თაფლის მნიშვნელობა სპორტსმენებისათვის

თაფლის მნიშვნელობა სპორტსმენებისათვის

თაფლის მიღება ამაღლებს ფიზიკურ მუშაობისუნარიანობას. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ 8 კვირის განმავლობაში ყოველდღიურად 1 კგ. წონაზე 0,5-1,0 გრ. თაფლის მიღება მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ფიზიკური მუშაობისუნარიანობის განმსაზღვრელი ტესტების მონაცემებს (PWC-170; პნევმოტაქომეტრია, დინამომეტრია).

თაფლის მაღალმა ენერგეტიკულმა და სხვა საკვებ თვისებებმა მიიპყრეს სპორტული მედიცინის სპეციალისტების ყურადღება. თაფლი მრავალჯერ აპრობირებულია სპეციალური დიეტების შემადგენლობაში სპორტსმენთა საწვრთნო და საშეჯიბრო პერიოდების დროს.

სპორტსმენთათვის თაფლის მიღების ძირითადი პრინციპებია:

 – შეჯიბრის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე;
– შესვენებების დროს (ფეხბურთი, ჰოკეი, კალათბურთი);
– დაძაბული ვარჯიშების პერიოდში – ყოველი საკვების მიღებისას და ძილის წინ, რათა გაძლიერებული კუნთური მუშაობის შედეგად არ მოხდეს წონის დაკლება;
– ერთდროული ფიზიკური და გონებრივი დატვირთვისას.
– მაღალი კვალიფიკაციის სპორტსმენთა რაციონში თაფლი ფართოდ გამოიყენება სხვა ფუტკრის პროდუქტებთან ერთად.

გადასვლა >>>  ,,ფუტკრის პროდუქტები”

____________________________________________

წყარო: www.bee.ge

.