თაფლის შენახვა

თაფლის შენახვა

ხარისხიანი თაფლი ინახება წლობით და არ კარგავს თვისებებს

ეგვიპტეს აკლდამებში ნაპოვნია თაფლიანი ქილები, რომლებშიც თაფლი არ გაფუჭდა ათასწლეულების განმავლობაში. თაფლი მალე ფუჭდება იმ შემთხვევაში, თუ სკიდან ამოღებულია იქამდე, ვიდრე ფუტკრები გამოაშრობდნენ ზედმეტ წყალს და მოამწიფებდნენ. ასეთი თაფლი იწყებს დუღილს და კარგავს გემოს – მჟავდება. მისი გამოყენება შეუძლებელია როგორც ადამიანისათვის, ასევე ფუტკრების საკვებადაც.

თაფლის ხარისხის შეფასებისას, მასში წყლის შემცველობას ადგენენ ხვედრითი წონის მიხედვით.

თაფლი უნდა ინახებოდეს კარგად დახურულ ჭურჭელში, მშრალ ადგილას. ხარისხიანი თაფლის ამჟავება შესაძლოა გამოიწვიოს მხოლოდ სინესტის მოხვედრამ.

გასათვალისწინებელია, აგრეთვე, რომ შენახვისას თაფლის ფერი თანდათან მუქდება, რაც არ ნიშნავს მისი ხარისხის გაუარესებას. დაკრისტალებული თაფლის დადნობა შესაძლებელია მხოლოდ 60 გრადუსამდე გათბობით წყლის აბაზანაზე, რადგან მეტ ტემპერატურაზე იკარგება თაფლის თვისებები.

გადასვლა >>>  ,,ფუტკრის პროდუქტები

___________________________________________

წყარო: www.bee.ge

.