მხედველობის შემოწმება ბავშვებში

მხედველობის შემოწმება ბავშვებში

მხედველობის დარღვევების დროული გამოვლენა და აღმოფხვრა მცირე ასაკიდანვე უნდა მოხდეს, რათა დადებითი ეფექტი მიღწეულ იქნას უკვე 3-8 წლის ასაკამდე. მას შემდეგ რაც ბავშვს შეუსრულდება 7-8 წელი, მისი მხედველობის სისტემა განიცდის მომატებულ დატვირთვას, რაც დაკავშირებულია სასკოლო დავალებებთან. ამ პერიოდში შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი დარღვევები, რაც ადრე არ აღინიშნებოდა: შორსმხედველობა, ახლომხედველობა და სხვა. თუმცა ამ პერიოდში პრობლემებთან ბრძოლა შედარებით გაძნელებულია, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოხდეს მხედველობის გამოვლენა რაც შეიძლება ადრეულ ასაკში. ამისათვის კი აუცილებელია ოფთალმოლოგთან რეგულარული ვიზიტი და მხედველობის შემოწმება.


საქონელი ბავშვებისათვის გამოწერით

  1. სათამაშოები და საჩუქრები ბავშვებისათვის
  2. ტანსაცმელი და ფეხსაცმელები ბავშვებისათვის
  3. ბავშვის მოვლის საშუალებები
  4. საიტები ბავშვების შესახებ 

მდგომარეობები, რომელთა დადგენის მიზნითაც უნდა ჩატარდეს მხედველობის შემოწმება ბავშვებში:

  • ახალშობილთა მხედველობის დარღვევები – დღენაკლულთა რეტინოპათია, რეტინობლასტომა, კატარაქტა
  • ამბლიოპია (ზარმაცი თვალი), რომელიც თავის მხრივ შესაძლოა სხვა პათოლოგიის სიმპტომს წარმოადგენდეს
  • რეფრაქციული დარღვევები – ანიზომეტროპია
  • ფერადი მხედველობის დარღვევები

როდის უნდა მოხდეს მხედველობის შემოწმება

ბავშვთა ასაკში მხედველობის შემოწმება უნდა მოხდეს სიცოცხლის პირველივე დღეებში, შემდგომ სამი, ექვსი თვის და ერთი წლის ასაკში. ამ პერიოდში ძირითადად ხდება რეფლექსების შემოწმება (წითელი რეფლექსი, რქოვანას სინათლის რეფლექსი, თვალის ზოგადი დათვალიერება. უკვე სამი წლიდან შესაძლებელია მხედველობის სიმახვილის გამოკვლევა სპეციალური საბავშვო ტაბულების მეშვეობით.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოფთალმოლოგთან ვიზიტი სკოლაში მისვლამდე, რამდენადაც ამ დროს მატულობს მხედველობითი დატვირთვა, ამ მხრივ დარღვევები კი განაპირობებს ისეთ ჩივილებს, როგორიცაა მაგ. დაძაბვის თავის ტკივილი, რაც თავის მხრივ ხელს უშლის მეცადინეობის პროცესს, შესაძლოა განვითარდეს ყურადღების დეფიციტი, რომ აღარაფერი ვთქვათ მხედველობის თანდათანობით გაუარესებაზე და დაკარგვაზეც კი. ამის თავიდან აცილება სავსებით შესაძლებელია მხედველობითი დარღვევების დროული კორექციის შემთხვევაში.

შედარებით მოზრდილ ასაკში ყურადღება უნდა მიექცეს ისეთ ჩივილებს, როგორიცაა მხედველობითი დატვირთვის შემდეგ თავის ტკივილი, სისუსტე, თავბრუსხვევა. ასეთ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიიყვანოთ ბავშვი ოფთალმოლოგთან.

მხედველობის შემოწმების მიზნით გამოიყენება სპეციალური ცხრილები, თუმცა დღეისათვის არსებობს კომპიუტერიზირებული დიაგნოსტიკური აპარატები, რომლებიც შესაძლებლობას იძლევა მაღალი სიზუსტით მოხდეს ბავშვის მხედველობის შემოწმება. უნდა აღინიშნოს, რომ მოზრდილისაგან განსხვავებით ბავშვის მხედველობის დარღვევის დიაგნოსტირება გაცილებით ძნელია, რადგან პატარა ყოველთვის არ ასრულებს ექიმის მითითებებს, ნაწილობრივ ვერ აფასებს საკუთარ შეგრძნებებს და შესაბამისად  არ შეუძლია ერთმნიშვნელოვნად უპასუხოს კითხვებს. ამიტომაც სპეციალური დიაგნოსტკური აპარატები, რომლებიც საბავშვო პრაქტიკაში გამოიყენება, უმეტეს შემთხვევაში მოწყობილია იმგვარად, რომ შედეგები არ იყოს დამოკიდებული ბავშვის მიერ შესრულებული მოქმედებების სისწორეზე. ასეთი მოწყობილებაა, მაგალითად სპეციალური საბავშვო ავტორერფრაქტომეტრები, რომლის მეშვეობითაც ხდება რეფრაქციის გაზომვა. ავტორეფრაქტომეტრები არ მოითხოვს ბავშვისაგან თვალის ზუსტ ფიქსაციას, ზომავს არამარტო მთელ ოპტიკურ აპარატს, არამედ ცალკეულ ნაწილებსაც, მათ შორის რქოვანას, რომელიც თვალის დიოპტრული (შუქმტეხი) აპარატის შემადგენლობაში შედის,  რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასტიგმატიზმის დიაგნოსტირების მიზნით.

უნდა აღინიშნოს ბავშვების ის კატეგორია, რომლებიც მხედველობითი დარღვევებისადმი მომატებული რისკით გამოირჩევიან და საჭიროებენ მუდმივ ოფთალმოლოგიურ შემოწმებას. მათ შორისაა ბავშვები:

  • სმენის სენსონერვული დაქვეითებით
  • ნეიროგანვითარების პრობლემებით (დაუნის სინდრომი)
  • მხედველობითი დარღვევების ოჯახური ანამნეზით (მაგ.რეტინობლასტომა). გადასვლა> 1. ბავშვი; 2. ოფთალმოლოგია