმუნებიან, რომ  უკვე 15-20 ყოველდღიური ნახევარსაათიანი სეანსების შემდეგ ყალიბდება რეფლექტორული კავშირების სისტემა, რაც საშუალებას იძლევა მოხდეს სხვადასხვა მხედველობითი დეფექტების კომპენსირება და მხედველობის სიმახვილის გაზრდა.

 _______________________________________

გადასვლა>>> ,,ბავშვი”

გადასვლა >>> “ოფთალმოლოგია”