თაფლის მიღების უკუჩვენებები

თაფლის მიღების უკუჩვენებები

არის შემთხვევები, როდესაც თაფლის მიღება იწვევს გამონაყარს, ქავილს, სურდოს, თავის ტკივილს, კუჭ-ნაწლავის აშლილობას და ა.შ. ეს ემართებათ თაფლზე ალერგიულ პიროვნებებს, რომლებსაც ეკრძალებათ თაფლის მიღება.

დიდი სიფრთხილე მართებთ აგრეთვე შაქრიანი დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს. მათთვის თაფლის მიღება შესაძლებელია შეზღუდული რაოდენობით, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.

სიბრთხილე საჭიროა თაფლის პირველად მიღების შემთხვევაში, განსაკუთრებით ბავშვებში. ამ შემთხვევაში საჭიროა თაფლის მცირე რაოდენობის მიღება და დაკვირვება რამოდენიმე დღის განმავლობაში.

არსებობს მოსაზრება, რომ 18 თვემდე ასაკის ბავშვისათვის აკრძალულია თაფლის მიღება, რათა მას შეუძლია გამოიწვიოს ბოტულიზმის განვითარება. ეს მოსაზრება არ დასტურდება მეცნიერული კვლევებით და ჩვილისთვის საკვებთან ერთად თაფლის მიცემისას გვმართებს ისეთივე სიფრთხილე, როგორც ნებისმიერი სახვა საკვების პირველად მიღებისას. თუ თაფლის მიცემა არ გამოიწვევს რაიმე რეაქციას, თამამად შეგვიძლია თაფლი ჩავრთოთ ბავშვის რაციონში.

გადასვლა >>>  ,,ფუტკრის პროდუქტები”

____________________________________________

წყარო: www.bee.ge

.