მამალი ფუტკარი

მამალი ფუტკარი

მსხვილ მამალ ფუტკრებს დაკისრებული აქვთ მხოლოდ დედა ფუტკრის განაყოფიერების ფუნქცია. ისინი არ აგროვებენ ნექტარს და არ მუშაობენ სკაში.

მუშა ფუტკრები მათ კვებავენ, უვლიან შემოდგომამდე, ანუ იქამდე, ვიდრე არსებობს მათ მიერ დადა ფუტკრის განაყოფიერების საჭიროება. მერე კი ყრიან სკიდან. განაყოფიერება ხდება სკიდან გარეთ. ახალგაზრდა დედა ფუტკარი გამოფრინდება სკიდან და მას სპეციფიური სუნით პოულობენ მამალი ფიტკრები და ანაყოფიერებენ ფრენისას. განაყოფიერებული დედა ბრუნდება სკაში და იწყებს კვერცხის დებას.

ვალდებულებების ასეთი მკაცრი განაწილების შედეგად, ფუტკრებს არ შეუძლიად ინდივიდუალური არსებობა და წარმოადგენენ კოლექტიური თანაცხოვრების იდეალურ მაგალითს.

ერთი ოჯახის ფუტკრები არჩევენ თავისიანებს ფერომონების საშუალებით, ამიტომ სხვა ოჯახის ფუტკრის მოხვედრა სკაში გამორიცხულია – მას ჩხუბით გააგდებენ სკიდან.

ფუტკრების ძირითადი კანონია ოჯახის დაცვა, ზოგჯერ სიცოცხლის ფასადაც. ოჯახის შენარჩუნების ინსტინკტის გამო, სკაში იცვლება თაობები და არ წყდება ოჯახის არსებობა.

გადასვლა >>>  ,,ფუტკრის პროდუქტები”

____________________________________________

წყარო: www.bee.ge

.